ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

მზღვეველ კომპანიას და დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (დაზღვეული) შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ზიანის ანაზღაურებაზე. საკითხი ეხება 2020 წელს. გვაინტერესებს რამდენიმე გარემოება: 1) თუ ზიანის სანაცვლოდ ხდება ანაზღაურება თანხის, ხოლო დაზიანებული ქონება გადაეცემა მზღვეველს, ჩაითვლება თუ არა ეს მიწოდებად შპს-ის (დაზღვეულის) მიერ და დაიბეგრება თუ არა? ან/და ხომ არ ჩაითვლება დაზიანებული ქონების გადაცემა როგორც ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებული (მზღვეველის მიერ თანხის ჩარიცხვა ზიანის სანაცვლოდ) და თუ იყო ადრე ჩათვლილი დღგ, დაზიანებულ ქონებაზე უნდა მოხდეს მისი აღდგენა? 2) ზიანის ანაზღაურებისას, თუ არის ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი, რომ დაზღვეულმა საკუთარი ან მესამე პირის მეშვეობით უნდა აღადგინოს დაზიანებული ქონება, ხოლო მზღვეველი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ჩაურიცხავს დაზღვეულს თანხას, ჩაითვლება თუ არა დაზღვეულის მიერ გაწეულ მომსახურებად (დაიბეგრება თუ არა სსკ-ის მიხედვით რამე გადასახადით) მზღვეველი კომპანიის მიმართ? 3) ქონება გაცემულია ლიზინგით ფიზიკური პირის მიმართ, ხოლო ქონება დაზღვეულია კომპანიის მიერ. როდესაც ხდება ქონების დაზიანება, მზღვეველი ამ კომპანიას ურიცხავს თანხას, ხოლო კომპანია თანხას გადასცემს ფიზიკურ პირს. რა გადასახადებით შესაძლებელია დაიბეგროს დაზღვეული კომპანია, როდესაც თანხას გადასცემს ფიზიკურ პირს?

2021/01
დღგ
ლიზინგი
დაზღვევა
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია აწარმოებს სამედიცინო პირბადეების (რომელთა მიწოდება დღგ-ისაგან გათავისუფლებულია 2020 წლის ბოლომდე ჩათვლის უფლებით) მხოლოდ შეკერვას, სხვისი დაკვეთით. დამკვეთს მოაქვს მასალა, ჩვენ ვკერავთ და უკან მიაქვს, რეალიზაციას თვითონ აკეთებს. ჩვენ ამ მომსახურებას ჩვეულებრივად ვბეგრავთ დღგ-ით, ხომ?

2020/12
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოს 2016 წლიდან იჯარით აქვს (10 წლის ვადით) მფლობელობაში უძრავი ქონება. აღნიშნულ ქონებაზე კომპანიის მიერ გაწეულ იქნა რემონტის ხარჯი 1000000 ლარის. ქონების გადასახადის მიზნებისთვის საწარმომ გაწეულ რემონტის ხარჯებს 5 წლის განმავლობაში დაარიცხა ცვეთა წრფივი მეთოდით (ამასთან 5 წელი იხდიდა ქონების გადასახადს) და გაანულა ღირებულება. გვაინტერესებს, ვალდებულია თუ არა საწარმო გადააფასოს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობა (რადგან განულდა მისი ღირებულება)? ან ვალდებული იყო თუ არა ცვეთა დაერიცხა 10 წლის განმავლობაში, ხოლო ქონების გადასახადიც გადახდილიყო 10 წელი?

2020/12
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენი ძირითადი საქმიანობაა არაალკოჰოლური სასმელების წარმოება. რამე დანადგარს როცა ვყიდით, ოღონდ ძირითადი საშუალებებიდან კი არა, ვიყიდე და ვყიდი, ასევე საცობს და ცელოფანს, 6110-ზე ანუ ძირითად ამონაგებში უნდა აისახოს შემოსავალი? ასეთი ოპერაციები ერთჯერადი არაა, მაგრამ ძირითადი რეალიზაციაც არ არის მგონი. ძირითადი რეალიზაციაა არაალკოჰოლური სასმელებისა და ერთჯერადი ჭიქების რეალიზაცია. გვაქვს ასევე აზოტის რეალიზაციაც და ცარიელი ბოთლის. რომელია ძირითადი შემოსავალი (ამონაგები) და რომელი – სხვა საოპერაციო შემოსავალი ჩვენს შემთხვევაში?

2020/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის №759 დადგენილებით განისაზღვრა იმ პირთა სია, რომლებსაც ეკუთვნით 300-ლარიანი კომპენსაციის მიღება სახელმწიფოსგან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. ჩვენი კომპანია ცალსახად არის იმ კომპანიათა ჩამონათვალში, რომლებსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვა შეეხოთ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველია ეს ჩანაწერი: „2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს“, რადგან ჩვენთან 200 თანამშრომლისგან 150-ს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, 50-ს კი ვამუშავებთ ონლაინ-გაყიდვებზე. გვაქვს ორი ტიპის შემთხვევა: 1) ხელფასის გაცემის დღე ჩვენთან არის 30 დეკემბერი. იმ 150 თანამშრომელს, რომელსაც შევუჩერეთ სამუშაო პროცესი, სახელმწიფოსგან ეკუთვნით დახმარება და უნდა დავადეკლარიროთ 24 დეკემბრამდე სპეციალური ფორმით ამ კომპენსაციის მიმღებთა სიაში და გადავუგზავნოთ შემოსავლების სამსახურს, თუ არა? გვეუბნებიან, რომ დადგენილებაში წერია: ამ პერიოდში თუ არ აქვს უშუალოდ მიღებული (ანუ საკასო მეთოდის მსგავსად თუ არ ჩარიცხვია) ხელფასი, მაშინ ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, 24 დეკემბრის მერე გასცემთ თუ არაო. დადგენილებაში წერია: „2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს“ და ეს ნიშნავს, უშუალოდ ამ პერიოდში თუ არ გაქვს სახელფასო გაცემა დაფიქსირებულიო, ეკუთვნით კომპენსაციაო, თუმცა მაინც ორაზროვანი ჩანაწერი მგონია. 2) დისტანციური ონლაინ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, ცხადია, არ გვაქვს იმდენი, რაც შეიძლება გვქონოდა დეკემბრის თვეში, რომ არა დაწესებული შეზღუდვები და დაკეტილი მაღაზიები. ჩვენთან ანაზღაურების საბონუსე სისტემაა და ის 50 თანამშრომელი, რომლებსაც ვამუშავებთ და რომლებზეც გავცემთ ხელფასს 30 დეკემბერს, ბუნებრივია ვერ მიიღებენ იმ ოდენობის ანაზღაურებას, რაც შეიძლებოდა ჰქონოდათ შეზღუდვების არარსებობის პირობებში. თუ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე განისაზღვრება იმ კრიტერიუმით, რომ მთავარია 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში არ ჰქონდეთ მიღებული სახელფასო ანაზღაურება, მაშინ რადგან ეს თანამშრომლები ხელფასს მიიღებენ 24 დეკემბრის მერე და თან მიიღებენ შემცირებული რაოდენობით, იქნებ მათაც ეკუთვნით ამ კომპენსაციის მიღება?

2020/12
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

ვართ შპს, გვაქვს გაუნაწილებელი მოგება მხოლოდ საქართველოში არსებული ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც იბეგრება (შეღავათით არ ვსარგებლობთ) სსკ-ის ნორმების შესაბამისად, როგორც 2017 წლის იანვრამდე მიღებული, ასევე 2017 წლის შემდგომ პერიოდში. გადავწყვიტეთ დივიდენდის გაცემა. შპს-ის დირექტორატს გადაწყვეტილი აქვს დივიდენდის გაცემისას ჯერ არ გამოიყენოს მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა და მოგების განაწილება დაბეგრონ მოგების გადასახადით, რადგან თვლიან, რომ ჯერ უნდა გასცენ 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ხოლო სხვა პერიოდში გამოიყენონ მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა დივიდენდის გაცემისას. 1) ვალდებულია თუ არა შპს, როდესაც გასცემს დივიდენდს, ჩათვალოს, რომ ჯერ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება (თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა) და არა 2017 წლის შემდგომ მიღებული? 2) თუ ჩათვლის, რომ ჯერ გასცა 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ექნება თუ არა უფლება შპს-ს (სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე) შემდგომ პერიოდში, როდესაც გასცემს გაუნაწილებელ მოგებას, მიიჩნიოს, რომ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება და ჩაითვალოს ნაწილობრივ, ანუ გაანგარიშება მოახდინოს სსკ 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის (მოგების გადასახადის ჩათვლა) თანახმად?

2020/12
მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა