ძებნის შედეგად ნაპოვნია 47 შედეგი

შპს X აპირებს, დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან აღნაგობის უფლებით აიღოს მიწა და მასზე ააშენოს შენობა, რომელიც შემდეგ გაქირავდება. თუ რამოდენიმე წელიწადში გადავწყვიტეთ ამ შენობის გაყიდვა, ამ შემთხვევაში რა ხდება? როგორ მოხდება მიწის და შენობების რეალიზაცია? მიწა ფიზიკური პირის იქნება, შენობა კი შპს X-ის ბალანსზე და სხვის საკუთრებაში როგორ გადავა? ან რამე ისეთი ხომ არ არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ, რომ მერე პრობლემა არ შეგვექმნას?

2021/09
არასაგადასახადო თემა
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული მაქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტი, აღებული მაქვს მშენებლობის ნებართვა და გაკეთებული მაქვს ე.წ. „განშლა“. თუმცა, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ცარიელი მიწაა. დღგ-ის გადამხდელი პირი ვარ. მსურს ამ მიწის გაყიდვა აღნიშნულ მდგომარეობაში, პროექტთან და სამშენებლო ნებართვასთან ერთად. დავიბეგრები თუ არა დღგ-ით?

2021/07
დღგ
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

მშენებარე ფართი დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა (არა სამართლებრივად) 2019 წლის აგვისტოში, თუმცა ჯერ კიდევ აქვს მშენებარე სტატუსი. გვაქვს ორი შემთხვევა: 1) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 2019 წლის მაისის თვეში შემოიტანა ავანსად 10 000 ლარი (ბინის ღირებულებაა 100 000 ლარი), რომელიც დაიბეგრა ავანსად. 2020 წლის თებერვალში მიღებულია 10 000 ლარი, ისიც დაბეგრილია ავანსად. ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება შედგა და მყიდველს საკუთრებაში ბინა გადაეცა 2020 წლის მარტის თვეში და დღგ-ის ძველი რეგულაციებით დარჩენილი 80 000 ლარიც დაიბეგრა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცაა გადახდილი სრულად (ანუ არ არის შესრულებული ერთ-ერთი მხარის ვალდებულება). რამდენად სწორია კომპანიის ქმედება? 2) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მყიდველს შემოტანილი აქვს თანხები 2018, 2019, 2020, 2021 წლებში, რომელიც დაბეგრილია ავანსად, მაგრამ არ არის საკუთრებაში გადაცემული, რადგან წინარე ხელშეკრულებაში წერია, რომ მყიდველს ბინა საკუთრებაში გადაეცემა თანხის სრულად დაფარვის დროს, ანუ ერთ-ერთი მხარის ვალდებულება არ არის შესრულებული. ამ შემთხვევაში დღგ-ის ახალი რეგულაციებით, ვართ თუ არა ვალდებული დავბეგროთ და თუ ვართ, რა პერიოდში?

2021/05
დღგ
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ბინათმშენებლობის ამხანაგობის (რომელიც შექმნილია ერთ-ერთ რაიონულ ქალაქში ჯერ კიდევ 1992 წელს) დაკვეთით სამშენებლო კომპანია ახორციელებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას (2020 წლის 09 მარტის ნარდობის ხელშეკრულება). მიწისა და პროექტის მესაკუთრე არის ამხანაგობა და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია ამხანაგობაზე. სამშენებლო სამუშაოების 10-15% უკვე შესრულებულია, ზემოაღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ობიექტი ვერ მოხვდა სსკ 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში (თუმცა, მცდელობა გრძელდება – 2020 წლის ნოემბერში წარდგენილია წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე). გადაწყვეტილების მისაღებად გვესაჭიროება თქვენი რჩევა, კერძოდ, როგორ მოვიქცეთ: 1) ამხანაგობამ გააკეთოს განშლა რეესტრში, თავისი კუთვნილი ფართები დაიტოვოს და დანარჩენი მიაწოდოს მშენებელს აშენების სანაცვლოდ (მშენებელი ყიდის თავის კუთვნილ ფართებს); 2) მიწა თავისი გაწეული ხარჯებით საკუთრებაში გადაეცეს მშენებელს (მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელი გადასცემს ამხანაგობას საკუთრების უფლებას კუთვნილ ფართებზე და მშენებელი ყიდის თავის კუთვნილ ფართებს); 3) ყველაფერი რჩება ამხანაგობის სახელზე (ამხანაგობა იტოვებს კუთვნილ ფართებს და ყიდის დანარჩენ ფართებს). ამ ნაწილში ერთი პრობლემა იქმნება ბანკებთან, რადგან ბანკი ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ქონებას არ ტვირთავს იპოთეკით და გაყიდვების პროცესი ფერხდება; 4) თუ სამშენებლო კომპანიაზე მოხდება მიწისა და დაუმთავრებელი მშენებლობის გადაფორმება და მოგვიანებით დაკმაყოფილდა ამხანაგობის მოთხოვნა სსკ 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში ობიექტის შეყვანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ამხანაგობას ექნება კიდევ ამ შეღავათით სარგებლობის უფლება?

2021/03
დღგ
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანიას მშენებარე ფართზე, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წლის თებერვლის თვეში, ავანსად ჩაერიცხა 20 000 ლარი, რომელიც დაიბეგრა როგორც ავანსი (სრული ღირებულება 100 000 ლარია). ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და საჯარო რეესტრში დარეგისტრება მოხდება 2022 წლის დეკემბერში. მშენებლობა დასრულდება 2023 წლის თებერვალში. რიგი მიზეზების გამო კორპუსი ექსპლუატაციაში შევა (იგულისხმება მუნიციპალიტეტის მიერ მიღება) 2025 წლის მარტში. დღგ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, როდის მოხდება დარჩენილი თანხის (80 000 ლარის) დაბეგვრა: 1) 2022 წლის დეკემბერში, როცა დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება; თუ 2) 2023 წლის თებერვალში, როცა დასრულდება მშენებლობა; თუ 3) 2025 წლის მარტში, როცა შევა ექსპლუატაციაში?

2021/02
დღგ
მშენებლობა
პასუხის ნახვა

1) დღგ-ის გადამხდელი შპს „X“ გრძელვადიანი იჯარით აღებულ მიწის ფართზე ვაშენებთ შენობას. არ გაგვაჩნია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. მშენებლობის დასრულების დროს რა ფორმით მოხდება ამის დაფიქსირება? დღგ-ის დეკლარაციაში აღარ ვაფიქსირებთ I და III გვერდებზე? 2) დღგ-ის გადამხდელი შპს „Y“ გრძელვადიანი იჯარით აღებულ მიწის ფართზე მდგარ შენობას ვარემონტებთ (კაპიტალურად). არ გაგვაჩნია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. შეკითხვა იგივეა, რაც პირველ ნაწილში.

2021/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
მშენებლობა
პასუხის ნახვა