2020-2021 წლებში არარეზიდენტის (უკრაინის რეზიდენტი) ფილიალს, რომელიც საქართველოში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საკუთრებაში აქვს ქონება (უძრავი-მოძრავი), ასევე ჰყავს თანამშრომლები (რეზიდენტი-არარეზიდენტი), რომლებიც საქართველოში ემსახურებიან ამ ფილიალს.
1) უთანაბრდება თუ არა მუდმივ დაწესებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა საქართველოში?
2) აქვს თუ არა რაიმე გადასახადის ვალდებულება ამ ფილიალს (მოგების, დღგ, ქონების, საშემოსავლო გადასახადები)?
მყიდველმა (დღგ-ის გადამხდელმა იურიდიულმა პირმა) ორგტექნიკის მაღაზიაში შეიძინა 10000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ტექნიკა, რაზეც მაღაზიამ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ამ თანხაზე. გარდა ამისა, მაღაზიამ მყიდველს უსასყიდლოდ გადასცა 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (ამ მაღაზიიდან საქონლის სამომავლო შესყიდვისთვის), რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს 1 წლის განმავლობაში. ამ ბარათის გამოყენების ალბათობა მაღალია.
როგორ უნდა ასახოს (რა ბუღალტრული გატარებით) მყიდველმა თავის აღრიცხვა-ანგარიშგებაში ეს სასაჩუქრე ბარათი?
კითხვა დასმულია ფინანსური აღრიცხვის მიზნით. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით.
რუსთავიდან ხდება პროდუქციის ექსპორტი. მყიდველი საქონლის ღირებულებას პირდაპირ უხდის რუსთაველ მწარმოებელს. ჩვენი კომპანია უწევს სატრანსპორტო მომსახურებას საქონლის მყიდველს, რომელიც არის ოფშორში რეგისტრირებული იურიდიული პირი (არარეზიდენტი).
ტრანსპორტირება რუსთავი-ფოთის მონაკვეთზე იბეგრება თუ არა დღგ-ით (კოდექსში შესული ახალი ცვლილებების ფონზე)?
სსკ 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი“.
1) იმ შემთხვევაში, თუ ამ საქონელზე მიღებული დღგ ჩათვლილია, ხოლო როდესაც ვაწვდი უსასყიდლოდ საქონელს, განხორციელდა ამ საქონლის მიმართებით ადრე ჩათვლილი დღგ-ის შემცირება დეკლარაციის დაზუსტების გზით, ჩაითვლება თუ არა, რომ საქონლის უსასყიდლოდ მიმწოდებელ დასაბეგრ პირს აღნიშნულ საქონელზე სრულად ან ნაწილობრივ არ აქვს დღგ ჩათვლილი?
2) თუ საქონელი შევიძინე არა დასაბეგრი პირისგან, რომელიც არ იყო დღგ-ის გადამხდელი, ხოლო შემდეგ აღნიშნული საქონელი მივაწოდე უსასყიდლოდ სხვა პირს, რადგან დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელდა ამ საქონლის მიმართებით, შესაძლებელია არ იქნას გათვალისწინებული მისი უსასყიდლოდ მიწოდება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში?
ახალი რეგულაციით, ბარტერი იბეგრება განსხვავებულად, კერძოდ: გამყიდველი გადასახადს ადეკლარირებს და იხდის მყიდველის საქონლის ღირებულებიდან ან პირიქით.
გვაინტერესებს, თუ ერთი მხარე ფლობს უძრავ ქონებას (ღირებულება 1000000 ლარი), ხოლო მეორე მხარე უცვლის მას იჯარაში (1 წლის ღირებულება ჯამში 400 000$) და არ ახდევინებს, როგორ იქნება მათი დაბეგვრის საკითხი? თუნდაც ვალუტის კურსის გამო.
თუ 2021 წლის იანვარში ერთმა მხარემ გადასცა 1000000 ლარის უძრავი ქონება, ხოლო მეორე მხარეს ჯერ არ გადაუცია – ყოველთვე იჯარის საფასურს არ გადაახდევინებს, როგორ გამოიწერება იანვრის პერიოდში საგადასახადო ა/ფაქტურა?
2018 წელს საქართველოს კომპანია „ა“-მ სახელმწიფოსგან შეიძინა ასევე საქართველოს კომპანია „ბ“-ს 100% აქციები. კომპანია „ბ“ ფლობს საკურორტო ზონაში უძრავ ქონებას (მიწას და შენობებს) და ეწევა სამკურნალო-დასასვენებელ მომსახურებას. სახელმწიფოსგან აქციების შესყიდვის პირობა არის ასეთი, რომ თავად აქციებში კომპანია „ა“ გადაიხდის 3500000 ლარს და პარალელურად დაეკისრება ვალდებულება, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დახარჯავს კიდევ 12 მილიონ ლარს და ააშენებს უძრავ ქონებას (სასტუმროს) კომპანია „ბ“-ს კუთვნილ მიწაზე. ამავდროულად, კომპანია „ა“-ს აქვს უფლება ეს 12000000-ლარიანი შენობა ააშენოს თავისი სახელით ან ეს თანხა შეიტანოს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში და კომპანია „ბ“-მ ააშენოს ეს სასტუმრო ამ შეტანილი ფულის გამოყენებით. კომპანია „ა“-მ ეს უკანასკნელი გზა აირჩია და პერიოდულად ახორციელებს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში შენატანებს, რომელსაც კომპანია „ბ“ იყენებს გრძელვადიანი აქტივის შესაქმნელად (მშენებლობაში).
გვაქვს ორი საკითხი, რომლის თაობაზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით:
1) რა შეფასება უნდა მივცეთ იმას, რომ შვილობილ კომპანიაში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, მშობელი კომპანია ახორციელებს დამატებითი კაპიტალის შეტანას აქციების ემისიის გარეშე?
2) უნდა აღიარდეს თუ არა ან ინდივიდუალურ, ან კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში 12000000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება?
ორივე კომპანია მუშაობს მსს ფასს-ის გამოყენებით.