ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

თუ შეგიძლიათ განმიმარტოთ ექსპორტ-იმპორტისა და სხვა სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული ან მოქცევამდე საქონლის გადაზიდვის და მასთან დაკავშირებული მომსახურებების დაბეგვრის საკითხები დღგ-ის კუთხით ან მიმითითოთ რაიმე სახელმძღვანელოზე.

2021/08
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ჩვენს კომპანიას ჰყავს ერთი მძღოლი, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ხშირად უწევს ჩვენს საწარმოს მომსახურებას და საკმაოდ დიდი თანხები გვაქვს გადარიცხული, რომელსაც არ ვბეგრავ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ვეჭვობ, რომ თვითონ არ ბეგრავს ჩვენ მიერ მიღებულ თანხებს. ამის გამო, შეიძლება ჩვენს საწარმოს რამე პრობლემა შეექმნას?

2021/08
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

გთხოვთ დაგვიზუსტოთ შემდეგი ოპერაციების დაბეგვრის რეჟიმები: 1) ა) ხდება ნასყიდობა საფასურის გადახდის განწილვადებით, გრაფიკის თანახმად. აუცილებელია თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ვიდრე საფასური სრულად არ არის დაფარული, ავტომანქანის გადაფორმება მყიდველზე? თუ შეიძლება გამყიდველის სახელზე დარჩეს სრულად გადახდამდე? ბ) განწილვადებით საფასურის გადახდის დროს შეძლება თუ არა ფასის დოლარი/ლარის დაფიქსირება? როგორ იბეგრება აღნიშნული ოპერაცია? გ) ავტოლიზინგის გაფორმებაზე კვლავ ძალაშია თუ არა 200 000-ლარიანი შეზღუდვა? 2) როგორ იბეგრება ავტოლიზინგი? და რაც მთავარია, გთხოვთ განგვიმარტოთ: თუკი ხელშეკრულებას არ დავარქმევთ ლიზინგს, მაგრამ გადახდა მოხდება განწილვადებით და ისე რომ გამოსყიდვამდე რჩება გამყიდველის სახელზე, მაკონტროლებელი ორგანოები მაინც ლიზინგად შერაცხავენ და დარღვევად ჩაგვითვლიან?

2021/08
დღგ
ლიზინგი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

შპს-ს მისი დამფუძნებელი რეზიდენტი ფიზიკური პირისაგან იჯარით აღებული აქვს მიწა საბაზროსთან შედარებით დაბალ ფასად. ხომ არ ქმნის ეს რამე საგადასახადო პრობლემას?

2021/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

გთხოვთ მოგვწეროთ, როდესაც ფიზიკური პირისგან კომპანია იღებს სესხს, სესხის %-ის განაკვეთისთვის ვხელმძღვანელობთ ეროვნული ბანკის რეგულაციებით? კერძოდ, რადგან მიმღები და გამცემი პირის სტატუსი სხვადასხვაა, ვხელმძღვანელობთ მიმღები პირის სტატუსის მიხედვით, ხომ?

2021/07
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შპს-ს, რომელიც იბეგრება ახალი მოგების გადასახადით ე.წ. „ესტონური მოდელის“ მიხედვით, 2020 წელს საქონლის მიწოდებიდან მიღებული აქვს 100 000 ლარი, ხოლო ხარჯი შეადგენს 50 000 ლარს. 2021 წელს ამავე საწარმომ გასცა შემოწირულობა 10 000 ლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე. რა ითვლება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ად? 50 000 ლარი, რომელიც არ გამინაწილებია, თუ 50 000 ლარს გამოკლებული მოგების გადასახადი და გამოკლებული დივიდენდი? თუ მხოლოდ მოგების გადასახადს 15%-ს გამოვაკლებთ, ხოლო რაც დარჩება, ის ჩაითვლება წმინდა მოგებად და მისი 10% შეგვიძლია დაუბეგრავად მომდევნო წელს გავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე? (ამასთან დაკავშირებით თქვენ მიერ გაიცა პასუხი ჟურნალის 2021 წ. №4(256)-ში, გვ. 40. თუ შეიძლება უფრო ვრცლად რომ აგვიხსნათ, რადგან არის აზრთა სხვაობა სსკ მე-8 მუხლის „ტერმინთა განმარტება“ 43-ე ნაწილთან დაკავშირებით: „წმინდა მოგება – მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. თვლიან რომ მოგების გადასახადის გარეშე უნდა იქნას დათვლილი წმინდა მოგება).

2021/07
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა