დედა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა, საკუთრებაში ფლობს არასაცხოვრებელ ფართს (საქართველოში), რომელიც გამოსადეგია კომერციული მიზნით და მისი ღირებულება 100000 ლარზე მეტია. ამ ფართის გაყიდვაზე გენერალური მინდობილობა აქვს მის შვილს, რომელიც დღგ-ის გადამხდელია და ყიდის ამ ფართს სხვა დღგ-ის გადამხდელ იურიდიულ პირზე. შეიძლება თუ არა, რომ ეს გაყიდვა დღგ-ით დაბეგროს და ა/ფ გამოწეროს არა მესაკუთრემ, არამედ მისმა შვილმა, ვინც გაყიდა ეს ფართი მინდობილობით?
1 წელზე მეტი ვადით გაფორმებული იჯარები, რომლებიც სრული ფასს-ების ან მსს ფასს-ის მიხედვით მომუშავე მოიჯარესთან აღირიცხება როგორც აქტივი („გამოყენების უფლება“), ექვემდებარება თუ არა ქონების გადასახადით დაბეგვრას? იჯარით გამცემიც და მიმღებიც – საქართველოს რეზიდენტი კომპანიებია.
კორპორატიული ღონისძიების ფარგლებში, როდესაც მოვახდენთ თანამშრომლების ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე, რამდენად შეიძლება ეს წარმომადგენლობით ხარჯად ჩავთვალოთ და არ დავბეგროთ საშემოსავლოთი?
კოვიდის ფართო მასშტაბით გავრცელებასთან დაკავშირებით, თანამშრომლები გადაგვყავს ჩვენი დაქირავებული ტრანსპორტით სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, რათა კოვიდის გავრცელების რისკი შევამციროთ. სსკ 101-ე მუხლის მიხედვით, რამდენად ექვემდებარება ეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას?
მიმწოდებელმა გამომიწერა ინვოისი ვალუტაში და გადავრიცხეთ ავანსი გადახდის დღის კურსის მიხედვით, ხოლო ზედნადები გამოწერა გამოწერის თარიღის კურსის მიხედვით. ჩარიცხული თანხის მიხედვით არ უნდა გამოეწერათ?
ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულებას გვიხდიან ნაღდით (საქართველოს ტერიტორიაზე) და შესაბამის თანხაზე ლარში ჩეკი უნდა ამოვარტყათ? შეგვიძლია დამატებით შემოსავლის ორდერზეც მოვაწერინოთ ხელი.