ძებნის შედეგად ნაპოვნია 991 შედეგი

შპს-ს ნაშთად ერიცხება რეზიდენტი (ადგილობრივი) ორგანიზაციებისგან შეძენილ საქონელზე 2 წლის და მეტი ხნის კრედიტორული დავალიანება. ამ ვალებს შპს ჯერჯერობით ვერ იხდის. რა გადასახადები ეკისრება შპს-ს? სხვადასხვა მიზეზების გამო, სამი წლის და მეტი ხნით თუ დარჩა შპს-ს ნაშთად კრედიტორული დავალიანება, შეიძლება ეს თანხა გავატაროთ მოგება-ზარალის ანგარიშზე და კრედიტორული დავალიანება დავხუროთ?

2025/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

სამეთვალყურეო საბჭოს ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები დაბეგვრის გარეშე შესაძლოა გავატაროთ? თვითონ გაწეული ხარჯები წარმომადგენლობითი ხარჯის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

2025/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

თბილისში ჩატარდა ღვინის ფესტივალი, რომელშიც ჩვენი კომპანია მონაწილეობდა. შიდა გადაზიდვით 6 სახეობის ღვინო გავიტანეთ ფესტივალზე, ჯამში 72 ბოთლი. ეს რაოდენობა მარკეტინგულ ხარჯში რომ გავუშვა, შეიძლება?

2025/06
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

GDP სერტიფიკატის მისაღებად ჩვენთან ჩამოსულია შესამოწმებლად 5-კაციანი ჯგუფი, რომელთა კვებას უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია. კერძოდ, შუადღეს მიგვყავს შემმოწმებლები რესტორანში სასადილოდ. რესტორანში გადახდილი ფული ჩაითვლება წარმომადგენლობით ხარჯად?

2025/06
არასაგადასახადო თემა
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

მოგახსენებთ, რომ შპს „ა“-ს (რომლის დამფუძნებელია საქართველოს რეზიდენტი ფპ „ბონდო“ 100%-იანი წილით) შვილობილ კომპანია შპს „გ“-ში აქვს 53%-იანი წილი. ამავე დამფუძნებელს, ბონდოს როგორც ფიზიკურ პირს, ამ შპს „გ“-ში ეკუთვნის 8% წილი. შპს „ა“ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო, ხოლო შპს „გ“ – მესამე ზომითი კატეგორიის საწარმო. შპს „ა“ შპს „გ“-სთან ერთობლიობაში ქმნის მესამე ზომითი კატეგორიის ჯგუფს. გვაქვს ასეთი მოსაზრება: ბონდომ როგორც ფიზიკურმა პირმა, შპს „ა“-სგან შეიძინოს შპს „გ“-ის 5% წილი, რათა ამ გზით შპს „ა“ ავარიდოთ მე-3 კატეგორიის ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენას. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე.

2025/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

მიმდინარე წლიდან, როგორ იბეგრებიან (რა განაკვეთით) ის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან შენობა-ნაგებობების სარემონტო მომსახურებას, რაც არ არის მშენებლობა?

2025/06
საშემოსავლო გადასახადი
მშენებლობა
პასუხის ნახვა