2020 წლის პერიოდში არარეზიდენტ ფიზიკურ პირს საწარმომ აჩუქა პირობითად 3000 ლარი. გვაინტერესებს, ჩაითვლება თუ არა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად (სსკ 104-ე მუხლის მიხედვით) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი (ნაჩუქარი) და რა განაკვეთით დაიბეგრება? თუ კი, მაშინ სსკ 134-ე მუხლით ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი დაიბეგრება 10%-ით?
თუ ჩაითვლება სსკ 97-ე მუხლის თანახმად უსასყიდლო მიწოდებად, მაშინ დაიბეგრება 15%-ით მოგების გადასახადით თუ როგორც რეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაიბეგრება 20%-ით საშემოსავლო გადასახადით?
შპს-ს, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი და მე-4 კატეგორიის საწარმო, წლების წინ ჩაურიცხა დებიტორმა ზედმეტად 100 ლარი და მას მერე არის ეს თანხა ზედმეტად. არ გამოდის თანხის უკან დაბრუნება. გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად სწორია ჩემი ბუღალტრული გატარებები?
დ-ტი 1410 კ-ტი 6190 84.75,
დ-ტი 1410 კ-ტი 3330 15.25 (დღგ).
წლის დასასრულს, გადაფარვა 5310 ანგარიშზე:
დ-ტი 6190 კ-ტი 5310 84.75.
დღგ-ის დეკლარაციაში რომელ უჯრაში უნდა მივუთითოთ მოცემული დაბეგვრა?
გვაქვს ობიექტი მაღალმთიან რეგიონში და გვყავს მენარდე ფიზიკური პირები, რომლებსაც მოტანილი აქვთ ცნობა საგადასახადოდან და გამგეობიდანაც საგადასახადო შეღავათისათვის. არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს მათ მიერ გაწეული მომსახურების საზღაურის მიღების დროს, ეკუთვნით შეღავათი მაღალმთიან რეგიონში მუშაობის გამო თუ არა?
საწარმოს თანამშრომლები სარგებლობდნენ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევით, რასაც საწარმო ანაზღაურებდა (საწარმოს და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად), ანუ საწარმო იხდიდა სადაზღვევო პრემიის თანხასაც და „აგროსილ“ თანხაზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადსაც.
საწარმოს და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულება იგივე დარჩა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საწარმო თვითონ კი აღარ იხდის თანამშრომლის სადაზღვევო პრემიის თანხას, როგორც ადრე, არამედ უკავებს თანამშრომელს აღნიშნულ სადაზღვევო პრემიის თანხას და რიცხავს სადაზღვევო კომპანიაში.
გთხოვთ გვიპასუხოთ, ამ შემთხვევაში საწარმოს მაინც მოუწევს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა აღნიშნულ სადაზღვევო პრემიაზე (რომელსაც თანამშრომელს უკავებს ხელფასიდან) და გადახდა ბიუჯეტში?
ასევე გთხოვთ ბუღალტრულ გატარებებს ამ უკანასკნელ შემთხვევაში.
აღრიცხვაზე არმყოფ რეზიდენტ ფიზიკურ პირს კომპანიამ გაუფორმა მომსახურების ხელშეკრულება 150000 ლარზე. კომპანიამ ამ თანხიდან დააკავა 2% საპენსიო, დააკავა საშემოსავლო 20% და დარჩენილი თანხა 117600 ლარი ჩაურიცხა ფიზიკურ პირს.
ამ ფიზიკურ პირს დაუდგება თუ არა ვალდებულება, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად?
საწარმოში ნულოვანი საწესდებო კაპიტალით წილი განაწილებულია 3 დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე: 1. 50%; 2. 29%; 3. 21%. თითოეულმა მათგანმა ძირითადი საშუალებების შესაძენად ჩარიცხა 45000 ლარი და ე.ი. შეძენილია სულ 135000 ლარის ძირითადი საშუალება, რაზეც საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა პროცენტიანი სასესხო ხელშეკრულება. 10 თვის მუშაობის შემდეგ საწარმოდან გადის 50% წილის მქონე პირი და 50% სანაცვლოდ დარჩენილი პარტნიორებისაგან იღებს ამ უკანასკნელთა პირად საკუთრებაში არსებულ 1000 და 1000 კვ.მ, ე.ი. სულ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულება მიახლოებით 30000 ლარია. აქედან გამომდინარე:
1) გამსვლელი 1-ლი პირი დაიბეგრება: ა) 30000-0=30000 ლარიდან და არ იქნება გათვალისწინებული მისი წვლილი საწარმოს ქონების შექმნაში 45000 ლარი?
ბ) თუ 45000-30000=15000-დან? ამ უკანასკნელის სახელით, დამფუძნებელთა კრების ოქმში ხომ არ უნდა გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ის თმობს წილთან ერთად მოთხოვნას სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე? და ვის მიმართ თმობს, დარჩენილი პარტნიორების სასარგებლოდ თუ საწარმოს სასარგებლოდ?
2) საწარმოში პარტნიორად დარჩენილი ორი პირი აპირებს ამ საწარმოს ქონების გაყიდვას და პირველ რიგში საწარმოზე მათ მიერ გაცემული სესხების ამოღებას. როგორ დაიბეგრებიან ისინი და საწარმოს სარგებელში ხომ არ ჩაეთვლება 1-ლი კითხვიდან გამომდინარე 1-ლი პირის გასვლიდან, მისგან ნაპატიები სესხი (თუ ასეთად ჩაითვლება) საწარმოსთვის?