ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი
მშობელი კომპანია არის რეზიდენტი შპს (რომელიც იბეგრება „ესტონური მოდელის“ მიხედვით) და მე-4 კატეგორიის საწარმო ინდივიდუალურად. მშობელი კომპანიის მიერ 100%-იანი წილობრივი (100 აშშ დოლარი საწესდებო კაპიტალით, რომელიც დღემდე არ შეუვსია) მონაწილეობით დაფუძნებულია შვილობილი რეზიდენტი შპს თიზ-ში, რომელიც ასევე არის „ესტონურ მოდელზე“ და ისიც ინდივიდუალურად არის მე-4 კატეგორიის საწარმო. კონსოლიდირებულად 2019 წელთან მიმართებით ისინი ქმნიან მე-3 კატეგორიის ჯგუფს.
მშობელი კომპანია 2019 წლის მანძილზე გასცემდა შუალედურ დივიდენდებს თავის 100-იან დამფუძნებელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ბეგრავდა „ესტონური მოდელის“ შესაბამისად. 2019 წლის ბოლოს ინდივიდუალური შედეგების შეჯამებით მშობელ კომპანიას კიდევ დარჩა გასანაწილებელი მოგება. თუმცა, შვილობილი კომპანია 2019 წელს გავიდა ზარალზე და ჯგუფის კონსოლიდირებული შედეგებით მშობელი კომპანიის დარჩენილი გასანაწილებელი მოგება აღარ აღმოჩნდა საკმარისი შვილობილი კომპანიის ზარალის გადასაფარად.
აღნიშნულ სიტუაციაში მშობელ კომპანიას რამე საგადასახადო რისკი ხომ არ უჩნდება განაწილებულ დივიდენდებთან მიმართებაში? ან ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის რამე დარღვევას ხომ არ აქვს ადგილი მშობელი კომპანიის მხრიდან? მშობელი კომპანია თავის წილს შვილობილ კომპანიაში ინდივიდუალური ანგარიშგების შედგენისას აღრიცხავს თვითღირებულების მოდელით.
2020/11
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
დივიდენდები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა
კრიპტოვალუტით ოპერაციებში არის შემთხვევები, როდესაც მისი შეძენის ან/და გამყიდველის მსურველს სურს აღნიშნული ტრანზაქცია განახორციელოს ნაღდი ფულით.
მაგალითი 1. მოვიდა კლიენტი, მოიტანა 500 აშშ დოლარი და მისი შესაბამისი რაოდენობის კრიპტოვალუტა იყიდა;
მაგალითი 2. მოვიდა კლიენტი, მოგვყიდა 500 აშშ დოლარის რაოდენობის კრიპტოვალუტა და მას ხელზე გადავეცით 500 აშშ დოლარი.
ასეთი ტრანზაქციების შემთხვევაში სჭირდება თუ არა კომპანიას სალარო აპარატი? ორივე სახის გარიგებაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
ვართ თიზ-ის საწარმო. 1) უცხოეთიდან შემოგვაქვს სამშენებლო მასალები (თიზ-ის ტერიტორიაზე ვაშენებთ საწარმოს შენობას). ამ შემოტანის დეკლარაციებში საბაჟოზე გვიწერენ საწყობის რეჟიმს (და არა იმპორტის რეჟიმს). ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ გვპასუხობენ, რომ ასე უნდა იყოს. ასეა მართლა?
2) ასევე შემოგვაქვს გარკვეული საქონელი თურქეთიდან, რომელსაც მერე ვყიდით სხვა უცხოურ ქვეყანაში. შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ისევ უთითებენ საწყობის რეჟიმს, ხოლო გატანისას დგება დეკლარაცია ნაბეჭდი სახით, რომელიც არ ჩანს ელექტრონული სახით ჩვენს პირად რს-ზე (საბაჟო ოპერაციებში) და ვერ ვხვდებით, რატომ. აღნიშნულ გატანის დეკლარაციას არ აწერია ექსპორტის რეჟიმი, არამედ აწერია „საერთაშორისო გადაზიდვა“ (მინიჭებული აქვს D ნომერი). სწორია ასეთი სახით შედგენილი საბაჟო დოკუმენტაცია?
2020/11
საბაჟო
გადასახდელები
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
იმპორტი,
ექსპორტი
პასუხის ნახვა
თუ თიზ-ში რეგისტრირებულმა საწარმომ განახორციელა მისთვის აკრძალული მომსახურების შეძენა/მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან/პირისათვის, მაშინ რა სანქციები თუ გადასახადები ემუქრება თიზ-ის საწარმოს? მას ჩამოერთმევა თიზ-ის სტატუსი, თუ უბრალოდ ეს მისთვის აკრძალული ოპერაციები დაიბეგრება ჩვეულებრივ, მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით?
2020/11
დღგ
მოგების გადასახადი
სხვა
გადასახადები
და
სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
საწარმოს ბალანსზე ირიცხება შემდეგი აქტივები:
1) ძირითადი საშუალებები (კომპიუტერები, ავეჯი, საოფისე ინვენტარი და სხვ.);
2) იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა;
3) საგადასახადო (ბარათზე) ზედმეტობა.
საწარმო არ ფლობს სმფ-ებს და დებიტორულ მოთხოვნებს.
გვსურს ყველა ძირითადი საშუალებების მიწოდება სხვა საწარმოსთვის ერთი ოპერაციით. ჩაითვლება თუ არა აღნიშნული ოპერაცია საწარმოს მიწოდებად და გათავისუფლდება თუ არა დღგ-ისგან? ასევე, აქტივების მიმღებ საწარმოს ვუთმობთ იჯარის უფლებას (ხელშეკრულებაში შეიცვლება მოიჯარე მხარე) იმ ფართზე, რომელშიც განთავსებულია ძირითადი საშუალებები.
იმპორტირებული საქონლის დავალიანების დაგვიანებით გადახდაზე არარეზიდენტი მიმწოდებელი იურიდიული პირისთვის (ოფშორი არ არის) გადახდილი ჯარიმა იბეგრება თუ არა გადასახადით გადახდის წყაროსთან? რუსეთში არის თანხა გადახდილი.
2020/11
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა