ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

ვთქვათ, მცირე მეწარმე საქმიანობს სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მოჰყავს ყურძენი და კარტოფილი შემდგომი რეალიზაციისთვის. 2019 წლის სექტემბერში პირობითად მოყვანილ იქნა 205 000 ლარის კარტოფილი, რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის იანვარში. 1) ჩაითვლება თუ არა ბასს 41 სტანდარტის შესაბამისად, რომ ნაყოფის მოყვანის პერიოდში (სექტემბერი) ერთობლივ შემოსავალში ასასახია და დასაბეგრია თუ არა 2019 წლის სექტემბრის პერიოდში 1% გადასახადით (როგორც მცირე მეწარმე)? თუ ნაყოფის მიღება შემოსავალშია ჩასათვლელი, მაშინ გამოდის, რომ მცირე მეწარმე, რადგან ხარჯს ვერ გამოიქვითავს ბასს სტანდარტით, უნდა აღიაროს შემოსავლად და დაბეგროს სექტემბერში 1%-ით? 2) თუ არის შესაძლებელი ბუღალტრული გატარებები მიეთითოს, რამდენად სწორია: ხარჯი დ-ტი 7000 კ-ტი 1610; როდესაც მოსავალს იღებენ: დ-ტი 1610 კ-ტი 8100; შემდგომ რეალიზაცია: დ-ტი 1410 კ-ტი 6100 და დ-ტი 7210 კ-ტი 1610? 3) თუ ნაყოფის მიღების პერიოდში სტანდარტების მიხედვით უნდა აისახოს ერთობლივ შემოსავალში, მისი 1% გაითვალისწინება თუ არა წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვის დაანგარიშებაში?

2020/10
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

იმ შემთხვევაში, როდესაც შპს-ს აქვს საგადასახადო ვალდებულება და ამ პერიოდში ჩვენ ვახორციელებთ მისთვის თანხის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით, ეს იქნება თუ არა ჩვენი მხრიდან მისთვის გადასახადებისათვის თავის არიდების ხელშეწყობა? აღნიშნული ოპერაციის განხორციელება ჩვენი მხრიდან (როდესაც ჩვენ ვართ თანხის გადამხდელი და არა მიმღები) წარმოადგენს თუ არა რამე დარღვევას?

2020/10
სხვა გადასახადები და სანქციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალება, კერძოდ ჰესი, ექსპლუატაციაში შესვლის დროს დღგ-თი იბეგრება თუ არა? ხომ არ არსებობს რამე გამონაკლისი მასთან დაკავშირებით?

2020/10
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საქონლის მიმწოდებელთან შეთანხმება გაფორმებული იყო ლარებში, ოღონდ კონკრეტული დღის სავალუტო კურსით საქონლის გადმოწერისა და ამავე კურსით თანხის გადარიცხვის შესახებ, თუმცა გადარიცხვა დაგვიანდა და კურსის აწევის გამო მიმწოდებელს წარმოექმნება ზარალი. შეიძლება თუ არა მიმწოდებელს თანხა გადავურიცხოთ კურსის აწევით წარმოქმნილი ზარალის ასანაზღაურებლად? ასეთ გადარიცხულ თანხას რა კლასიფიკაცია შეიძლება მიეცეს?

2020/10
მოგების გადასახადი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის მონაცემებით უწევს ქონების გადასახადის დეკლარირება, საკუთრებაში ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, რომელიც 2019 წლის ნოემბერში შეიძინა. ამ ავტომანქანაზე, ქონების გადასახადი სრული ღირებულებიდან უნდა გადაიხადოს თუ წლის მანძილზე საკუთრებაში არსებული დროის პროპორციულად?

2020/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

აქციზის გადასახადი რომელი განაკვეთით უნდა დავითვალო არაყის იმპორტისას, 40% ალკოჰოლის შემცველობით? კონკრეტულად, რომელი სასაქონლო კოდი აქვს?

2020/09
აქციზი
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა