ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი
გერმანული კომპანია Y გერმანიაში იღებს სხვადასხვა შეკვეთას მთარგმნელობით მომსახურებაზე. კომპანია Y მიღებული შეკვეთის შესრულებას დაუკვეთავს ქართულ შპს X-ს (ფაქტიურად „ქვეკონტრაქტორად“ დაიქირავებს). შპს X თავის მხრივ მთარგმნელობით მომსახურებას შეიძენს გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირისგან (პირი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ანუ დასაბეგრი პირია და იმყოფება გერმანიაში). ეს გერმანელი ფიზიკური პირი გადათარგმნის ტექსტს და მოაწვდის შპს X-ს, რომელიც თავის მხრივ მიაწვდის კომპანია Y -ს.
რა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრება შპს X-ს საქართველოში?
ჩვენს კომპანიას არ აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. არარეზიდენტი კომპანიებისგან, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი დაწესებულება, ელექტრონულად ინტერნეტით ვყიდულობთ სხვადასხვა ერთწლიან მომსახურებას: ანტივირუსის ლიცენზია, ვებჰოსტინგი, და ა.შ. გვაინტერესებს, როცა ერთი წლის მომსახურების თანხას წინასწარ ვიხდით, უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის დარიცხვა სრულად უნდა მოხდეს და ჩათვლა გადანაწილდეს მომსახურების მიღების თვეების მიხედვით, თუ ჩათვლაც ერთიანად შეგვიძლია გადახდის თვის საანგარიშო პერიოდში?
მშენებარე ფართი დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა (არა სამართლებრივად) 2019 წლის აგვისტოში, თუმცა ჯერ კიდევ აქვს მშენებარე სტატუსი. გვაქვს ორი შემთხვევა:
1) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 2019 წლის მაისის თვეში შემოიტანა ავანსად 10 000 ლარი (ბინის ღირებულებაა 100 000 ლარი), რომელიც დაიბეგრა ავანსად. 2020 წლის თებერვალში მიღებულია 10 000 ლარი, ისიც დაბეგრილია ავანსად. ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება შედგა და მყიდველს საკუთრებაში ბინა გადაეცა 2020 წლის მარტის თვეში და დღგ-ის ძველი რეგულაციებით დარჩენილი 80 000 ლარიც დაიბეგრა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცაა გადახდილი სრულად (ანუ არ არის შესრულებული ერთ-ერთი მხარის ვალდებულება). რამდენად სწორია კომპანიის ქმედება?
2) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მყიდველს შემოტანილი აქვს თანხები 2018, 2019, 2020, 2021 წლებში, რომელიც დაბეგრილია ავანსად, მაგრამ არ არის საკუთრებაში გადაცემული, რადგან წინარე ხელშეკრულებაში წერია, რომ მყიდველს ბინა საკუთრებაში გადაეცემა თანხის სრულად დაფარვის დროს, ანუ ერთ-ერთი მხარის ვალდებულება არ არის შესრულებული. ამ შემთხვევაში დღგ-ის ახალი რეგულაციებით, ვართ თუ არა ვალდებული დავბეგროთ და თუ ვართ, რა პერიოდში?
ერთჯერადი ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, რომლის ღირებულებაც არის 100 ლარი, მიმწოდებელმა და ამ ვაუჩერის გამომშვებმა 80 ლარად მიყიდა აგენტს №1-ს, ხოლო მან თავის მხრივ – 100 ლარად საბოლოო მომხმარებელს.
საბოლოო მომხმარებელმა დამატებით გადაიხადა საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ 50 ლარი.
დამატებით გადახდილი ღირებულების შემთხვევაში როგორ მოხდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა (საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება) მიმწოდებლის მიერ, როდესაც მხოლოდ ვაუჩერის სანაცვლოდ მიღებული აქვს 80 ლარი, ხოლო საბოლოოდ ამ ვაუჩერის მომხმარებელმა გადაიხადა სულ 150 ლარი (შეიძინა 1 ცალი ნივთი)?
2021/05
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
სახელმწიფო ტენდერების მოთხოვნების გამო (გამოცდილებიდან გამომდინარე), შეიქმნა ამხანაგობა ორი იურიდიული პირის მიერ (მათ შორის, ერთი არის არარეზიდენტი საწარმო) 50%-50% წილით, 3 წლის ვადით. სამუშაოები დაიწყო დამკვეთის ავანსით, რომელიც დღგ-ით დაბეგრა ამხანაგობამ. აღნიშნულმა პროექტმა მოიტანა მოგება 1 000 000 ლარი, რომელიც გაუნაწილებელი მოგებიდან განაწილდა რეზიდენტ და არარეზიდენტ შპს-ებზე (დამფუძნებლებზე). ეს თანხა ამხანაგობას არ დაუბეგრავს მოგების გადასახადით. შპს თანხას დაბეგრავს მაშინ, როცა გაიტანს დივიდენდად. ალბათ, ანალოგიურად მოიქცევა არარეზიდენტი საწარმო მათი კანონმდებლობის შესაბამისად.
რამდენად სწორია ჩვენი ქმედება, ეკუთვნოდა თუ არა ამხანაგობას თანხის განაწილებისას დაბეგვრა მოგების გადასახადით ან გადახდის წყაროსთან?
2021/05
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა
1) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული შპს ყველა მოძრავ ძირითად საშუალებას ათავისუფლებს ქონების გადასახადისაგან, თუ მხოლოდ იმას, რაც უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნას უკავშირდება? მაგალითად, გვაქვს ძირითადი საშუალება, რომელსაც ვიყენებ საკუთარი მიზნებისთვის ნაგებობების მშენებლობაში, მაგრამ ეს ნაგებობები თავის მხრივ შინაურ პირუტყვთან არის დაკავშირებული.
2) თუ ექსკავატორი, რომელზეც ვრცელდება შეღავათი ქონების გადასახადში, წელიწადში 2-ჯერ მცირე ხნით გავაქირავე, მასზე საგადასახადო შეღავათი შენარჩუნდება თუ არა?
2021/05
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
სოფლის
მეურნეობა
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა