ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის №759 დადგენილებით განისაზღვრა იმ პირთა სია, რომლებსაც ეკუთვნით 300-ლარიანი კომპენსაციის მიღება სახელმწიფოსგან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. ჩვენი კომპანია ცალსახად არის იმ კომპანიათა ჩამონათვალში, რომლებსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვა შეეხოთ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველია ეს ჩანაწერი: „2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს“, რადგან ჩვენთან 200 თანამშრომლისგან 150-ს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, 50-ს კი ვამუშავებთ ონლაინ-გაყიდვებზე. გვაქვს ორი ტიპის შემთხვევა: 1) ხელფასის გაცემის დღე ჩვენთან არის 30 დეკემბერი. იმ 150 თანამშრომელს, რომელსაც შევუჩერეთ სამუშაო პროცესი, სახელმწიფოსგან ეკუთვნით დახმარება და უნდა დავადეკლარიროთ 24 დეკემბრამდე სპეციალური ფორმით ამ კომპენსაციის მიმღებთა სიაში და გადავუგზავნოთ შემოსავლების სამსახურს, თუ არა? გვეუბნებიან, რომ დადგენილებაში წერია: ამ პერიოდში თუ არ აქვს უშუალოდ მიღებული (ანუ საკასო მეთოდის მსგავსად თუ არ ჩარიცხვია) ხელფასი, მაშინ ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, 24 დეკემბრის მერე გასცემთ თუ არაო. დადგენილებაში წერია: „2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს“ და ეს ნიშნავს, უშუალოდ ამ პერიოდში თუ არ გაქვს სახელფასო გაცემა დაფიქსირებულიო, ეკუთვნით კომპენსაციაო, თუმცა მაინც ორაზროვანი ჩანაწერი მგონია. 2) დისტანციური ონლაინ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, ცხადია, არ გვაქვს იმდენი, რაც შეიძლება გვქონოდა დეკემბრის თვეში, რომ არა დაწესებული შეზღუდვები და დაკეტილი მაღაზიები. ჩვენთან ანაზღაურების საბონუსე სისტემაა და ის 50 თანამშრომელი, რომლებსაც ვამუშავებთ და რომლებზეც გავცემთ ხელფასს 30 დეკემბერს, ბუნებრივია ვერ მიიღებენ იმ ოდენობის ანაზღაურებას, რაც შეიძლებოდა ჰქონოდათ შეზღუდვების არარსებობის პირობებში. თუ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე განისაზღვრება იმ კრიტერიუმით, რომ მთავარია 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში არ ჰქონდეთ მიღებული სახელფასო ანაზღაურება, მაშინ რადგან ეს თანამშრომლები ხელფასს მიიღებენ 24 დეკემბრის მერე და თან მიიღებენ შემცირებული რაოდენობით, იქნებ მათაც ეკუთვნით ამ კომპენსაციის მიღება?

2020/12
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

ვართ შპს, გვაქვს გაუნაწილებელი მოგება მხოლოდ საქართველოში არსებული ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც იბეგრება (შეღავათით არ ვსარგებლობთ) სსკ-ის ნორმების შესაბამისად, როგორც 2017 წლის იანვრამდე მიღებული, ასევე 2017 წლის შემდგომ პერიოდში. გადავწყვიტეთ დივიდენდის გაცემა. შპს-ის დირექტორატს გადაწყვეტილი აქვს დივიდენდის გაცემისას ჯერ არ გამოიყენოს მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა და მოგების განაწილება დაბეგრონ მოგების გადასახადით, რადგან თვლიან, რომ ჯერ უნდა გასცენ 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ხოლო სხვა პერიოდში გამოიყენონ მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა დივიდენდის გაცემისას. 1) ვალდებულია თუ არა შპს, როდესაც გასცემს დივიდენდს, ჩათვალოს, რომ ჯერ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება (თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა) და არა 2017 წლის შემდგომ მიღებული? 2) თუ ჩათვლის, რომ ჯერ გასცა 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ექნება თუ არა უფლება შპს-ს (სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე) შემდგომ პერიოდში, როდესაც გასცემს გაუნაწილებელ მოგებას, მიიჩნიოს, რომ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება და ჩაითვალოს ნაწილობრივ, ანუ გაანგარიშება მოახდინოს სსკ 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის (მოგების გადასახადის ჩათვლა) თანახმად?

2020/12
მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

ინდმეწარმემ, რომელიც დღგ-ის გადამხდელია, იყიდა მობილური ტელეფონი იმპორტის გზით და ეს ძირითად საშუალებად უნდა აღიაროს? მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია მაქვს. დღგ შეგვიძლია ჩავითვალოთ?

2020/12
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

დეველოპერმა გააფორმა მიწის რამდენიმე მეპატრონე ფიზიკურ პირთან ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ, სადაც ერთ-ერთი მუხლი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: 1. დეველოპერი საკუთრებაში გადასცემს პირველ მხარეს (მიწის მეპატრონე ფიზიკურ პირებს) 992 კვ.მ ფართებს შავი „კარკასის“ მდგომარეობით და 60.6 კვ.მ კომერციულ ფართებს, რომელიც უნდა აშენდეს ამ მიწაზე; 2. პირველი მხარე ასევე მიიღებს უძრავი ქონების ღირებულებას 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით, შემდეგი წესით: ა) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში – მეორე მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა; ბ) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში – მშენებლობის მიმდინარეობისას, მერვე სართულის ფილის დასხმის შემდეგ არაუგვიანეს 45 დღისა. 3. პირველი მხარე ასევე მიიღებს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში, კომპენსაციის სახით, მშენებლობის დაწყებიდან ყოველთვიურად. კომპენსაციის გაცემა შეწყდება შენობის გადახურვის დასრულებისთანავე (მშენებლობის დასრულების ვადაა 36 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან). გვაინტერესებს: 1) ვინაიდან, მიზეზთა გამო, ვერ ვახერხებთ გადმოცემული მიწის შეფასებას და რეალური ღირებულების დადგენას, მაშინ როგორ შეიძლება გამოვითვალოთ (რა ლოგიკით? ხელშეკრულებაში არსებული მოცემულობები შეიძლება იქნეს გამოყენებული?) ის თანხა, რა თანხადაც უნდა დავსვათ შეძენილი მიწა ჩვენს ბალანსზე? 2) ვინაიდან მიწის მეპატრონეებთან გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გადასაცემ ფართებზე, შესაბამისად ჩაითვლება, რომ დეველოპერი მათ უწევთ სამშენებლო მომსახურებას, ამიტომ დეველოპერმა ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის ხომ არ უნდა აღიაროს გადავადებული შემოსავალი და რა თანხით? ასევე, საგადასახადო მიზნებისთვისაც, ეტაპებად ხომ არ უნდა მოხდეს დაყოფა გასაწევი მომსახურების? შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა როდის ხდება და რა თანხიდან? 3) ხოლო, საგადასახადო კუთხით, დეველოპერმა თუ მშენებლობის დასრულების ბოლოს უნდა აღიაროს შემოსავალი გაწეული მომსახურებიდან, მაშინ რა თანხიდან უნდა მოხდეს დღგ-ით დაბეგვრა – გაწეული მომსახურების საბაზრო ფასიდან მომსახურების დასრულების თარიღით, გაწეულ დანახარჯებს (თვითღირებულებას) + 10% (პირობითად ავიღეთ) ფასნამატიდან, თუ ბინების საკუთრებაში გადაცემის მომენტში (ანუ მშენებლობის დასრულების ბოლოს) მათი საბაზრო ფასიდან (რაც შეიძლება ბევრად განსხვავდებოდეს ხელშეკრულების დადების მომენტში შეძენილი მიწის საბაზრო ფასისგან – იყოს მეტი)? 4) ბოლოს, თუ აღმოჩნდება, რომ ბალანსზე დასმული შეძენილი მიწის ფასი, ერთი მხრივ, და მიწოდებულ მომსახურებას ან/და მიწოდებულ ბინებს + გადახდილი თანხები, მეორე მხრივ, განსხვავდება ერთმანეთისაგან, რა მოსდის სხვაობას?

2020/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ბარტერი
მშენებლობა
პასუხის ნახვა

1) უსასყიდლოდ გაყიდვისას, თუ პროდუქციის სარეალიზაციო ფასი დღგ-ის ჩათვლით 118 ლარია, 118 ლარიანი ზედნადები უნდა გაიწეროს (შენიშვნაში: უსასყიდლოდ და ანგარიშ-ფაქტურას არ ვაგზავნით), თუ დღგ-ის გამოკლებით 100-ლარიანი ზედნადები? როგორ უნდა გატარდეს ბუღალტრული ანგარიშგებით? და დეკლარირებისას ეს თანხა სად უნდა ჩაიწეროს, რომელ გრაფაში? 2) უსასყიდლოდ შეძენისას როგორ უნდა გატარდეს ბუღალტრული ანგარიშგებით? და დეკლარირებისას ეს თანხა სად უნდა ჩაიწეროს, რომელ გრაფაში?

2020/12
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-ს, რომელიც სასტუმროა, მისმა დამფუძნებელმა კომპანიამ უნდა მიყიდოს ამ სასტუმროს გვერდით მდებარე მიწა და ამ მიწაზე მდგარი ღია საცურაო აუზი თავისი დამხმარე ნაგებობით. 1) ეს ხომ ჩაითვლება მთლიანად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად (მიწის და ნაგებობის თანხა ორივე)? 2) დამფუძნებელი კომპანია მყიდველ შპს-ს (სასტუმროს) გამოუწერს ანგარიშ-ფაქტურას მთლიან თანხაზე და სასტუმროს ხომ აქვს უფლება ეს დღგ (მიწის და ნაგებობის თანხიდან გამოთვლილი) ჩაითვალოს სრულად? 3) გამყიდველმა კომპანიამ ანგარიშ-ფაქტურაში ცალკე რომ გამოყოს მიწის და ნაგებობის ფასები, რამე საფრთხეს ხომ არ შექმნის ეს სასტუმროსთვის დღგ-ის მთლიანი თანხის ჩასათვლელად?

2020/12
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა