ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

ორი პირი ქმნის შპს-ს, 60%:40% პროცენტული მონაწილეობით. წესდებით გამოცხადებული კაპიტალი 1000 ლარია. შესაბამისად, ერთ მხარეს შეაქვს 600 ლარი, ხოლო მეორეს – 400. ამასთან, პირველი მხარე შემდგომში ახორციელებს ბიზნესში შენატანს 5 მილიონი დოლარის ოდენობით, მაგრამ იმის გამო რომ არ მოხდეს წილების ცვლილება, ამიტომ ამ თანხის შენატანის გატარება ხდება როგორც დაბრუნებადი სესხის. მხარეებს უნდათ ეს სესხი გაფორმდეს როგორც უპროცენტო სესხი და როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში სხვაობა საბაზრო პროცენტთან ხომ არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით? უნდათ ამ საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა ისე, რომ 40% წილის მფლობელს არ შეეცვალოს წილების რაოდენობა მეორე მხარის მიერ თანხის შეტანის შემდეგ. ამასთან, ის მხარე (დამფუძნებელი), რომელიც განახორციელებს შემდეგში შენატანს, შეიძლება იყოს ან არარეზიდენტი უცხოური კომპანია ან არარეზიდენტი უცხოელი ფიზიკური პირი. რომელი აჯობებს საგადასახადო მიზნებისთვის?

2021/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ ახალდაფუძნებულ შპს-ს, ქალაქ ბათუმში. მივმართეთ შესაბამის უწყებას ,,აზარტული თამაშების საქმიანობების“ ლიცენზიის თაობაზე, რაც სამომავლოდ ჩვენი ძირითადი საქმიანობა იქნება. გვაინტერესებს შემდეგი საკითხები: 1) გთხოვთ, მიგვითითოთ შპს-ის ეს საქმიანობა რა გადასახადებით დაიბეგრება და რა გადასახადებისგან იქნება გათავისუფლებული? 2) საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლები არეგულირებს ზემოთ ხსენებული შპს-ის საქმიანობას?

2021/04
სხვა გადასახადები და სანქციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ა(ა)იპ-ის მიერ ა(ა)იპ-ისგან მიღებული სესხისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება თუ არა გადახდის წყაროსთან?

2021/04
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შეიძლება თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი იყოს იურიდიული პირი?

2021/04
სხვა გადასახადები და სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შპს-მ გაიტანა თავისი პროდუქცია ექსპორტზე, უცხოეთში. იმ დროისთვის მყიდველი უცხოელი კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა საქართველოში და მან შეიტანა თანხა ლარებში ამ შპს-ის საბანკო სალარე ანგარიშზე, როგორც ფიზიკურმა პირმა, შესაბამისად ეროვნული ბანკის კურსით ეკვივალენტში. შინაარსში დაფიქსირებულია, რომ ეს არის პროდუქციის ღირებულება და ინვოისის ნომერიც მითითებულია. აღნიშნული ოპერაცია რამე პრობლემას ხომ არ წარმოშობს, რადგან იმ უცხოელი კომპანიის ნაცვლად, ვისზეც მოხდა პროდუქციის რეალიზაცია, თანხას გვიხდის მისი წარმომადგენელი ფიზიკური პირი?

2021/04
არასაგადასახადო თემა
იმპორტი, ექსპორტი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

2018 წელს გაშენებულ ვენახზე 2020 წელს მივიღეთ მოსავალი 5 ტონა, თუმცა ეს ძალიან ცოტაა. მევენახე ამბობს, რომ ეს მოსავლად არ ითვლება, რადგან დიდი ვენახია. სრულფასოვან მოსავალს ელოდება 2021 წელს. რომელ წელს შევიყვანო ექსპლუატაციაში ეს ახალი გაშენებული ვენახი?

2021/04
არასაგადასახადო თემა
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა