ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

ახალი რეგულაციით, ბარტერი იბეგრება განსხვავებულად, კერძოდ: გამყიდველი გადასახადს ადეკლარირებს და იხდის მყიდველის საქონლის ღირებულებიდან ან პირიქით. გვაინტერესებს, თუ ერთი მხარე ფლობს უძრავ ქონებას (ღირებულება 1000000 ლარი), ხოლო მეორე მხარე უცვლის მას იჯარაში (1 წლის ღირებულება ჯამში 400 000$) და არ ახდევინებს, როგორ იქნება მათი დაბეგვრის საკითხი? თუნდაც ვალუტის კურსის გამო. თუ 2021 წლის იანვარში ერთმა მხარემ გადასცა 1000000 ლარის უძრავი ქონება, ხოლო მეორე მხარეს ჯერ არ გადაუცია – ყოველთვე იჯარის საფასურს არ გადაახდევინებს, როგორ გამოიწერება იანვრის პერიოდში საგადასახადო ა/ფაქტურა?

2021/04
დღგ
ბარტერი
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

2018 წელს საქართველოს კომპანია „ა“-მ სახელმწიფოსგან შეიძინა ასევე საქართველოს კომპანია „ბ“-ს 100% აქციები. კომპანია „ბ“ ფლობს საკურორტო ზონაში უძრავ ქონებას (მიწას და შენობებს) და ეწევა სამკურნალო-დასასვენებელ მომსახურებას. სახელმწიფოსგან აქციების შესყიდვის პირობა არის ასეთი, რომ თავად აქციებში კომპანია „ა“ გადაიხდის 3500000 ლარს და პარალელურად დაეკისრება ვალდებულება, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დახარჯავს კიდევ 12 მილიონ ლარს და ააშენებს უძრავ ქონებას (სასტუმროს) კომპანია „ბ“-ს კუთვნილ მიწაზე. ამავდროულად, კომპანია „ა“-ს აქვს უფლება ეს 12000000-ლარიანი შენობა ააშენოს თავისი სახელით ან ეს თანხა შეიტანოს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში და კომპანია „ბ“-მ ააშენოს ეს სასტუმრო ამ შეტანილი ფულის გამოყენებით. კომპანია „ა“-მ ეს უკანასკნელი გზა აირჩია და პერიოდულად ახორციელებს კომპანია „ბ“-ს კაპიტალში შენატანებს, რომელსაც კომპანია „ბ“ იყენებს გრძელვადიანი აქტივის შესაქმნელად (მშენებლობაში). გვაქვს ორი საკითხი, რომლის თაობაზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით: 1) რა შეფასება უნდა მივცეთ იმას, რომ შვილობილ კომპანიაში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, მშობელი კომპანია ახორციელებს დამატებითი კაპიტალის შეტანას აქციების ემისიის გარეშე? 2) უნდა აღიარდეს თუ არა ან ინდივიდუალურ, ან კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში 12000000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება? ორივე კომპანია მუშაობს მსს ფასს-ის გამოყენებით.

2021/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

საწარმო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელიც ერთი წელია რაც დაფუძნდა და ჰყავს ერთი 100 პროცენტიანი დამფუძნებელი პარტნიორი ფიზიკური პირი. ამჟამად ამ დამფუძნებელს უნდა გასვლა შპს-იდან თავისი 100 პროცენტიანი წილის დათმობით. მიუხედავად იმისა, რომ შპს-ს აქვს ქონება და თავის დროზე საწესდებო კაპიტალის შევსება მოხდა მოცემული დამფუძნებლის მიერ, ის არ ითხოვს საწესდებო კაპიტალის ოდენობის არც თანხას და არც ქონებას. რა საგადასახადო ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ, რომელსაც უნდა გასვლა შპს-იდან?

2021/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი ა(ა)იპ ყიდულობს ნახატებს (რეპროდუქციებს, თითო დაახლოებით 200-250 ლარი ღირს) და შემდგომ ჩუქნის ასევე დღგ-ის გადამხდელ თავის „შვილობილ“ ა(ა)იპ-ს, რომელიც ყიდის მათ საქველმოქმედო აუქციონზე, მიღებულ თანხას კი ეს შვილობილი ა(ა)იპ იყენებს თავის საქმიანობაში. ორივე ა(ა)იპ უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, ვიდრე არაეკონომიკურს. პირველი ა(ა)იპ – დაიბეგრება დღგ-ით ამ შემთხვევაში?

2021/04
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

თქვენი ჟურნალის 2021 წ. №2(254)-ში, დღგ-ის ახალი რეგულაციებით დაბეგვრის პერიოდები დეტალურად იქნა განხილული, მაგრამ ეს ეხებოდა 2021 წლიდან მშენებარე ფართებს. დღგ-ის ახალი რეგულაციებით უძრავი ქონების დაბეგვრასთან დაკავშირებით დამატებით გვსურს გკითხოთ: უძრავი ქონება ექსპლუატაციაში (იგულისხმება არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი) შევიდა 2020 წელს. სრული ღირებულებაა 100 000 ლარი. ავანსად 2019-2020 წლებში მიღებულია და იმავე პერიოდში დაბეგრილია 20 000 ლარი, მათ შორის 7 000 ლარი იმ პერიოდში, როცა ბინა უკვე იყო ექსპლუატაციაში მიღებული, ანუ 2020 წელს. დღგ-ის ახალი რეგულაციებით, ხომ არ მომიწევს დარჩენილი 80 000 ლარის დაბეგვრა (და თუ მომიწევს, რა პერიოდში), თუ მყიდველზე ჯერ კიდევ არ მომხდარა საკუთრების უფლების გადაცემა?

2021/04
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

კომპანიის საქმიანობაა ფქვილის წარმოება და რეალიზაცია სახელმწიფოს სუბსიდირების ფარგლებში. ვყიდით ფქვილს და ერთ 50 კგ-იან ტომარაზე გვაძლევს სახელმწიფო 10 ლარს. დღგ-ის ახალი ცვლილებების გათვალისწინებით, ამ სუბსიდირების თანხას ვბეგრავ დღგ-ით. მაინტერესებს, 2020 წლის დეკემბრის თვეზეც თუ ვრცელდება იგივე, ანუ უნდა დავბეგრო თუ არა დღგ-ით 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდირების თანხა?

2021/03
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა