ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

სსკ 202-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 3(1) ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში“. ლიზინგით გაცემული (2019 წ.) ძირითადი საშუალება, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 10000 ლარს, ხოლო გაცემის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 12000 ლარს (მიწოდების ღირებულება), ამ ნაწილის მიზნებისთვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება იქნება 12000 ლარი თუ 10000 ლარი? ამ შემთხვევაში როგორ დაითვლება ქონების ღირებულება 2019 წელს და როგორ – 2020 წელს?

2021/07
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

2021 წლის №1(253) ყოველთვიურ ჟურნალში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით (გვ. 39, კითხვა: შპს Z იჯარით აღებულ ფართზე აშენებს ფარდულს...) გვაქვს განსხვავებული მოსაზრება. ახალი მიდგომით, 2021 წლიდან შპს-მ ბარტერის შემთხვევაში ფაქტურაში უნდა ასახოს ფიზიკური პირისგან იჯარის მომსახურების ღირებულება. პირობითად, იჯარის ღირებულება თვეში შეადგენს 2000 ლარს, ხოლო ფარდულის მშენებლობაზე გაწეული ხარჯი შპს-ის მიერ შეადგენს 2021 წლის იანვარში 15000 ლარს, ხოლო თებერვალში 10000 ლარს, როგორ მოხდება დათვლა და რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრებათ ფიზიკურ პირს და აღნიშნულ შპს-ს? თუ არის შესაძლებელი, ასევე განიხილოთ, როგორ მოხდება ფინანსურად აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით?

2021/07
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ბარტერი
იჯარა
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ რეზიდენტ, „ესტონურ მოდელზე“ მყოფ მე-3 კატეგორიის შპს-ს. აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ით. საქმიანობის სფეროა ექსპედიტორობა. მსს ფასს-ის მოდული 23-ის შესაბამისად, დამკვეთებთან ურთიერთობაში ვართ მარწმუნებელი და არა რწმუნებული საწარმო. 2020 წელთან მიმართებაში პირველად გვიწევს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება. გვაქვს ასეთი სიტუაცია: 2019 წლის დეკემბრის თვეში მივიღეთ შეკვეთა საექსპედიტორო მომსახურებაზე. ამ მომსახურების გაწევა დავიწყეთ დეკემბერშივე და დავასრულეთ 2020 წლის იანვარში. ჩვენი ინვოისი და მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთს სრულ თანხაზე წარვუდგინეთ 2020 წლის იანვარში. ჩვენ მიერ კი აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო ხარჯების ნაწილი გაწეულ იქნა 2019 წლის დეკემბერში, ხოლო ნაწილი – 2020 წლის იანვარში. ამ შემთხვევაში რომელი წლის – 2019-ის თუ 2020-ის, ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნული ხარჯები და შემოსავალი და როგორ?

2021/07
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

მაღალმთიან რეგიონში მიმდინარე სამუშაოებისათვის გვყავს აყვანილი მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები, რომელთაც ვურიცხავდი საშემოსავლოს ჩათვლით მიღებულ სარგებელს. თუმცა, ახლა გავიგეთ, რომ მომსახურების შემთხვევაში თვითონ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა და მხოლოდ შემდეგ ჩაერიცხებათ შემოსავლების სამსახურიდან შეღავათის ოდენობა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიტუაციაში?

2021/06
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-ის ბალანსზე არის გაუნაწილებელი მოგება, რომელიც დაგროვილია 2010 წლიდან. დივიდენდის სახით დამფუძნებლებს გააქვთ მოგების ნახევარი. საგადასახადო მიზნებისთვის 2017 წლამდე მიღებული მოგების გაცემა ამოიწურა და დარჩა გასაცემი 2017-18-19-20 წლების მოგება. 2021 წელს გაიტანეს დივიდენდად 2020 წლის მოგების ნახევარი, მაგრამ კრების ოქმში დაკონკრეტებული არ არის, რომელი წლის დივიდენდი უნდა გაცემულიყო. გვაინტერესებს, შესაძლებელი ხომ არ არის საგადასახადო შემოწმების დროს 2021 წელს გაცემული დივიდენდი ჩათვალონ, რომ გაიცა 2017 წლის მოგებიდან და მოითხოვონ 2017 წლის საგადასახადო შემოწმება? თუ ასეა, ხომ შეიძლება გაუნაწილებელი მოგება, რომელიც გროვდება, დამფუძნებლებმა გადაიტანონ საწესდებო კაპიტალში და რა არის ამისთვის საჭირო?

2021/06
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

დამფუძნებელს შეუძლია თუ არა პერიოდულად შეიტანოს თანხა კომპანიაში და მოკლე ვადაში უკან დაიბრუნოს, ანუ შეიტანოს საბრუნავი სახსრებისთვის და ვაჭრობის შემდეგ, როდესაც ფული გაჩნდება, ეს თანხა უკან დაიბრუნოს? და ყველა ეს ოპერაცია შესაძლებელია თუ არა შეფასდეს/აღიარდეს და გაფორმდეს როგორც კაპიტალის შეტანა და შემდგომში გატანა, წლის განმავლობაში რამდენჯერმე?

2021/06
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა