ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

ერთჯერადი ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, რომლის ღირებულებაც არის 100 ლარი, მიმწოდებელმა და ამ ვაუჩერის გამომშვებმა 80 ლარად მიყიდა აგენტს №1-ს, ხოლო მან თავის მხრივ – 100 ლარად საბოლოო მომხმარებელს. საბოლოო მომხმარებელმა დამატებით გადაიხადა საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ 50 ლარი. დამატებით გადახდილი ღირებულების შემთხვევაში როგორ მოხდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა (საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება) მიმწოდებლის მიერ, როდესაც მხოლოდ ვაუჩერის სანაცვლოდ მიღებული აქვს 80 ლარი, ხოლო საბოლოოდ ამ ვაუჩერის მომხმარებელმა გადაიხადა სულ 150 ლარი (შეიძინა 1 ცალი ნივთი)?

2021/05
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

სახელმწიფო ტენდერების მოთხოვნების გამო (გამოცდილებიდან გამომდინარე), შეიქმნა ამხანაგობა ორი იურიდიული პირის მიერ (მათ შორის, ერთი არის არარეზიდენტი საწარმო) 50%-50% წილით, 3 წლის ვადით. სამუშაოები დაიწყო დამკვეთის ავანსით, რომელიც დღგ-ით დაბეგრა ამხანაგობამ. აღნიშნულმა პროექტმა მოიტანა მოგება 1 000 000 ლარი, რომელიც გაუნაწილებელი მოგებიდან განაწილდა რეზიდენტ და არარეზიდენტ შპს-ებზე (დამფუძნებლებზე). ეს თანხა ამხანაგობას არ დაუბეგრავს მოგების გადასახადით. შპს თანხას დაბეგრავს მაშინ, როცა გაიტანს დივიდენდად. ალბათ, ანალოგიურად მოიქცევა არარეზიდენტი საწარმო მათი კანონმდებლობის შესაბამისად. რამდენად სწორია ჩვენი ქმედება, ეკუთვნოდა თუ არა ამხანაგობას თანხის განაწილებისას დაბეგვრა მოგების გადასახადით ან გადახდის წყაროსთან?

2021/05
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

1) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული შპს ყველა მოძრავ ძირითად საშუალებას ათავისუფლებს ქონების გადასახადისაგან, თუ მხოლოდ იმას, რაც უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნას უკავშირდება? მაგალითად, გვაქვს ძირითადი საშუალება, რომელსაც ვიყენებ საკუთარი მიზნებისთვის ნაგებობების მშენებლობაში, მაგრამ ეს ნაგებობები თავის მხრივ შინაურ პირუტყვთან არის დაკავშირებული. 2) თუ ექსკავატორი, რომელზეც ვრცელდება შეღავათი ქონების გადასახადში, წელიწადში 2-ჯერ მცირე ხნით გავაქირავე, მასზე საგადასახადო შეღავათი შენარჩუნდება თუ არა?

2021/05
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

გვაქვს კითხვები საერთაშორისო კომპანიასთან დაკავშირებით. 1) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №619-ის დანართი №2-ის მუხლი 1-ის შენიშვნა ფორმულირებულია შემდეგნაირად: „ამ მუხლის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება“. რას ნიშნავს „მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება“? მაგალითად, ნებისმიერი პროგრამის ინსტალაციისას, ვებგვერდზე „ექაუნთის“ შექმნისას ან ინტერნეტით ნებისმიერი მომსახურების შეძენისას ყოველთვის მომხმარებელი ეთანხმება მომსახურების მიმწოდებლის პირობებს. მომსახურების ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა იყოს თუ ეგრეთ წოდებულ „პირობებზე დათანხმების ღილაკზე“ მონიშვნა საკმარისია იმისთვის, რომ მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვალოს? 2) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №619-ის დანართი №3 ფორმულირებულია შემდეგნაირად: „იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა: 1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი. 2. საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები“. თუ კომპანიის შემოსავლები და ხარჯები წლის განმავლობაში იყო შემდეგი: ამონაგები – 500 000=; საქართველოში გადახდილი ხელფასი – (120 000); ადმინისტრაციული და სხვა ხარჯი – (110 000); ანუ მოგება არის 270 000 ლარი. კომპანიამ გადაწყვიტა გაანაწილოს დივიდენდი 180 000 ლარი. სსკ 23-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადი გაანგარიშდება (180 000-120 000)/0.95*0.05=3 158 ლარი? ამ გამოთვლაში 180 000 ლარს 120 000*180/270=80 000 ლარი ხომ არ უნდა გამოვაკლოთ? როგორ უნდა მოიქცეს კომპანია, თუ მას რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული მოგება აქვს და მხოლოდ მის ნაწილს ანაწილებს? 3) სსკ 23-ე მუხლში არაფერია ნათქვამი დღგ-სთან დაკავშირებით. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება დღგ-ის ზოგადი რეგულაციების მიხედვით იბეგრება, თუ სპეციალური წესები ან განთავისუფლებაა დადგენილი?

2021/05
დღგ
მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

სსკ მუხლი 162(1) „მომსახურების გაწევის ადგილი“ - ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედების სფეროში შეიძლება საზღვარგარეთ ღვინის გამოფენა გავიყვანოთ და არ დავბეგროთ მასში მონაწილეობისთვის გადახდილი თანხა უკუდაბეგვრის დღგ-ით? გამოფენისთვის საზღაურს ვუხდით არარეზიდენტ პირს.

2021/05
დღგ
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

სიტუაცია ასეთია - ლომბარდი, რომელიც დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის იანვრიდან, სესხის გადაუხდელობის გამო უყიდის მსესხებელს (როგორც წესი, ფიზიკურ პირს) დაგირავებულ მოძრავ ნივთს. 1) ამ შემთხვევაში რა ხდება, როგორ უნდა შეფასდეს: ლომბარდი ყიდის ნივთს, რომელიც მის საკუთრებაშია გადმოსული, თუ ყიდის სხვის ნივთს როგორც შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი? 2) დღგ-ით დაბეგვრა როგორ მოხდება?

2021/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა