ერთჯერად ვაუჩერად თუ ჩაითვლება სასაჩუქრე ბარათი? ასევე რა იგულისხმება მიწოდების ადგილის ცოდნად? მაგალითად, „ისი პარის“ მიერ გამოცემული ვაუჩერი შესაძლებელია, რომ თუნდაც არ ვიცოდეთ ადგილი (მაღაზია), რომლიდანაც მიაწვდის კონკრეტულად საქონელს, მაინც ჩაითვალოს ერთჯერად ვაუჩერად, რადგან „ისი პარის“ ნებისმიერი მაღაზია უკვე ხასიათდება ახალი ნორმით, რადგან ცნობილია მიწოდების ადგილი („ისი პარის“ მაღაზიები)?
ერთჯერადი ვაუჩერის გამომშვებმა პირმა, რომელიც არის ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი პირი, 100-ლარიანი ვაუჩერი მიაწოდა აგენტ №1-ს 80 ლარად, თავის მხრივ აგენტ №1-მა მიყიდა აგენტ №2-ს 90 ლარად, ხოლო აგენტ №2-მა გაყიდა საბოლოო მომხმარებელზე 100 ლარად (დასაბეგრი პირები (მიმწოდებელი, აგენტი №1, №2) არიან დღგ-ის გადამხდელები).
პირობა: საბოლოო მომხმარებელმა ვერ გამოიყენა ვაუჩერში მითითებული დრო, რომლითაც შეძლებდა განაღდებას/გამოყენებას (პირობითად, ერთჯერად ვაუჩერს აქვს გამოყენების პერიოდი).
ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აქვთ თუ არა უფლება დასაბეგრ პირებს (მიმწოდებელი-აგენტი №1-აგენტი №2), რადგან ოპერაცია არ შესრულდა და საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ვეღარ განხორციელდება, დაკორექტირონ შესაბამის პერიოდში დასაბეგრი პირების მიერ (მიმწოდებელი-აგენტი №1-აგენტი №2) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები?
შპს-ს (იბეგრება ახალი მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ მიხედვით) 2020 წელს საქონლის მიწოდებიდან მიღებული აქვს შემოსავალი 100 000 ლარი, ხოლო ხარჯი შეადგენს 50 000 ლარს. 2021 წელს ამავე საწარმომ გასცა შემოწირულება 10 000 ლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე.
რა ითვლება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ის ბაზისად – 50 000 ლარი, რომელიც არ გამინაწილებია, თუ 50 000 ლარს გამოკლებული მოგების გადასახადი და გამოკლებული დივიდენდი? თუ, მხოლოდ ვაკლებთ მოგების გადასახადს 15%-ს, ხოლო რაც დარჩება, ეგ ჩაითვლება წმინდა მოგებად და მისი 10% შეგვიძლია მომდევნო წელს დაუბეგრავად გავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე?
შპს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ლიზინგით გასცემს ქონებას (ავტომობილებს), პირობითად ავტომობილი შეძენილია 2019 წელს 20 000 ლარად (საწარმო იყენებს ქონების გადასახადის დათვლისას წრფივ მეთოდს).
ა) საწარმოს 2019 წელს ლიზინგით გაცემული ავტომობილებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 70-71%.
ბ) საწარმო 2019 წელს ლიზინგით გაცემული ავტომობილებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 65-69%.
გვაინტერესებს: 1) რამდენი იქნება საწარმოს ქონების გადასახადი 2020 წელს, ასევე 2021 წელს?
2) ასევე, რას ნიშნავს 996-ე ბრძანების მუხლი 88, „დ.ა“ პუნქტი (საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა სალიზინგო კომპანიისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში)? თუ მაქვს ბალანსზე ასახული 18000 ლარად ავტომობილი, ხოლო გავეცი ლიზინგით (არ ვარ სალიზინგო კომპანია) 20000 ლარად, 20000 ლარია ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება?
საქველმოქმედო ორგანიზაცია არის შპს „X“-ის (ბანკი) დამფუძნებელი, რომელიც იბეგრება მოგების წლიური გადასახადით. 2019 წელს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა საკუთრებაში შპს „X“-ის 100% წილი, რომელსაც ბალანსზე ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება.
1) აქვს თუ არა უფლება შპს „X“-ს გაანაწილოს მოგება (ძველი და დაფუძნების შემდგომ მიღებული) საქველმოქმედო ორგანიზაციაზე?
2) რა საგადასახადო ვალდებულები წარმოეშობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, როგორც შპს „X“-ს, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციას?
3) ასევე აქვს თუ არა უფლება საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღნიშნული მიღებული დივიდენდი გამოიყენოს ქველმოქმედებაში?
4) ამასთან თუ არის შესაძლებელი დამფუძნებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას შემოწირულობის სახით (10% წმინდა მოგების) შპს „X“-მა გადასცეს გარკვეული თანხა (რომელსაც შპს „X“ გამოქვითავს დასაბეგრი შემოსავლიდან მიმდინარე პერიოდში ხარჯის სახით)? ხომ არ ჩაითვლება, რომ შპს-მ მოგება გაანაწილა დამფუძნებელზე?
5) ასევე, თუ არის შესაძლებელი, აღნიშნული ოპერაცია შეფასდეს „ესტონურ მოდელზე“ გადასული შპს-ის მიერ განხორციელებულად, და რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრება აღნიშნულ პირებს?
შპს X-მა ბანკიდან აღებული სესხით შეისყიდა შპს Y-ის 100%-იანი წილი.
1) შეუძლია თუ არა შპს Y-ს ყოველთვე სესხის დასაფარი თანხა გადაურიცხოს (დამფუძნებელს) შპს X-ს?
2) თუ შესაძლებელია, რა სახით და რა ვალდებულებები წარმოეშობა?