უცხოელი კლიენტისთვის ე.წ. ქეშბექის გადახდა რამდენად განიხილება მის მიერ ჩემთვის მომსახურების გაწევად და დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის დღგ–თ? დღგ-ის ახალი წესების მიხედვით, როგორც მივხვდი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) არარეზიდენტის მხრიდან რეზიდენტისთვის საქართველოში გაწეულად ითვლება.
2019 წლის ივლისის თვეში 30% წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც ამ წილს ფლობს 2007 წლიდან (შეძენის ფასი – უმნიშვნელოა), იყიდა ამავე კომპანიის სხვა პარტნიორისაგან 30% (190 000 ლარად) და გახდა 60% წილის მფლობელი. 2020 წლის ივნისის თვეში გაყიდა 30% 150000 ლარად იგივე პარტნიორზე, ანუ მოხდა წილის დაბრუნება და მას წილი ისევ გაუხდა 30%.
ახლა, 2021 წლის იანვრის თვეში, ეს ფიზიკური პირი ყიდის დარჩენილ თავის კუთვნილ 30% წილს 200000 ლარად. დაიბეგრება თუ არა საშემოსავლო გადასახადით?
შპს-მ (მე-4 კატეგორიის საწარმოა, დღგ-ის გადამხდელი) Microsoft-ისაგან შეიძინა საოპერაციო სისტემა „Windows 10“ – 1290 ლარად. შპს შემდგომში გაყიდვებში გამოიყენებს ამ საოპერაციო სისტემას: კომპიუტერებისა და ნოუთბუქების პროგრამულ უზრუნველყოფაში. რა ვალდებულებები ეკისრება შპს-ს ბიუჯეტის წინაშე? გთხოვთ, მიგვითითოთ ბუღალტრული გატარება – Windows 10-ის მიღება დარიცხული ვალდებულებებით. „Microsoft“-ის რეზიდენტობის ცნობა არ გვაქვს.
1) ძალაშია თუ არა 1725-ე „მენუალი“ მზესუმზირის ან სოიოს შროტთან მიმართებითაც? 2) რამე ხომ არ შეცვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონური მოდელის“ შემოღებამ?