ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

შპს ხილ-ბოსტნეულისგან ამზადებს სხვადასხვა სახის პროდუქციას. ყველა სახის პროდუქციაზე გვაქვს დამტკიცებული ხარჯვის ნორმები (რეცეპტურები). 1) რადგან ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადია, არის შემთხვევები, როდესაც ხარჯვის ნორმებში ვერ ვეტევით და შიდა აქტის საფუძველზე ვახდენთ ხარჯებში ჩამოწერას. 2) ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც მყიდველისგან ვიღებთ პრეტენზიას, მაგალითად, დაზიანდა პროდუქცია ტრანსპორტირების დროს ან სხვა მიზეზით. აღნიშნულ პრეტენზიას თუ ვეთანხმებით, ვახდენთ 1410 ანგარიშიდან თანხის ხარჯებში ჩამოწერას. გვაინტერესებს, ეს ოპერაციები უნდა დაიბეგროს თუ არა მოგების გადასახადით?

2021/11
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

მაქვს საკუთრებაში 2500 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწა მშენებარე სახლით. ჩემი წლიური შემოსავალი არ აღემატება 40000 ლარს. მიწა საკუთრებაში მაქვს 2005 წლის იანვრიდან. მეკუთვნის თუ არა მიწაზე ქონების გადასახადი?

2021/11
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საწვავთან დაკავშირებით, გვაქვს აცდენები ბუღალტრულსა და რეალურ ნაშთებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ვაწარმოებთ საწვავის ხარჯვის ბარათებს (როგორც ავტომობილებზე, ასევე წარმოებაში გამოყენებულზე), სადაც საწყისი ნაშთები, შესყიდვა, გახარჯვა და საბოლოო ნაშთებია მითითებული. სხვაობა რომ შემცირდეს, შეგვიძლია ვისარგებლოთ შემდეგი დებულებით „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“? როგორც გვეუბნებიან, საწვავის აორთქლებას რეალურად მართლაც აქვს ადგილი. ამ დებულებას ლინკია: https://www.rs.ge/RsGe.Module/GetDoc/Get_File?doc_id=10741

2021/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
საწვავი
პასუხის ნახვა

შევიძინეთ და დავამონტაჟეთ მზის ფოტოელექტრული სისტემა, რომლის შეძენაზე მაქვს ანგარიშ-ფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები არ მაქვს. რამე საგადასახადო პრობლემას ხომ არ წარმოშობს ეს?

2021/11
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს არის მესამე ზომითი კატეგორიის საწარმო, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ვართ. ვიყენებთ მსს ფასს-ს. ბოლო რამდენიმე წელიწადია დაკავებული ვართ უძრავი ქონების იჯარით გაცემით, რაც იბეგრება დღგ-ით. სხვა ეკონომიკურ საქმიანობას არ ვეწევით. შესაბამისად, ყველა გაწეული ხარჯი უკავშირდება ამ საქმიანობას. თუმცა ასევე გვაქვს წარსულ წლებში გაცემული დიდი ოდენობით ერთი პროცენტიანი სესხი სხვა შპს-ზე, რომელსაც ყოველწლიურად ერიცხება პროცენტი. რადგან სესხის თანხა დიდია, ისე მოხდა, რომ 2021 წელს დარიცხული საპროცენტო შემოსავლის თანხა აჭარბებს წლის საიჯარო შემოსავლებს. გვეკუთვნის თუ არა დღგ-ის სრული ჩათვლა 2021 წელს?

2021/11
დღგ
იჯარა
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შევიძინეთ დანადგარები თურქეთში, რომლის დასამონტაჟებლად ჩამოვიდნენ თურქი სპეციალისტები. ამ თურქების კვებისა და რესტორნის მომსახურების თანხები ჩვენ გადავიხადეთ, რაც მათთან ზეპირი შეთანხმებით ჩვენ გვევალებოდა. საბუთებიც გვაქვს. ეს ხარჯები დღგ-ითაც დავბეგრო და მოგების გადასახადითაც?

2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა