ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

საქართველოს შპს სარგებლის სახით ბეგრავს თანამშრომლისთვის დაქირავებულ საიჯარო ფართებს და მათ მიერ მოხმარებულ კომუნალურებს. დეკლარირება უნდა მოახდინონ თვის ბოლო რიცხვით შესაბამისი წესით, მაგრამ კამათი წარმოიშვა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადაზე. კომუნალური გადასახდელების ხარჯი ცნობილი არაა და თვის პირველ რიცხვებში აქვთ მონაცემები, რასაც წინა თვის ბოლო თარიღით ადეკლარირებენ, რადგან წინა თვის მოხმარებაა. საშემოსავლო გადასახადის გადახდა ასეთი სახის განაცემებზე წარმოებს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის (დეკლარირების თარიღისთვის). ასეთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პირადი მიზნებით სარგებლობისთვის და სხვა რამე განსხვავებული წესი ცნობილია თქვენთვის, რომ გადახდა გადავიდეს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის?

2021/09
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს-ის სახელით გავხსენით ანგარიში Paypall პლატფორმაზე, რადგანაც ერევანში ეს მომსახურება მიუწვდომელია. აღნიშნულ ანგარიშზე თანხებს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ერევანში არსებული სუპერმარკეტის მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან. ანუ, ერევანში არსებული სუპერმარკეტი ყიდის ონლაინ-რეჟიმში საქონელს, ოღონდ ამ თანხებს ვიღებთ ჩვენ Paypall ანგარიშზე. შემდეგ ეს თანხა გადაგვაქვს თიბისი ბანკში და საბოლოოდ გადავრიცხავთ ერევანში (ჩვენი საკომისიოს გამოკლებით), ანუ რაღაც შუამავლობა გამოგვდის ერევანსა და Paypall-ს შორის. 1) რა შეიძლება დავარქვათ ამ მომსახურებას? 2) რა სახის გადასახადები მოუწევს აღნიშნულ კომპანიას საქართველოში და რა საგადასახადო რისკები არსებობს?

2021/09
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან მომსახურებას ვუწევთ ერთ კომპანიას, რასაც დღგ-ით ვბეგრავთ ჩვეულებრივად, მაგრამ კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან ეს კომპანია რუსეთში რეგისტრირებული არარეზიდენტი იურიდიული პირია. აღნიშნულ კომპანიას ვუწევთ დიზაინერულ მომსახურებას და ვუკეთებთ ღვინის შეფუთვის დიზაინებს ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც ჰქვიათ ქართული სახელები და ეს სახელები „საქპატენტში“ დარეგისტრირებულია საქართველოს იურიდიული პირის მიერ. აღვნიშნავთ ასევე, რომ შეფუთვის დიზაინზე რამდენიმე ქართული სიტყვაა გამოყენებული იმის მისანიშნებლად, რომ ეს ღვინის ბრენდები ქართულია. როგორც ამ კომპანიიდან გვეუბნებიან, ამ რუსულ იურიდიულ პირს საქართველოში მუდმივი დაწესებულება არ აქვს და ქართველ მწარმოებელთანაც იურიდიული კავშირი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შესრულებული სამუშაო საქართველოს უკავშირდება და ამიტომ აქამდე გაწეული ყველა მომსახურება ამ კომპანიისათვის დავბეგრეთ დღგ-ით. უნდა დაგვებეგრა თუ არა ამ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გაწეული ეს მომსახურება დღგ-ით?

2021/08
დღგ
არამატერიალური აქტივები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

შემოსავლების სამსახურის პორტალზე წარვადგინეთ მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტლების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დეკლარაციები. მომივიდა შეტყობინება სავარაუდო დარიცხვის შესახებ, თუ არ წარვადგენ 2021 წლის პირველი ნახევრის გაანგარიშებას. უკვე დამარიცხეს კიდევაც. ვერ ვხვდებით, რა გავაკეთეთ არასწორად?

2021/08
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

უიმედო დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით გთხოვთ კონსულტაციას. 2017 წელს იანვრის თვეში საქონლის რეალიზაცია განხორციელდა იურიდიულ პირზე 1000 ლარი. რეალიზაციის და დღგ-ის შესაბამისი გატარებებია: დ-ტი 1410 კ-ტი 6110 847.46 ლარი; დ-ტი 1410 კ-ტი 3330 152.24 ლარი; დ-ტი 3330 კ-ტი 1210 152.24 ლარი. 2017 წლის დეკემბრის თვეში: დ-ტი 6110 კ-ტი 5330 847.46 ლარი. 1410-ზე დარჩა დებიტორული დავალიანება 2017-2020 წლებში. დღემდე არ გადაუხდიათ და არც აპირებენ გადახდას. ამ დებიტორულ დავალიანებას 1000 ლარს, თუ არ მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე ვერ ჩამოვწერ? ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ ავსახო? გთხოვთ დამიწეროთ 1415 ანგარიშზე დარეზერვებისა და 2021 წლის ბოლოს მოგება-ზარალის ანგარიშზე ასახვის ბუღალტრული გატარებები შესაბამისი თანხით.

2021/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

დღგ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, ეს „მენუალი“ №11119 მოქმედებს 2021 წლიდან? უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე შეუძლიათ დღგ ჩაითვალონ?

2021/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა