გვაქვს კითხვები ჯართის თემაზე და მისი დაბეგვრის შესახებ, კერძოდ:
კომპანიაში პერიოდულად წარმოგვექმნება ჯართის ნაშთი, რომელიც მიიღება არმატურებით წარმოებული სამუშაოებიდან, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობების წარმოებიდან, ავტოტექნიკაზე და ქარხნებზე ლითონის მაკომპლექტებელი ნაწილების შეცვლის შედეგად, სხვადასხვა ლითონის ტარის დაცლის შედეგად და სხვა.
1) აღნიშნული ჯართის აღრიცხვაზე ასაყვანად რა პროცედურებია განსახორციელებელი და დაბეგვრის კუთხით რა ეხება ლითონის ნარჩენების ჯერ ჯართად აღიარებას და შემდგომ მის რეალიზაციას? რადგან ჯართის რეალიზაცია არაა ჩვენი საქმიანობა, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლება გვეხება თუ არა ჩვენც?
2) ლითონის ნაკეთობების წარმოების დროს ყოველთვის წარმოიქმნება გარკვეული ნარჩენი, რომელიც შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარია. მასალების ჩამოწერა ხორციელდება ზუსტი სპეციფიკაციის მიხედვით (ნაკეთობის სპეციფიკაცია დგება ნახაზის მიხედვით, სადაც მითითებულია სუფთა წონები). დარჩენილი მასალის ნარჩენებიც ჩამოიწერება 16-ების ანგარიშებიდან და შიდა აქტით შემდგომში ხდება მისი ჯართად აღიარება. ხარჯებში ჩამოწერილი წარმოების ნარჩენი მეთვლება თუ არა წარმოების დასაშვებ დანაკარგად, რომელიც არ უნდა დავბეგრო, თუ დასაბეგრია როგორც გადახარჯვა?
X ფიზიკურმა პირმა, რომელიც იყო პირველი რიგის მემკვიდრე, რამდენიმე ხნის წინ სხვა სამ ადამიანთან ერთად მიიღო მემკვიდრეობა ამ ფიზიკურმა პირმა ერთ-ერთ სხვა მემკვიდრესთან (კერძოდ, გარდაცვლილი მეუღლის შვილთან, ანუ გერთან) ერთად, ერთმანეთთან მოახდინეს ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან, ამ მემკვიდრეობის მიღებიდან 11 თვის შემდეგ. კერძოდ, X ფიზიკურმა პირმა მიყიდა მეორე მემკვიდრეს მიწის ნაკვეთი 30000 ლარად, ხოლო ამ მემკვიდრემ მას მიყიდა ბინიდან წილი ასევე 30000 ლარად. მემკვიდრეობის მიღებიდან ორი წელი ჯერ არ გასულა. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება X ფიზიკური პირის მიმართ?
ერთი ღვინის ქარხანა უწევს ღვინის მეორე ქარხანას (ორივე დღგ-ის გადამხდელი შპს-ებია) ბოთლებში ღვინის ჩამოსხმის მომსახურებას საბაზრო ფასზე უფრო იაფად (30 თეთრი 1 ბოთლზე 45 თეთრის ნაცვლად). ეს ღვინის ქარხნები ურთიერთდამოკიდებულია. ეს გამოიწვევს საგადასახადო შემოწმების დროს სხვაობის მოგების გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას?
რუსეთში ერთ-ერთ შუამავალ ფიზიკურ პირს ვუხდით ბონუსს, რუსეთში მის მიერ მოძიებული კომპანიებიდან მიღებული შეკვეთების მიხედვით და ასევე ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას ხელფასის სახით.
გადასახადების კუთხით რა უნდა დავუკავოთ, არარეზიდენტის საშემოსავლო? თუ გადასახადების დაკავება არ გვევალება?
ყოველ წელს თანამშრომლებისათვის ვაკერინებთ ჩვენი საწარმოს ლოგოთი ბრენდირებულ ტანსაცმელს (შარვალს წარწერა არ აქვს, ჩვეულებრივი სამუშაო შარვალია). როგორც მოვიქცეთ დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კუთხით 2021 წელს? თითოეულ თანამშრომელზე გავანაწილოთ დაბეგვრა?