ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

1) საინვესტიციო ფონდი მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამ შემთხვევაში როგორ იბეგრებიან ფონდი და ეს პირები? როგორც მოვიძიეთ, არის კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსის მუხლი 231, რომელიც საინვესტიციო ფონდების დაბეგვრას არეგულირებს. ამასთან: 1. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილით საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში განაწილებული დივიდენდი არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ დივიდენდის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირია. ჩვენი მოკვლევით, 10%-ით დაიბეგრება აღნიშნული არარეზიდენტი ფიზიკური პირი, ხოლო თუ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ქვეყანაში იქნება დარეგისტრირებული, მაშინ 15%-ით. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის არის რეზიდენტი ფიზიკური პირი? თვითონ იხდის? თუ ეს თანხები დივიდენდია ინვესტორებისთვის? 2. ამავე მუხლის მე-11 ნაწილით საინვესტიციო კომპანიის მიერ განაწილებული მოგება დაიბეგრება მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით, ხოლო თუ ინვესტიცია განხორციელებულია საბანკო დეპოზიტებში, 5%-იანი განაკვეთით? 2) გარდა ამისა, ფონდს ეყოლება შვილობილი საწარმო, რომელიც ასევე მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრაუდფანდინგის მეშვეობით (კრაუდფანდინგის კუთხით ამ ეტაპზე მარეგულირებელი ჩარჩო არ გვაქვს) და გადაურიცხავს ფონდს სამართავად. 3) აქვს თუ არა მნიშვნელობა, არარეზიდენტ პირებს საბანკო ანგარიში აქვთ გახსნილი საქართველოში და იქიდან რიცხავენ თანხებს ფონდში თუ არა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით?

2021/08
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა

ჩვენს კომპანიას აქვს ლიზინგით შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვიწერდნენ ლიზინგის გრაფიკის მიხედვით. მაისის თვიდან ლიზინგის გამცემი ანგარიშ-ფაქტურებს გვიწერს გადახდის და არა დარიცხვის თვის მიხედვით, ანუ, თუ მაისში გადასახდელი თანხა გადავიხადეთ ივნისში, ფაქტურას გვიწერს ივნისში და საოპერაციო თვეს უთითებს ივნისს. ასევე ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია, რომ ეს არის ივნისში გადახდილი მაისის თვის გადასახადი. სწორია თუ არა ანგარიშ-ფაქტურის ამ პრინციპით გამოწერა?

2021/08
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენი აგროფირმა (შპს) ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთს რეგულარულად აწვდის ჩვენ მიერ წარმოებულ პირველად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (რძეს). ხელშეკრულების მიხედვით, თუ თვეში რაღაც რაოდენობაზე მეტ რძეს მივაწვდით, ეს დამკვეთი გვირიცხავს დამატებით ბონუსს. ეს საკითხი განვიხილეთ თქვენთან ჟურნალში და გადაწყდა, რომ აღნიშნული ბონუსი უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. თუმცა, მიმწოდებელი არ გვიდასტურებს გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას იმ მოსაზრებით, რომ ეს არის რძის ფასის შემადგენელიო. უნდა გავაგრძელოთ დღგ-ით დაბეგვრა?

2021/08
დღგ
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

შპს-მ უნდა იყიდოს მზის ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი პანელები, რომლებიც დადგება ამ შპს-ის დამფუძნებლის – ფიზიკური პირის მიწაზე. მრიცხველით აღირიცხება ეს დენი და მოიხმარს შპს. გვაინტერესებს, ამ მიწაზე ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულება უნდა გაკეთდეს თუ აღნაგობის? საჯარო რეესტრშიც უნდა დარეგისტრირდეს?

2021/08
არასაგადასახადო თემა
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

რეზიდენტი შპს X-ის მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე უძრავი ქონების ლიზინგით გაცემის შემთხვევაში, რომელ მხარეს ეკუთვნის ქონების გადასახადის გადახდა?

2021/08
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საქართველოში უცხოური წამლის რეგისტრაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ით?

2021/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა