ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

დღგ-ის გადამხდელი შპს 2017 წლიდან აშენებს მრავალბინიან კორპუსებს. ერთ-ერთი ასაშენებელი კორპუსის საერთო ფართი პირობითად შეადგენს 1000 კვ.მ-ს, ხოლო მშენებლობის ხარჯი შეადგენს 800 000 ლარს. გვაინტერესებს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები: 1) როდის და რა თანხით მოხდება დღგ-ის დარიცხვა/დეკლარაციაში ასახვა (ამ თანხაზე და კვ.მ-ზე რომ განვიხილოთ)? კერძოდ: 1-ლი ვარიანტი. მიწის მფლობელ ფიზიკურ პირთან დადებული პირობით ხდება ნაკვეთის შეძენა, პირობითად 100 000 ლარის სანაცვლოდ (თანხა ფიზიკურმა პირმა მიიღო ხელშეკრულების გაფორმებისას 2018 წლის 1 იანვარს) და ამასთან, მას გადაეცემა აშენებული ფართიდან 100 კვ.მ თეთრი კარკასი (მიახლოებითი ღირებულებით 200 000 ლარის). პირობითად მშენებლობა დაიწყო 2018 წლის 2 იანვრიდან, 2018 წლის ნოემბერში დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება მშენებარე ფართზე (შესრულებულია სამუშაოების 50%), ხოლო შემდგომ გრძელდება ფართის მოყვანა თეთრ კარკასამდე; მე-2 ვარიანტი. ფიზიკური პირისთვის ანაზღაურება ხდება თანხით 2018 წლის 1 იანვარს 100 000 ლარის ოდენობით და სხვა მიწაზე აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემით 2018 წლის ნოემბერში. 2) პირობითად აღნიშნული მშენებლობა დაწყებულია 2017 წლის 1 იანვარს. წინარე ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის მარტში (მშენებარე ფართზე სამუშაოები შესრულებულია 50%). სულ სამუშაოები დასრულდა და ჩაბარდა 2019 წლის ივლისში. ეს ჩაითვლება როგორც: 1. ფართის (საქონლის მიწოდება), ხოლო შემდგომ: 2. მომსახურების გაწევა? რა თანხით და როდის იქნება დღგ-ით დასაბეგრი მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის გადაცემული ფართი, და სხვა მყიდველი პირებისთვის გადაცემული ფართები? 3) როგორც ვიცით, საგადასახადო მაკონტროლებელ ორგანოს აქვს ასეთი მიდგომა: 10% ფასნამატს ითვალისწინებენ ბარტერის (მშენებლობისას აშენებული ფართის მიწის მფლობელი ფიზიკური პირისათვის გადაცემის შემდგომ მომსახურების) შემთხვევაში და როგორ გამოითვლება ეს 10%? შედის თუ არა ფიზიკური პირისთვის მიღებული 100 000 ლარი (მიწის საფასური) აშენებული ფართების ხარჯის მთლიან ღირებულებაში (100 000 ლარი (მიწის ნაკვეთის მიღებისას ფიზიკური პირისთვის გადაცემული თანხა) გარდა მშენებლობის ხარჯისა 800 000 ლარი)? 10% ფასნამატის დათვლისას გაითვალისწინება თუ არა 100 000 + 800 000 ხვედრითი წილის + 10% მომსახურების, თუ წინარე ხელშეკრულება დაიდო და პირობითად 50% არის დასრულებული? თუ არის შესაძლებელი, აღნიშნული საკითხები განვიხილოთ პირობითად გარკვეული თანხით, გადაცემული ფართების კონკრეტული დროის მონაკვეთით, რათა შესაძლებელი იყოს მარტივად აღქმა.

2020/11
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ასაშენებელი ფართების შიდა განვადებით სხვა ფიზიკური პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში (პირობითად აშენებულია მისაცემი ფართების 50% და დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში), ხომ არ ჩაითვლება, რომ გადაცემულია ფართები ლიზინგით და ქონების გადასახადის მიზნებისთვის შპს დაიბეგრება?

2020/11
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი შპს 2017 წლიდან აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს. გვაინტერესებს: მშენებლობისას, როდესაც ხდება ფიზიკური პირისთვის ბინის დაქირავება ასაშენებელი ფართის მიწოდებამდე (როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს ქირის გადახდას, ან არ ითვალისწინებს; ორივე შემთხვევა რომ განვიხილოთ) და შპს იხდის ქირის თანხას, ფიზიკური პირისათვის ფართის ქირავნობისას გადახდილ თანხებზე დაიბეგრება თუ არა რაიმე გადასახადით შპს?

2020/11
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
იჯარა
მშენებლობა
პასუხის ნახვა

შპს X-ს 2020 წლის მარტში გასესხებული აქვს შპს Y-ზე 1600000 ლარი, საიდანაც მაისის თვეში დაბრუნდა 300000 ლარი, დანარჩენი თანხის დაბრუნებას კი შპს Y სავარაუდოდ ვერ შეძლებს. აღნიშნულ სესხზე ყოველთვიურად ვარიცხავთ სესხის პროცენტს. ორივე კომპანიას ჰყავს საერთო დამფუძნებლები, და იბეგრებიან მოგების გადასახადის „ესტონური მოდელის“ შესაბამისად. გვაინტერესებს, შპს X-ის მიერ ამ სესხის პატიების შემთხვევაში, რომელიმე მხარეს გადასახადის გადახდის ვალდებულება თუ დაეკისრება.

2020/11
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ფიზიკურ პირს სურს აღნაგობის უფლებით გადასცეს მიწა შპს-ს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თვითონ არის (შპს-ს ჰყავს 2 დამფუძნებელი). ვთქვათ, შპს უფრო ადრე დაიხურა, ვიდრე აღნაგობის პერიოდია. რა ხდება მაგ დროს?

2020/11
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

1) რა განსხვავებაა ვირტუალური ზონის პირსა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსს შორის? ორივე ხომ ძირითადად ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობენ? 2) რას ნიშნავს ახალი ცვლილებით, რომ საერთაშორისო კომპანიის მოწილე მინიმუმ 2 წელი უნდა საქმიანობდეს №619 დადგენილებით? ანუ თუ არ საქმიანობს, მინიმუმ 2 წელი ვერ დაარეგისტრირებს საერთაშორისო კომპანიას?

2020/10
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა