ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს: „ო) რეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი“. საქართველოს რეზიდენტ საწარმოს უცხოეთში გახსნილი აქვს ანგარიში და არარეზიდენტმა ბანკმა დაუკავა გადარიცხვისას საკომისიო. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ჩაითვლება დაკავებული საკომისიო არარეზიდენტისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან თუ არა?

2021/10
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) ცვლიანობის განრიგის მიხედვით (რომლის მიხედვითაც 4 ადამიანი ეცვლება ერთმანეთს), ცვლებს შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 72 სთ-ია (3 დღე-ღამე), ხოლო ერთი ცვლის ხანგრძლივობა მოიცავს უწყვეტ 24 სთ-ს (1 დღე-ღამეს). ტაბელშიც შესაბამისად ტარდება 24 სთ და ანაზღაურებაც ჯამურად გაიცემა 720 ან 744 სთ-ზე თვის განმავლობაში. დღეს მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით სავალდებულოა თუ არა, რომ აღნიშნული უწყვეტი 24 სთ-იანი სამუშაო დრო მოიცავდეს შესვენების დროს (უფლებას) მინიმუმ 1 სთ-ის ოდენობით? თუ სავალდებულოა, რომ 24 სთ-ში 1 სთ მოიცავდეს დასვენების დროს, ასეთ შემთხვევაში სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში 23 საათი უნდა გატარდეს ერთი ცვლის ხანგრძლივობა? (და თუ 23 სთ-ს გავატარებთ, მაშინ ჯამურად ნამუშევარი საათები ვეღარ შეავსებს თვეში უწყვეტი სამუშაო დროის ხანგრძლივობას 720 ან 744 სთ-ს). 2) თუ ცვლა იწყება დილის 09 სთ-დან და გრძელდება მეორე დღის 09 სთ-მდე, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ცვლა უნდა გატარდეს თუ არა 2 კალენდარული დღის ფარგლებში შესაბამისად 15 სთ და 9 სთ, თუ შესაძლებელია (არ ჩაითვლება დარღვევად) მხოლოდ ცვლის დაწყების დღეს გატარდეს 24 სთ?

2021/10
არასაგადასახადო თემა
შრომითი
პასუხის ნახვა

გთხოვთ განგვიმარტოთ, შვებულების გაანგარიშების დროს გარდა ხელფასისა, შედის თუ არა ბონუსი, პრემია, საავადმყოფო ფურცლით დარიცხული ანაზღაურებები და სხვა?

2021/10
არასაგადასახადო თემა
შრომითი
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი პირი აპირებს მიყიდოს მის საკუთრებაში არსებული შენობა ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც აპირებს ეს შენობა გამოიყენოს თავისი საელჩოსთვის. ანუ, მყიდველი იქნება ეს ევროპული სახელმწიფო. მისი საელჩო საქართველოში სწორედ ამ შენობაში ფუნქციონირებს, რომელიც ამჟამად იჯარით აქვს აღებული. დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით? საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოიწეროს?

2021/10
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

როგორ უნდა გატარდეს სუბსიდირებული ყურძნის შესყიდვის ბუღალტრული გატარება? მენეჯმენტი თვლის, რომ სუბსიდიის თანხა ყურძნის თვითღირებულებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგებას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.

2021/10
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

1) დაქირავებული მეწარმე ფიზიკური პირი გვემსახურება მისი მანქანით ან ტექნიკით. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს გადაზიდვას, გადაყვანას, ან საგზაო სამუშაოებს, მაგალითად, ექსკავატორის სამუშაოებს. ამ პირებზე ვახდენთ საწვავის რეალიზებას, ანუ მომსახურებას გვიწევს თავისი საკუთარი საწვავით და ტექნიკით. შესაძლებელია თუ არა, ეს მომსახურება გაგვიწიოს მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში? ვგულისხმობ საქართველოს მთავრობის 415-ე დადგენილებას, რომელშიც მხოლოდ ქონების იჯარით გაცემაზეა მითითებული, რომ დაიბეგრება ჩვეულებრივი განაკვეთით და შეღავათიანი დაბეგვრა მას არ შეეხება. 2) მეწარმედ დარეგისტრირებისას, ყველა საქმიანობაზე ცალ-ცალკე ხდება მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება? პირმა მიმართა მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების შესახებ აგვისტოს თვეში ერთ კონკრეტულ საქმიანობაზე და მას სტატუსი მიენიჭა 1 სექტემბრიდან. სექტემბრის თვეში კი მან გაგვიწია მეორე ტიპის მომსახურება, რომელიც 415-ე დადგენილების ჩამონათვალში არ არის, მაგრამ ამ მეორე საქმიანობაზე განაცხადი მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების შესახებ გააკეთა ამ მომსახურების განხორციელების შემდეგ. სექტემბრის თვეში განხორციელებული ამ მეორე საქმიანობის ფარგლებში პირი დაიბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით თუ ჩვეულებრივი წესით?

2021/09
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა