დღგ-ის გადამხდელმა შპს A-მ 2020 წელს შპს B-ს კაპიტალში შეიტანა უძრავ-მოძრავი ქონება. აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით არ დაბეგრილა (სსკ-ის მუხლი 160, პუნქტი 7-„ბ“). შპს B საგადასახადო რეგისტრაციის დღესვე დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად (2020 წლის იანვარში). შპს B რეგისტრაციიდან დღემდე არავითარ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა. გვაინტერესებს, შპს B-ს ეხება თუ არა სსკ 177-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიურად გასაუქმებელი დღგ-ის თანხის გადაანგარიშება?
შენობის მერიაში ექსპლუატაციაში მისაღებად, კომპანიამ იქირავა ამ პროცედურების ხელშეწყობა-დაჩქარებისათვის ერთ-ერთი ფირმა, რომელსაც გადაუხადა საზღაური X ლარი.
როგორ ფიქრობთ, ეს თანხა შენობის თვითღირებულებაში უნდა შევიდეს თუ მიმდინარე პერიოდის ზედნადები ხარჯია?
ორი იურიდიული პირი – შპს-ები, გაერთიანდა და დარეგისტრირდა ახალი იურიდიული პირი, ისევ შპს-ს ფორმით (საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭა ახალი, მანამდე არსებული შპს-ების საიდენტიფიკაციო კოდებისგან განსხვავებული). საქონლის ნაშთები ავტომატურად გადავიდა ახალ შპს ზე, საქონლის გადადგილება არ მომხდარა.
რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა, ეს სასაქონლო ნაშთები ზედნადებით მიაწოდონ ძველმა შპს-ებმა ახალ შპს-ს? ძველ კომპანიებს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს, მაგრამ ახალი კომპანიის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება, რომელთა აქციონერებია ძველი კომპანიების მფლობელები.
შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაში ბონუსებზე https://rs.ge/OrdersoftheHeadoftheRevenueService?cat=1&tab=1, დანართი №09, არის ასეთი ჩანაწერი:
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: მეორე ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს კორექტირების გარემოება შეფასებული აქვთ ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურების ოპერაციად, იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია სრულად იბეგრება დღგ-ით და ასევე მხარეების მიერ მომსახურების გაწევაც წარმოადგენს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ოპერაციას, აღნიშნული ოპერაციის მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება, პირველ ვარიანტთან შედარებით არ ცვლის მხარეების საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ოპერაცია გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება“.
მეორე ვარიანტის შემთხვევაში ხომ არ არის რაიმე საგადასახადო რისკი გარიგების მონაწილე როგორც A, ასევე B პირისათვის? ხომ არ გულისხმობენ, რომ შესაძლოა დღგ-ის ჩათვლა გაუუქმონ, თუ პირი ამ მეორე ვარიანტით ახორციელებს ბონუსების დაბეგვრას?
ღვინის ქარხანა ახდენს საკუთარი ლაბორატორიიდან მობრუნებული მზა პროდუქციის გახსნას და ღვინომასალის ბალანსზე აყვანას, ხოლო ბოთლების გადაყრას, ჩამოწერას საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის გარეშე. რამდენად შესაძლებელია, რომ ღვინის გახსნის დროს მიღებული მასალები ისევ ბალანსზე ავიყვანოთ, მათ შორის ბოთლიც და შემდეგ ამ ბოთლის გადაყრის დროს მოვიყვანოთ ჩამოწერის დასადასტურებლად საგადასახადოს წარმომადგენელი, ნაცვლად მზა პროდუქციის გახსნის დროს მოყვანისა?