ძებნის შედეგად ნაპოვნია 273 შედეგი

ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში უნდა აისახოს თუ არა კომპანიებს შორის დავალიანებების ურთიერთჩათვლის თანხა?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

გვაინტერესებს, ღვინის ქარხანაში ღვინის ლაბორატორიული მომსახურების ხარჯი ამ ღვინის თვითღირებულებაში თუ შეგვაქვს? გარეშე პირის მიერ ხდება ღვინის ლაბორატორიული შემოწმება შენახვის, ჩამოსხმის და წარმოების ეტაპზეც. აღრიცხვა-ანგარიშგებაში ვიყენებთ მსს ფასს-ს.

2023/10
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-ის მენეჯმენტი ძირითადი საშუალების შეკეთების ნებისმიერი ხარჯით ზრდის ამ აქტივის თვითღირებულებას. მხედველობაში იღებენ მხოლოდ შეკეთების თანხის ოდენობას და მათი პოზიციაა, რომ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა არის ასეთი. 1) რამდენად სწორია და ხომ არ ეწინააღმდეგება სტანდარტების მიდგომას თვითღირებულების გაზრდა დიდი ღირებულების ნებისმიერი შეკეთების ხარჯით? 2) რა შემთხვევაში უნდა მოხდეს რემონტის ხარჯების კაპიტალიზაცია? კომპანია მუშაობს სრული ფასს-ების მიხედვით.

2023/10
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ქ. თბილისში, ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრში საოფისე ფართების იჯარით გაცემა. წლების განმავლობაში ვიყავით მე-4 კატეგორიის საწარმო, ხოლო წლეულს პირველად გადავედით მე-3 კატეგორიაში და დავიწყეთ აღრიცხვაში მსს ფასს-ის გამოყენება. ვალდებული ვართ თუ არა, საინვესტიციო ქონება ავსახოთ საბაზრო ღირებულებით? ძირითადი საშუალებების აღრიცხვას ვაწარმოებთ თვითღირებულების მოდელით.

2023/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2021 წელს შპს-მ შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებისგან თავისუფალი), რომელზეც აპირებდა ოფისის მშენებლობას. ამავე 2021 წელს მომზადდა სამშენებლო დოკუმენტაცია („გაპი“, პროექტი, ნებართვა) 1-წლიანი მშენებლობის ნებართვით. სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებისათვის გაწეული დანახარჯები 2021 წელს ვაღიარეთ არამატერიალურ აქტივად. როგორც მოგეხსენებათ მშენებლობის ნებართვა გაიცემა განსაზღვრული ვადით და ჩვენს შემთხვევაში იყო 1-წლიანი, ანუ 2022 წელში მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის ხელმძღვანელობა აღარ აპირებს ოფისის აშენებას. შპს მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით. სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რამდენად სწორია ასეთი სახის სამშენებლო დოკუმენტაციის არამატერიალურ აქტივად აღიარება? და თუ არამატერიალურ აქტივად უნდა აღიარებულიყო, უნდა აღიარდეს თუ არა ხარჯად სრულად 2022 საანგარიშო წელში, თუ ხარჯად აღიარება უნდა მოხდეს 2021-2022 წლებში ამორტიზაციის დარიცხვის გზით? ასევე გვაინტერესებს, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით, სწორია თუ არა ზემოაღნიშნული დანახარჯების არამატერიალურ აქტივებზე მიკუთვნება, თუ დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯად უნდა გვეღიარებინა?

2023/08
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
პასუხის ნახვა

ჩვენს საწარმოო ხაზებს ვამატებთ დამატებით შესაძლებლობებს და დანადგარებს. ვალდებულება მიმწოდებლის წინაშე ვაღიარეთ, გადავიხადეთ და დავაკაპიტალიზირეთ ძირითად საშუალებად. ამ ოპერაციის სრულ ღირებულებას გვინაზღაურებს სხვა არარეზიდენტი კომპანია და გვირიცხავს იმ თანხას, რაც ჩვენ გადავუხადეთ მიმწოდებელს. სრული ფასს-ების მიხედვით, არარეზიდენტი კომპანიისაგან ჩარიცხული ეს თანხა ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნებისათვის სხვა საოპერაციო შემოსავლად უნდა ვაღიაროთ, თუ რად?

2023/08
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა