ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

არარეზიდენტის წარმომადგენლობა ან/და ფილიალი, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში, რა გადასახადებით შესაძლოა დაიბეგროს საგადასახადო კოდექსის თანახმად?

2020/10
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

სსკ-ში შესული ცვლილებით, იჯარით აღებული ქონების დაბრუნებისას, დღგ-ის მიზნებისთვის აღარ ითვლება მიწოდებად იჯარით აღებული ქონების (კეთილმოწყობის შემდგომ ნარჩენი თანხის ჩათვლით) დაბრუნება. მაგრამ თუ პირიქით მოხდა და ფიზიკურმა პირმა, როგორც მოიჯარემ, დაუბრუნა (გარემონტებული) საიჯარო ქონება მეიჯარე შპს-ს, ეს ხომ არ ჩაითვლება მიწოდებად?

2020/10
დღგ
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-მ 2015 წელს იჯარით აიღო კომერციული ფართი, რომელიც გარემონტდა, მოიჯარის ბალანსზე აღიარდა რემონტი როგორც სხვისი ქონების კეთილმოწყობა და დასმულ იქნა ძირითად საშუალებად, დაერიცხა ცვეთა, ხოლო 5 წლის გასვლის შემდგომ განულდა აღნიშნული ძირითადი საშუალება (კეთილმოწყობა). ფართი ისევ არის იჯარით მოიჯარის მფლობელობაში. გვაინტერესებს, ხომ არ უნდა მოხდეს განულებული კეთილმოწყობის (ჩატარებული რემონტის) აფასება? ქონების მიზნებისთვის ხომ არ ჩაითვლება, რომ უნდა მომხდარიყო აფასება (ჩატარებული რემონტის) და ქონების გადასახადის დარიცხვა?

2020/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
იჯარა
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

გთხოვთ, მოგვწეროთ დაბეგვრის რეჟიმი და განაკვეთები შემდეგი ოპერაციებისთვის: იურიდიული პირი A ფლობს მეორე იურიდიული პირის B-ს წილს, რომლის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს. ამ A იურიდიული პირის მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირები. ფიზიკურ პირებს უნდათ წილის რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდება.

2020/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

როდესაც პლასტიკური ბარათით „ონლაინ“ ვიხდი უცხოეთში არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, ამონაწერში არ ფიქსირდება თანხის მიმღების ვინაობა. ამ დროს ორივე გადასახადით ხომ არ მექნება დასაბეგრი, როგორც არარეზიდენტის საშემოსავლოთი 20%, ასევე არარეზიდენტის დღგ-ით, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში შეიძლება არცერთი გადასახადი ეკუთვნოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვადასტურებ თანხის მიმღების ვინაობას?

2020/10
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) შპს „ა“-მ 2019 წლის პერიოდში სესხი გასცა 100 000 ლარის ოდენობით რეზიდენტ ფიზიკურ პირზე. შპს „ა“-მ 100 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით (/0,85*15%). 2020 წელს შპს „ა“-მ აღნიშნული მოთხოვნა მიაწოდა შპს „ბ“-ს 80 000 ლარად. შპს „ბ“-მ შპს „ა“-სთვის თანხის გადახდის მომენტში დაბეგრა 15%-ით (80 0000/0,85*15%-ზე), ხოლო შპს „ა“-მ ჩაითვალა ადრე გადახდილი 15% (80000/0,85*15%) მოგების გადასახადი. გარკვეული პერიოდის შემდგომ შპს „ბ“-მ აჩუქა (ჩამოაწერა) აღნიშნული მოთხოვნა ფიზიკურ პირს. გვაინტერესებს, ფიზიკურ პირზე მოთხოვნის ჩუქებისას დასაბეგრია თუ არა გადახდის წყაროსთან თავდაპირველი 100000 ლარი? 100000*20% სსკ 154-ე მუხლით? რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება შპს „ბ“-ს აღნიშნულ ქმედებებზე? 2) გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება 2619-ე „მენუალში“ ასახულ ოპერაციებთან დაკავშირებით, თითოეულ შპს-ს (თავდაპირველ შპს-ს, რომელმაც 100000 ლარის მოთხოვნა გადასცა და შპს „ბ“-ს, რომელმაც ჩამოწერა ეს მოთხოვნა გარკვეული ხნის შემდგომ) რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრება?

2020/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა