ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

გვაინტერესებს, უიმედო ვალების ჩამოწერა სამართლებრივად სწორად და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად როგორ ხდება? უიმედო ვალების ჩამოწერისას რა დაბეგვრა წარმოიქმნება? ამ მხრივ სიახლეები თუ არის?

2021/09
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენ ნაყიდი გვაქვს ერთ-ერთი საბუღალტრო პროგრამა განსხვავებული წესით. კერძოდ, გადახდილი გვაქვს 1500 ლარი დანერგვაში და შემდეგ ყოველთვე ვიხდით ფიქსირებულ თანხებს. თუ არ გადავიხდით, ვერ შევძლებთ პროგრამაში შესვლას სამუშაოდ. როგორ ავსახოთ ეს ორი თანხა? 1500 ლარი – როგორც არამატერიალური აქტივი და ყოველთვიური გადასახადი – რომელიმე მიმდინარე ხარჯში?

2021/09
არასაგადასახადო თემა
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ფიზიკურ პირს უძრავი ქონება ერგო მემკვიდრეობით. სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 2019 წელს და ქონება მასზე გაფორმდა 2020 წლის ბოლოს. შემოსავლების სამსახურმა უთხრა ამ პირს, რომ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა, რადგან არსებობდა სამკვიდრო მოწმობა. რამდენად მართებულია მათი მოთხოვნა და რამდენად გვაქვს გასაჩივრების უფლება? მემკვიდრეობის მიმღების განმარტებით, ეს ქონება, რომელზეც დააკისრეს ქონების გადასახადის გადახდა, მის სახელზე გადავიდა საჯარო რეესტრში 2020 წლის დეკემბერში. სამკვიდრო გაიხსნა 2019 წლის ოქტომბერში, მაგრამ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა იმიტომ, რომ მეორე მემკვიდრესთან ხდებოდა საკითხის გარკვევა. ქონება არ ითვლება საკუთრებაში, სანამ არ მოხდება მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამასთან, დარიცხულ ქონების გადასახადზე შუალედური აქტის გაცნობა ამ ფიზიკური პირისთვის არ მომხდარა და ხელიც არ მოუწერია.

2021/09
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს სარგებლის სახით ბეგრავს თანამშრომლისთვის დაქირავებულ საიჯარო ფართებს და მათ მიერ მოხმარებულ კომუნალურებს. დეკლარირება უნდა მოახდინონ თვის ბოლო რიცხვით შესაბამისი წესით, მაგრამ კამათი წარმოიშვა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადაზე. კომუნალური გადასახდელების ხარჯი ცნობილი არაა და თვის პირველ რიცხვებში აქვთ მონაცემები, რასაც წინა თვის ბოლო თარიღით ადეკლარირებენ, რადგან წინა თვის მოხმარებაა. საშემოსავლო გადასახადის გადახდა ასეთი სახის განაცემებზე წარმოებს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის (დეკლარირების თარიღისთვის). ასეთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პირადი მიზნებით სარგებლობისთვის და სხვა რამე განსხვავებული წესი ცნობილია თქვენთვის, რომ გადახდა გადავიდეს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის?

2021/09
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს-ის სახელით გავხსენით ანგარიში Paypall პლატფორმაზე, რადგანაც ერევანში ეს მომსახურება მიუწვდომელია. აღნიშნულ ანგარიშზე თანხებს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ერევანში არსებული სუპერმარკეტის მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან. ანუ, ერევანში არსებული სუპერმარკეტი ყიდის ონლაინ-რეჟიმში საქონელს, ოღონდ ამ თანხებს ვიღებთ ჩვენ Paypall ანგარიშზე. შემდეგ ეს თანხა გადაგვაქვს თიბისი ბანკში და საბოლოოდ გადავრიცხავთ ერევანში (ჩვენი საკომისიოს გამოკლებით), ანუ რაღაც შუამავლობა გამოგვდის ერევანსა და Paypall-ს შორის. 1) რა შეიძლება დავარქვათ ამ მომსახურებას? 2) რა სახის გადასახადები მოუწევს აღნიშნულ კომპანიას საქართველოში და რა საგადასახადო რისკები არსებობს?

2021/09
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან მომსახურებას ვუწევთ ერთ კომპანიას, რასაც დღგ-ით ვბეგრავთ ჩვეულებრივად, მაგრამ კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან ეს კომპანია რუსეთში რეგისტრირებული არარეზიდენტი იურიდიული პირია. აღნიშნულ კომპანიას ვუწევთ დიზაინერულ მომსახურებას და ვუკეთებთ ღვინის შეფუთვის დიზაინებს ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც ჰქვიათ ქართული სახელები და ეს სახელები „საქპატენტში“ დარეგისტრირებულია საქართველოს იურიდიული პირის მიერ. აღვნიშნავთ ასევე, რომ შეფუთვის დიზაინზე რამდენიმე ქართული სიტყვაა გამოყენებული იმის მისანიშნებლად, რომ ეს ღვინის ბრენდები ქართულია. როგორც ამ კომპანიიდან გვეუბნებიან, ამ რუსულ იურიდიულ პირს საქართველოში მუდმივი დაწესებულება არ აქვს და ქართველ მწარმოებელთანაც იურიდიული კავშირი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შესრულებული სამუშაო საქართველოს უკავშირდება და ამიტომ აქამდე გაწეული ყველა მომსახურება ამ კომპანიისათვის დავბეგრეთ დღგ-ით. უნდა დაგვებეგრა თუ არა ამ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გაწეული ეს მომსახურება დღგ-ით?

2021/08
დღგ
არამატერიალური აქტივები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა