ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალება, კერძოდ ჰესი, ექსპლუატაციაში შესვლის დროს დღგ-თი იბეგრება თუ არა? ხომ არ არსებობს რამე გამონაკლისი მასთან დაკავშირებით?

2020/10
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საქონლის მიმწოდებელთან შეთანხმება გაფორმებული იყო ლარებში, ოღონდ კონკრეტული დღის სავალუტო კურსით საქონლის გადმოწერისა და ამავე კურსით თანხის გადარიცხვის შესახებ, თუმცა გადარიცხვა დაგვიანდა და კურსის აწევის გამო მიმწოდებელს წარმოექმნება ზარალი. შეიძლება თუ არა მიმწოდებელს თანხა გადავურიცხოთ კურსის აწევით წარმოქმნილი ზარალის ასანაზღაურებლად? ასეთ გადარიცხულ თანხას რა კლასიფიკაცია შეიძლება მიეცეს?

2020/10
მოგების გადასახადი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის მონაცემებით უწევს ქონების გადასახადის დეკლარირება, საკუთრებაში ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, რომელიც 2019 წლის ნოემბერში შეიძინა. ამ ავტომანქანაზე, ქონების გადასახადი სრული ღირებულებიდან უნდა გადაიხადოს თუ წლის მანძილზე საკუთრებაში არსებული დროის პროპორციულად?

2020/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

აქციზის გადასახადი რომელი განაკვეთით უნდა დავითვალო არაყის იმპორტისას, 40% ალკოჰოლის შემცველობით? კონკრეტულად, რომელი სასაქონლო კოდი აქვს?

2020/09
აქციზი
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

2020 წლის პერიოდში არარეზიდენტ ფიზიკურ პირს საწარმომ აჩუქა პირობითად 3000 ლარი. გვაინტერესებს, ჩაითვლება თუ არა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად (სსკ 104-ე მუხლის მიხედვით) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი (ნაჩუქარი) და რა განაკვეთით დაიბეგრება? თუ კი, მაშინ სსკ 134-ე მუხლით ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი დაიბეგრება 10%-ით? თუ ჩაითვლება სსკ 97-ე მუხლის თანახმად უსასყიდლო მიწოდებად, მაშინ დაიბეგრება 15%-ით მოგების გადასახადით თუ როგორც რეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაიბეგრება 20%-ით საშემოსავლო გადასახადით?

2020/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შპს-ს, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი და მე-4 კატეგორიის საწარმო, წლების წინ ჩაურიცხა დებიტორმა ზედმეტად 100 ლარი და მას მერე არის ეს თანხა ზედმეტად. არ გამოდის თანხის უკან დაბრუნება. გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად სწორია ჩემი ბუღალტრული გატარებები? დ-ტი 1410 კ-ტი 6190 84.75, დ-ტი 1410 კ-ტი 3330 15.25 (დღგ). წლის დასასრულს, გადაფარვა 5310 ანგარიშზე: დ-ტი 6190 კ-ტი 5310 84.75. დღგ-ის დეკლარაციაში რომელ უჯრაში უნდა მივუთითოთ მოცემული დაბეგვრა?

2020/09
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა