ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი

ჩვენი შპს დაკავებულია გეოლოგიური საინჟინრო მომსახურებით. გვევალება თანამშრომელთა სავალდებულო დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან. გთხოვთ მომწეროთ დეტალურად, რატომ არ იბეგრება ეს როგორც ხელფასი.

2022/02
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენმა კომპანიამ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გააგზავნა ღვინო, რომელიც ტრანსპორტირების დროს აიმღვრა. ამიტომ მყიდველს (ურთიერთდამოკიდებული პირი არ არის) ფასის 50% უნდა დავუკლოთ. ეს ვალის პატიება გამოვა და მოგების გადასახადით დაიბეგრება? ფასის დაკლებაზე რა საბუთი უნდა გამოვწეროთ? და ალბათ რაც მოხდა, უბრალოდ ჩავწერთ აქტში?

2022/02
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო ჩვენს შპს-ს ჩუქნის გარკვეული ღირებულების სახარჯ მასალებს. უნდა ავიყვანო თუ არა შემოსავალში, თუ: 1) სახარჯი მასალები იღებს მონაწილეობას შემოსავლის მიღებაში; 2) სახარჯი მასალები არ იღებს მონაწილეობას შემოსავლის მიღებაში.

2022/02
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

გთხოვთ, განიხილოთ კითხვის ოთხი ვარიანტი: 1) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა. ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურმა პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი; 2) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა, ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე – კომერციული მიზნებისთვის; 3) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი; 4) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე კომერციული მიზნებისთვის. რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი თითოეულ შემთხვევაში?

2022/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

აღნაგობის (მხოლოდ მიწაზე) ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ოპერაცია იბეგრება თუ არა დამატებული ღირებულების გადასახადით?

2022/02
დღგ
არამატერიალური აქტივები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შეგვიძლია თუ არა ორი წლის (2020, 2021) გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება მოვახდინოთ 2022 წელს? 2021 წლის ანაზღაურება დაშვებულია და გაურკვეველი ჩანაწერია 2020 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან მიმართებით. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად: „5. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად“. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: „2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა“.

2022/02
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა