ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი

რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები – პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით?

2021/12
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით აწარმოებს ქვიშის მოპოვებას. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორი იქნება ბუღალტრული გატარებები ქვიშის მოპოვებაზე?

2021/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

სსკ 160-ე მუხლის მიხედვით, „3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად“. აქ ნიმუშში რა იგულისხმება? დეგუსტაციისთვის ღვინის გადაცემა ნიმუშია?

2021/12
არასაგადასახადო თემა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს რეგისტრირებულია ამ კომპანიის ვებგვერდზე https://www.freepik.com/ და ყოველთვიურად იხდის ინვოისის თანხას ამ ვებგვერდის სარგებლობისთვის. ვებგვერდიდან ახდენენ სხვადასხვა სახის მასალების ჩამოტვირთვას (სურათები და ა.შ). უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრია, თუმცა უწყვეტ/რეგულარულ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს თვის ბოლოს დაბეგვრის მიზნებისთვის? არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადითაც უნდა დაიბეგროს? ეს მომსახურება ვერ დავუკავშირეთ სსკ 104-ე მუხლის რომელიმე პუნქტს.

2021/12
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხანაში სადეგუსტაციო მიზნებისთვის შეძენილი ღვინოები და საჭმელი, რომელიც დეგუსტაციის პროცესში იხარჯება თანამშრომლების მიერ, რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს უსასყიდლოდ გაცემად და ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად? რადგან აღნიშნული ქმედება ეკონომიკური პროცესებისთვის არის აუცილებელი, რამდენად ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრას?

2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა

სსკ 104-ე მუხლის „საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი“ მიხედვით: „1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება: ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი“. ამ მუხლში საქართველოში დაქირავებით მიღებულ შემოსავალში რა იგულისხმება? ფიზიკურად საქართველოში უნდა მუშაობდეს დაქირავებული? თუ, მაგალითად, დაქირავებული მყავს არარეზიდენტი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში და სხვა ქვეყანაში ახორციელებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, ეს საქართველოში დაქირავებით მუშაობად რამდენად ჩაითვლება?

2021/12
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა