ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

2021 წლიდან როგორ რეგულირდება გადაუხდელი იჯარის საკითხი? მაგალითად, თებერვლის თვეში კომპანიას გაქირავებული ჰქონდა ფართი, საიჯარო ქირა ჯერ არ გადაუხდიათ. უნდა მოხდეს თებერვლის პერიოდზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა? გასულ წელს, მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით გადაუხდელ იჯარაზე არ ვწერდით ა/ფაქტურას მანამ, სანამ არ მოხდებოდა იჯარის თანხის გადახდა. 2021 წლიდან რა რეგულაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით?

2021/03
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
პასუხის ნახვა

1) გრანტის მიმღებ პირს გრანტის ხელშეკრულების თანხის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე შეეძლო ჩაეთვალა ან დაებრუნებინა გადახდილი დღგ. ამ საკითხთან მიმართებაში ხომ არ არის რამე ცვლილება 2021 წლიდან? 2) გრანტით დაფინანსებული საქველმოქმედო დღგ-ის არაგადამხდელი ორგანიზაცია გრანტის ფარგლებში ახორციელებს რემონტს ძირითადი საქმიანობისათვის განკუთვნილ მიწაზე – გაზიფიცირებას ან შენობის რემონტს. ამ შემთხვევაში გვაქვს თუ არა დღგ-ის ჩათვლის უფლება?

2021/03
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები რას ჩართავენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს: ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვას თუ მიღებულ მოგებას?

2021/02
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

სსკ მე-16 მუხლში არის ასეთი ჩანაწერი: „საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ“. დღგ-ის მიზნებისთვის სსკ მე-16 მუხლის ეს ჩანაწერი გამოიყენებოდა 2021 წლის 1 იანვრამდე. 2021 წლის 1 იანვრიდანაც ეგ ჩანაწერი ისევ არის სსკ მე-16 მუხლში, თუმცა დღგ-ის კარში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, სადაც მიწოდება დღგ-ის მიზნებისთვის ასეა განმარტებული: „მუხლი 160. საქონლის მიწოდება 1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა“. თქვენი აზრით, არის რამე განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის: „საკუთრების უფლების გადაცემა“ და „მესაკუთრის უფლების გადაცემა“? და თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში?

2021/02
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

კანონმდებლობით, არის თუ არა გათვალისწინებული დივიდენდის გადახდისთვის უკიდურესი ზღვრული ვადა?

2021/02
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

კომპანიას ჰქონდა 17 თვიანი ლიცენზია ქვიშა-ღორღის მოპოვებაზე, სულ გეგმურად 15020 მ3. 1. პერიოდი 09.09.2019–08.03.2020-ზე (ფაქტიური მოპოვება იყო 1440 მ3) – დადეკლარირდა გეგმურის მიხედვით – 5301 მ3; 2. პერიოდი 09.03.2020–08.09.2020-ზე (ფაქტიური მოპოვება იყო 4240 მ3) – დადეკლარირდა გეგმურის მიხედვით – 5301 მ3; 3. ბოლო (5 თვე) პერიოდი 09.09.2020–26.01.2021-ზე (ფაქტიური მოპოვება იყო 8980 მ3, აქედან ჩვენ მოვიპოვეთ 4880 მ3, ხოლო 4100-ზე სხვას მივეცით მოპოვების უფლება, თუმცა მოსაკრებელს ჩვენ ვიხდით) – ესეც რადგან ბოლო იყო, დადეკლარირდა გეგმურის მიხედვით 5301 მ3-ზე. სულ ფაქტიურად მოპოვებულ იქნა 14660 მ3, გეგმური იყო 15020 მ3. გვაინტერესებს, ბოლო, მე-3 დეკლარაცია რამდენად სწორად იქნა გაგზავნილი, ხომ არ უნდა გამეგზავნა 8980 მ3-ზე? არ შეეხო ახალი რეგულაციები?

2021/02
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა