ძებნის შედეგად ნაპოვნია 181 შედეგი

ვარ სამედიცინო ცენტრის (შპს) დირექტორი და 100% წილის მფლობელი მესაკუთრე. სამედიცინო ცენტრი ახლახან გადმოვიდა ახალ მისამართზე, არაკომერციულ ფართში, რომლის მესაკუთრეც ვარ მე, როგორც ფიზიკური პირი. ვარ ჩვეულებრივი ფიზიკური პირი, რამე დამატებითი საგადასახადო სტატუსის გარეშე. 1) მსურს სამედიცინო ცენტრს არ გადავახდევინო ქირა, რომ მას არ წარმოეშვას დამატებითი ხარჯი და არსებული ფინანსური რესურსი სხვა ხარჯის დასაფარად გამოიყენოს. მაქვს თუ არა ამის უფლება და რომელი კანონის შესაბამისად? 2) კიდევ რა უნდა გავითვალისწინო ამ შემთხვევაში, რომ ამ გადაწყვეტილებამ კომპანიისთვის ან ჩემთვის არ გამოიწვიოს რაიმე არასასურველი შედეგები მომავალში? 3) ახალ ფართში კომპანიის განთავსების შემდეგ, ჩვენმა ბუღალტერმა პორტალზე www.rs.ge განაახლა ინფორმაცია კომპანიის შესახებ და შეცვალა ფაქტიური მისამართი ახალი მისამართით. გრაფაში „ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ“ მიუთითა, რომ კომპანია ახალ მისამართზე არის იჯარით და რომ მეიჯარე ვარ მე (ჩემი პირადი ნომერი). კიდევ რამე ხომ არ უნდა შევცვალოთ ამ პორტალზე სადმე, მის რომელიმე პუნქტში? 4) რა უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხიდან გამომდინარე საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ცალკე კომპანიამ და ცალკე მე, როგორც ფიზიკურმა პირმა?

2023/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

როგორ გატარდება ბუღალტრულად დოკუმენტის გარეშე გაწეული ხარჯი (საგადასახადო კოდექსის მუხლი 98(2)?

2023/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა

კომპანიის დაქირავებულმა თანამშრომელმა კომპანიის კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად დაზარალდა როგორც ამ კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა (ზარალი დაახლოებით 30000 ლარია), ასევე ორი გარეშე ფიზიკური პირის ავტომანქანა, რომლებსაც მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადავუხადოთ შესაბამისად X და Y ლარი. მიზეზთა გამო, სადაზღვევო კომპანია ზარალს არ ანაზღაურებს. დაიბეგრება თუ არა ამ გარეშე ფპ-ებისთვის გადასახდელი თანხა მოგების გადასახადით?

2023/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, ფიზიკური პირისგან იჯარით აიღო ავტომანქანა ხელშეკრულებით, რომელშიც ყოველთვიური გადასახდელი თანხა განსაზღვრულია სიმბოლურ ფასად 10 ლარის ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ შპს-ის დამფუძნებელი, იგივე დირექტორი და ავტომანქანის მფლობელი ფიზიკური პირი ერთმანეთისთვის მამა-შვილია. შპს მიწის ყიდვა-გაყიდვის საქმიანობით არის დაკავებული და ავტომანქანას იყენებს ამ ნაკვეთებთან მისასვლელად. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის თანახმად, ავტომანქანა დაზღვეულია შპს-ის მიერ და იხდის დაზღვევის თანხას. გვაინტერესებს: 1) მართალია, ავტომანქანა შპს-ის საკუთრება არ არის, მაგრამ მისი გამოყენება დაკავშირებულია შპს-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამიტომ დაზღვევის თანხის გადახდა ჩვენ მიერ არ განიხილება როგორც დასაბეგრი. სწორია თუ არა ეს მიდგომა? 2) საწვავს თავად დირექტორი ყიდულობს თავისი საკუთარი ხარჯებით. ეს რაიმე კუთხით პრობლემური საკითხი ხომ არ არის?

2023/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
იჯარა
საწვავი
პასუხის ნახვა

კომპანია აპირებს დაქირავებული თანამშრომლების ნაცვლად, მომსახურება მიიღოს მცირე მეწარმეებისაგან. ამ მცირე მეწარმეების ანაზღაურება იქნება ნაწილობრივ ფიქსირებული, ნაწილობრივ გამომუშავებაზე მიბმული. მაგალითად, ასფალტის ქარხანაზე მომუშავე მცირე მეწარმეების გამომუშავება მიბმული იქნება გამოშვებული ასფალტის მოცულობაზე. გთხოვთ, მოგვწეროთ, დაბეგვრის კუთხით, ხომ არ წარმოიქმნება რაიმე რისკები? მაგალითად, თუკი მცირე მეწარმე მრავალჯერ განმეორებით გაგვიწევს ერთი და იმავე ტიპის მომსახურებას?

2023/04
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა

კომპანია პერიოდულობით მარკეტინგულ ხარჯებთან დაკავშირებით ატარებს ე.წ. აქციებს. კერძოდ, კლიენტებს (ფიზიკური პირები) ერიცხებათ შეძენილ საქონელზე ბონუს-ქულები (ერთგულების ქულა) პირობითად 1 ლარი=1 ქულა, ხოლო ამ ქულებით შესაძლებელია განაღდება როგორც ჩვენთან, ასევე სხვა მაღაზიებში შეძენილი საქონლის სახით. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ჩვენი გასაყიდი საქონლის ღირებულებაა 100 ლარი და კლიენტს, რომელსაც ბარათზე გააჩნია 100 ბონუს-ქულა, შეუძლია ჩვენგან საქონელი წაიღოს ქულების მეშვეობით. 1) ქულების მეშვეობით შეძენილი საქონლის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჩვენ მიერ საქონელი უსასყიდლოდ არის მიწოდებული? 2) დაიბეგრება როგორც დღგ-ის მიზნებისთვის (თუ მაქვს მიღებული ამ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა), ასევე 1000 ლარამდე მოგების გადასახადით, ხოლო 1000 ლარზე ზევით – საშემოსავლო გადასახადით? შენიშვნა: ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული ბონუს-ქულები წარმოადგენს ერთგულების ქულას, რათა კლიენტი მოვიზიდოთ. შესაბამისად, არ წარმოადგენს უსასყიდლოდ მიწოდებას.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა