ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

2020 წელს გავხსენი შპს და პანდემიის დროს ვეღარ ვამუშავე. არაფერი ბრუნვა არ მაქვს. ყოველწლიური (და ყოველთვიური) ნულოვანი დეკლარაციების ჩაბარება მაინც მჭირდება? მოგების და საშემოსავლოსი?

2021/04
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

რძის ფერმა აშენებს ფარდულებს (პირუტყვის სადგომი), ე.წ. „ნავესებს“, რომლებსაც კედლები არ აქვს, სახურავი აქვს. თითოეული 10-15 ათასი ლარი ჯდება. აღრიცხვაში ასახული მაქვს როგორც ნაგებობა. დღგ-ის დეკლარაციაში უნდა ვაჩვენო მათი ექსპლუატაციაში შესვლა?

2021/04
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2020-2021 წლებში არარეზიდენტის (უკრაინის რეზიდენტი) ფილიალს, რომელიც საქართველოში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საკუთრებაში აქვს ქონება (უძრავი-მოძრავი), ასევე ჰყავს თანამშრომლები (რეზიდენტი-არარეზიდენტი), რომლებიც საქართველოში ემსახურებიან ამ ფილიალს. 1) უთანაბრდება თუ არა მუდმივ დაწესებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა საქართველოში? 2) აქვს თუ არა რაიმე გადასახადის ვალდებულება ამ ფილიალს (მოგების, დღგ, ქონების, საშემოსავლო გადასახადები)?

2021/04
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

მყიდველმა (დღგ-ის გადამხდელმა იურიდიულმა პირმა) ორგტექნიკის მაღაზიაში შეიძინა 10000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ტექნიკა, რაზეც მაღაზიამ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ამ თანხაზე. გარდა ამისა, მაღაზიამ მყიდველს უსასყიდლოდ გადასცა 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (ამ მაღაზიიდან საქონლის სამომავლო შესყიდვისთვის), რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს 1 წლის განმავლობაში. ამ ბარათის გამოყენების ალბათობა მაღალია. როგორ უნდა ასახოს (რა ბუღალტრული გატარებით) მყიდველმა თავის აღრიცხვა-ანგარიშგებაში ეს სასაჩუქრე ბარათი? კითხვა დასმულია ფინანსური აღრიცხვის მიზნით. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით.

2021/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

რუსთავიდან ხდება პროდუქციის ექსპორტი. მყიდველი საქონლის ღირებულებას პირდაპირ უხდის რუსთაველ მწარმოებელს. ჩვენი კომპანია უწევს სატრანსპორტო მომსახურებას საქონლის მყიდველს, რომელიც არის ოფშორში რეგისტრირებული იურიდიული პირი (არარეზიდენტი). ტრანსპორტირება რუსთავი-ფოთის მონაკვეთზე იბეგრება თუ არა დღგ-ით (კოდექსში შესული ახალი ცვლილებების ფონზე)?

2021/04
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

სსკ 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი“. 1) იმ შემთხვევაში, თუ ამ საქონელზე მიღებული დღგ ჩათვლილია, ხოლო როდესაც ვაწვდი უსასყიდლოდ საქონელს, განხორციელდა ამ საქონლის მიმართებით ადრე ჩათვლილი დღგ-ის შემცირება დეკლარაციის დაზუსტების გზით, ჩაითვლება თუ არა, რომ საქონლის უსასყიდლოდ მიმწოდებელ დასაბეგრ პირს აღნიშნულ საქონელზე სრულად ან ნაწილობრივ არ აქვს დღგ ჩათვლილი? 2) თუ საქონელი შევიძინე არა დასაბეგრი პირისგან, რომელიც არ იყო დღგ-ის გადამხდელი, ხოლო შემდეგ აღნიშნული საქონელი მივაწოდე უსასყიდლოდ სხვა პირს, რადგან დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელდა ამ საქონლის მიმართებით, შესაძლებელია არ იქნას გათვალისწინებული მისი უსასყიდლოდ მიწოდება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში?

2021/04
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა