ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი
მთავრობის 829-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გვსურს გკითხოთ, ამ დადგენილების მიხედვით, გვაქვს შეზღუდვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაზუსტებასთან დაკავშირებით თუ არა? კომპენსაციის მიმღები პირის ვინაობა, ასევე თანხების რაოდენობა განსაზღვრულია დადგენილებით. ჩვენ გვაინტერესებს დეკლარაციის დაზუსტებასთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც ამ ბრძანების წაკითხვის შემდეგ ჩვენი ინტერპრეტაცია ასეთია: თუკი ხდება 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვის დეკლარაციების დაზუსტება და ხდება მხოლოდ კომპენსაციის მიმღები პირის პირადი ნომრის ჩასწორება (რადგან დეკლარაციაში პირადი ნომრის არასწორად დაფიქსირების გამო ეს პირი კარგავდა კომპენსაციის მიღების უფლებამოსილებას), ამ შემთხვევაში დეკლარაცია ჩაითვლება 2021 წლის იანვრამდე წარდგენილად და პირი მიიღებს კომპენსაციას. ანუ, ეს ნიშნავს არა იმას, რომ დეკლარაციის დაზუსტება არ შეიძლება, არამედ იმას, რომ თუ დეკლარაციაში არასწორად ან არასრულად იყო ინფორმაცია წარდგენილი და ამის გამო რომელიმე პირი კარგავდა კომპენსაციის მიღების საშუალებას, დეკლარაციის დაზუსტებით ამ საკითხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადი ნომერი იყო არასწორად მითითებული და ჩასწორდა. სხვა შემთხვევაში, დეკლარაციის დაზუსტება, უბრალოდ, ვერ გახდება პირის მიერ კომპენსაციის მიღების საფუძველი, რადგან ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დეკლარაცია 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ არის წარდგენილი, ოღონდ მხოლოდ ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის დაზუსტება ცხადია შესაძლებელია და იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ დეკლარაციის დაზუსტება აგვეკრძალოს, ამ დადგენილებიდან გამომდინარე არ არსებობს! უბრალოდ, თუ იმ სახით დავაზუსტებთ დეკლარაციას, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ეს პირები კომპენსაციას, თუ მხოლოდ მათ მათი პირადი ნომერი დაზუსტდა. მაგალითად, თუ კომპანია არ ადეკლარირებდა თანამშრომლის ხელფასს, მიუხედავად იმისა, აკეთებდა ამას შეგნებულად თუ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის შემთხვევით გამორჩენას, ახლა დეკლარაციის დაზუსტება არ მისცემს პირს კომპენსაციის მიღების უფლებამოსილებას. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, დეკლარაციის დაზუსტება შეიძლება და ამაზე დამატებითი სანქციები არ არის, არის ჩვეულებრივი საურავები, რომელიც სიახლე არაა. გთხოვთ, მოგვწეროთ, სწორად გვესმის თუ არა აღნიშნული დადგენილების შინაარსი და თქვენი აზრი გაგვიზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლიდან, დღგ-ის დეკლარაციის გაუგზავნებლობის შემთხვევაში აღარ ითვლება (გარდა ფიზიკური პირისა), რომ გაგზავნილია ნულოვანი დეკლარაცია. ადრე, როდესაც აღმოაჩენდა მაკონტროლებელი ორგანო, რომ დეკლარაციის გაუგზავნებლობის მიუხედავად (როგორც ნულოვანი) გადამხდელმა შეიმცირა დასაბეგრი ბაზა, სხვაობაზე დაარიცხავდა ჯარიმას სსკ 275-ე მუხლის შესაბამისად. ანუ, ახლა აღარ აქვს უფლება გამოიყენოს სსკ ის 275-ე მუხლი, რადგან თუ აღარ ითვლება გაგზავნილად, მაშინ დეკლარაციაში თანხის შემცირებად აღარ ჩაითვლება და დაჯარიმდება სსკ 274-ე მუხლით?
2021/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა
საქართველოს რეზიდენტი და მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ ჩინეთის კომპანიისთვის გაწეული არადაქირავებული მუშაობით მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, რა შემთხვევაში არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად?
სგს (სესხის გამცემი სუბიექტი), ინდმეწარმე არ არის დღგ-ის გადამხდელი, ფუნქციონირებს 2019 წლიდან. საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ძალაში შედის 2021 წლის 01 იანვრიდან, საიდან უნდა დავიწყოთ დღგ-ის რეგისტრაციის მიზნებისათვის 100000-ლარიანი ბრუნვის ათვლა – 2021 წლის 01 იანვრიდან თუ 2020 წლიდან უკუგადათვლით (ფინანსური მომსახურების გაწევის ოპერაციის ჯამური თანხა აჭარბებს 100000-ლარს, ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში)?
როგორ ხდება სადაზღვევო კომპანიას მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მიღებული (დაზიანებული ქონების) ბალანსზე აღრიცხვა?
2021/01
არასაგადასახადო
თემა
დაზღვევა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
მზღვეველ კომპანიას და დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (დაზღვეული) შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ზიანის ანაზღაურებაზე. საკითხი ეხება 2020 წელს. გვაინტერესებს რამდენიმე გარემოება: 1) თუ ზიანის სანაცვლოდ ხდება ანაზღაურება თანხის, ხოლო დაზიანებული ქონება გადაეცემა მზღვეველს, ჩაითვლება თუ არა ეს მიწოდებად შპს-ის (დაზღვეულის) მიერ და დაიბეგრება თუ არა? ან/და ხომ არ ჩაითვლება დაზიანებული ქონების გადაცემა როგორც ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებული (მზღვეველის მიერ თანხის ჩარიცხვა ზიანის სანაცვლოდ) და თუ იყო ადრე ჩათვლილი დღგ, დაზიანებულ ქონებაზე უნდა მოხდეს მისი აღდგენა? 2) ზიანის ანაზღაურებისას, თუ არის ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი, რომ დაზღვეულმა საკუთარი ან მესამე პირის მეშვეობით უნდა აღადგინოს დაზიანებული ქონება, ხოლო მზღვეველი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ჩაურიცხავს დაზღვეულს თანხას, ჩაითვლება თუ არა დაზღვეულის მიერ გაწეულ მომსახურებად (დაიბეგრება თუ არა სსკ-ის მიხედვით რამე გადასახადით) მზღვეველი კომპანიის მიმართ? 3) ქონება გაცემულია ლიზინგით ფიზიკური პირის მიმართ, ხოლო ქონება დაზღვეულია კომპანიის მიერ. როდესაც ხდება ქონების დაზიანება, მზღვეველი ამ კომპანიას ურიცხავს თანხას, ხოლო კომპანია თანხას გადასცემს ფიზიკურ პირს. რა გადასახადებით შესაძლებელია დაიბეგროს დაზღვეული კომპანია, როდესაც თანხას გადასცემს ფიზიკურ პირს?