ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი
მაინტერესებს, თუ არარეზიდენტი პირი საქართველოში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ აქვს ფილიალი ან წარმომადგენლობა საქართველოში და ეს ფილიალი ან წარმომადგენლობა ფლობს ქონებას საქართველოში, უნდა დაიბეგროს თუ არა ქონების გადასახადით?
ვთვლით, რომ რადგან არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, არ ჩაითვლება არარეზიდენტ საწარმოდ, რადგან განმარტებით, საწარმოდ რომ ჩაითვალოს, უნდა ეწეოდეს ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე მუდმივ დაწესებულებად რომ ჩაითვალოს, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ეკონომიკური საქმიანობა.
2021/03
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით გვაინტერესებს. 2021 წლიდან მაქვს შერეული ბრუნვები (როგორც დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან გათავისუფლებული ჩათვლის უფლების გარეშე). რა ხდება ასეთ შემთხვევაში: 2021 წლის პერიოდიდან საწარმომ, როდესაც ნაწილობრივ გააუქმა დღგ (ჩაითვალა პროპორციით, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებიდან გამომდინარე, მაგალითად: ეკუთვნოდა სრულად პირობითად 20000 ლარის დღგ-ის ჩათვლა, ხოლო 5 (5/1) წლის პროპორციის მიხედვით ჩაითვალა 1-ლი წლის 2500 ლარი, 4000 ლარის ნაცვლად), თუ გადაწყვიტა მიწოდება ძირითადი საშუალების, რომელზეც გააუქმა ნაწილობრივ დღგ 1500 ლარი (სრულად ვერ ჩაითვალა), ექნება თუ არა დასაბეგრ პირს უფლება ჩაითვალოს ნაწილობრივ გაუქმებული დღგ, დარჩენილ პერიოდებზე ჩასათვლელ დღგ-სთან ერთად?
რუსეთის მოქალაქე ფიზიკური პირი ცხოვრობს საქართველოში 15 წელია და ჩაწერილია მაღალმთიან რაიონში. შეუძლია თუ არა ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისგან და თუ მიანიჭებენ მაღალმთიანში მაცხოვრებლის სტატუსს? და თუ არა, რამდენით დაიბეგრება მისი ხელფასი?
2021 წლიდან როგორ რეგულირდება გადაუხდელი იჯარის საკითხი?
მაგალითად, თებერვლის თვეში კომპანიას გაქირავებული ჰქონდა ფართი, საიჯარო ქირა ჯერ არ გადაუხდიათ. უნდა მოხდეს თებერვლის პერიოდზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა? გასულ წელს, მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით გადაუხდელ იჯარაზე არ ვწერდით ა/ფაქტურას მანამ, სანამ არ მოხდებოდა იჯარის თანხის გადახდა. 2021 წლიდან რა რეგულაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით?
2021/03
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
იჯარა
პასუხის ნახვა
1) გრანტის მიმღებ პირს გრანტის ხელშეკრულების თანხის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე შეეძლო ჩაეთვალა ან დაებრუნებინა გადახდილი დღგ. ამ საკითხთან მიმართებაში ხომ არ არის რამე ცვლილება 2021 წლიდან?
2) გრანტით დაფინანსებული საქველმოქმედო დღგ-ის არაგადამხდელი ორგანიზაცია გრანტის ფარგლებში ახორციელებს რემონტს ძირითადი საქმიანობისათვის განკუთვნილ მიწაზე – გაზიფიცირებას ან შენობის რემონტს. ამ შემთხვევაში გვაქვს თუ არა დღგ-ის ჩათვლის უფლება?
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები რას ჩართავენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს: ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვას თუ მიღებულ მოგებას?
2021/02
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა