როდესაც 1430 ანგარიშზე მაქვს რიგით თანამშრომელზე ჩარიცხული თანხა და ამ თანხის ხელფასად დაბეგვრა მიწევს, როგორც საბუთის გარეშე გახარჯულის, რომელია სწორი დაბეგვრა: იმ თანამშრომელზე ვაჩვენო ხელფასი, ვისზეც არის გაცემული, თუ დირექტორზე?
1) დამფუძნებელმა, იგივე დირექტორმა, 3 წლის წინ შემოიტანა უპროცენტო სესხი შპს-ში. ძირი თანხის გატანის დღეს დავარიცხე პროცენტი, გავატარე ხარჯში და იგივე თანხა ავიღე შემოსავალში. მაქვს თუ არა ვალდებულება დარიცხული თანხა დავადეკლარირო და გადავიხადო საშემოსავლო 5%?
2) დამფუძნებელმა, იგივე დირექტორმა 3 წლის წინ შემოიტანა პროცენტიანი სესხი. ხელშეკრულებით პროცენტის დარიცხვა ხდება ძირი თანხის გატანის დღეს. 3 წლის შემდეგ პირობითად, იანვარში გამსესხებელს დავუბრუნეთ ძირი თანხა, მაგრამ დარიცხული პროცენტი გამსესხებელს გადავურიცხეთ მარტში. მაინტერესებს, როდის მქონდა დარიცხულ პროცენტზე დეკლარირების ვალდებულება: იანვარში თუ მარტში?
ერთმა შპს-მ მეორე შპს-ს (ორივე არის დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“) ასესხა გარკვეული თანხა 1 წლით. ამ მეორე შპს-ს სესხის თანხა ვერ დააბრუნა, ვინაიდან აქვს ფინანსური პრობლემები. სესხის გამცემმა შპს-ის დამფუძნებელმა გადაწყვიტა აჩუქოს მათ ეს თანხა.
ამ შემთხვევაში, რა ვალდებულებები წარმოეშვებათ ამ შპს-ებს ბიუჯეტის წინაშე?
გვაქვს ასეთი ოპერაცია: ჩვენი ქართული კომპანიის დაკვეთით არარეზიდენტმა კომპანიამ დაამზადა საქართველოში მშენებარე გასაყიდი უძრავი ქონების (აპარტჰოტელის) მაკეტი. მაკეტს ვიყენებს სხვადასხვა ქვეყნებში სამშენებლო გამოფენებზე პოტენციური უცხოელი მყიდველებისთვის წარსადგენად და ამჟამადაც ერთ-ერთ უცხო ქვეყანაშია.
არის ეჭვი, რომ ამ მაკეტის დამზადების მომსახურებაში გადახდილი საფასური უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან, როგორც საქართველოში მდებარე უძრავ ქონებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
მზღვეველ კომპანიას და დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (დაზღვეული) შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ზიანის ანაზღაურებაზე. საკითხი ეხება 2024-2025 წლებს. მაინტერესებს, თუ ზიანის სანაცვლოდ ხდება ანაზღაურების თანხის გადახდა დაზღვეულისათვის, ხოლო დაზიანებული ქონება (TOYOTA LANDCRUISER LC 150) გადაეცემა მზღვეველს, რაიმე საგადასახადო ვალდებულება ხომ არ წარმოეშობა დაზღვეულ საწარმოს?
ბანკმა ჩვენს კომპანიას (დღგ-ის გადამხდელ შპს-ს) გადასცა ოქროს მონეტა-მედალიონები (3 ცალი). გადმოცემის დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია საფუძველი, წერია: „ინტერნეტ და მობილ ბანკის მეშვეობით კონვერტირებული თანხის მოცულობის პროპორციულად დაგროვებული ქულების გაქვითვა“.
ბანკმა გამოგვიწერა ზედნადები და ა/ფ. რამე ვალდებულება არ გვაქვს მათ წინაშე.
გთხოვთ, შესაბამისი ბუღალტრული გატარება მომწეროთ.