შპს X-მა 49 წლის ვადით სახელმწიფოსაგან იჯარით აიღო მიწის ფართი და შენობა-ნაგებობები იმ პირობით, რომ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს შენობებს. აღნიშნული იჯარა შპს X-ისთვის არის ვალდებულებიანი: გარდა იჯარის საფასურის გადახდისა, რაც არის 50000 ლარი წელიწადში. შპს X-მა ამ ობიექტის განვითარებაში უნდა განახორციელოს 00000000 ლარის ინვესტიცია. აშენებული შენობები ექსპლუატაციაში შესვლისთანავე გადაეცემა სახელმწიფოს, თუმცა ამის გამო იჯარის ვადა ან საფასური ან სხვა პირობები არ იცვლება და მათ კვლავინდებურად იყენებს მოიჯარე ანუ შპს X. მიწაზე აღნაგობის უფლება არ გვაქვს, ამიტომ შენობები ექსლუატაციაში შესვლისთანავე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებაში.
ჩვენი შეკითხვები ასეთია:
1) შპს X-ის მიერ 49-წლიანი იჯარით აღებული ქონება საბუღალტრო აღრიცხვის რომელ ანგარიშებზე უნდა აღირიცხოს?
2) შპს X-ის მიერ 49-წლიანი იჯარით აღებულ ქონებაზე ვალდებულებით განხორციელებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები რომელ ანგარიშებზე უნდა აღირიცხოს?
3) შპს X-ის მიერ აშენებული ქონების მეიჯარეზე (სახელმწიფოზე) გადაცემა როგორ უნდა აღირიცხოს?
შპს X ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით.
2017 წ. ნოემბერში შევისყიდეთ ვენახი (13 000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ვაზი: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი და ხიხვი) მოვლით, საბოლოო გახარებამდე მიყვანით. ამ შესყიდვის შემდეგ გარკვეული დანახარჯები გაიწია ვენახის მოვლაზე და იმ მდგომარეობამდე მიყვანამდე, სანამ ნაყოფს გამოიღებდა. აღრიცხვა მოხდა შესაბამისად 2120-ზე და შემდგომ აღიარდა ძირითად საშუალებად.
ვმუშაობთ ფასს-ების სრული ვერსიის მიხედვით. რამდენადაც ბასს 41-ში არის მითითებული (მე 4 პუნქტი), ვაზი აკმაყოფილებს ნაყოფის მომცემი კულტურის განმარტებას და მიეკუთვნება ბასს 16 ის მოქმედების სფეროს, თუმცა მის ნაყოფზე – ყურძენზე, ვრცელდება ბასს 41. ვაზის ღირებულება განსაზღვრულია თვითღირებულებით.
საკითხი ჩვენთვის ახალია, რადგან პირველი მოსავლის მიღება ხდება 2020 წელს. გვაინტერესებს შემდეგი:
1) რის მიხედვით უნდა განისაზღვროს ვაზის სასარგებლო მომსახურების ვადა, ანუ რის მიხედვით დავარიცხოთ ცვეთა?
2) რის მიხედვით უნდა იქნას დამოწმებული, რომ პირველი ნაყოფი ვაზმა გამოიღო 2020 წელს?
3) მიღებული ნაყოფის რაოდენობა რომ იყო X კგ, ამას რა დოკუმენტების წარმოება სჭირდება?
4) რის მიხედვით განისაზღვრება მიღებული ნაყოფის თვითღირებულება?
5) ვაპირებთ მოწეული ყურძნის რეალიზებას. ამგვარი რეალიზებისათვის, თუ არის დამატებით რაიმე ნებართვა საჭირო (რადგან საკვები პროდუქტია)?
6) მიღებული ნაყოფის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის თუ არსებობს რაიმე რეგულაციები?
7) ამგვარი გაყიდვები რა დამატებით პროცედურებს მოითხოვს ჩვენგან, რომ რაიმე სახის პრობლემებს არ წავაწყდეთ? აგვისტოში დაიწყო მყიდველებთან მოლაპარაკებები და გვინდა გამართულად წარვმართოთ პროცედურა.
ადგილის ფიზიკურად არარსებობის გამო, 2005-2010 წლების საბუთები შეგვიძლია თუ არა გავანადგუროთ? თუ შეგვიძლია, რა ხანდაზმულობის მქონე საბუთების განადგურება შეგვიძლია და ხომ არ გვჭირდება ამაზე დამატებით რაიმე ნებართვა შემოსავლების სამსახურიდან?
სამშენებლო კომპანიამ ბარტერით შეიძინა მიწა ფიზიკური პირისაგან, რომელსაც სანაცვლოდ უნდა გადასცეს ამ მიწაზე აშენებული საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ბინა. გააფორმეს „უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულება და დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. აღნიშნულ ხელშეკრულებაში არის ასეთი პუნქტები:
„პუნქტი 8.5. სამშენებლო კომპანია ვალდებულია შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვა მიიღოს წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ექვსი თვის ვადაში...“
„პუნქტი 8.6. სამშენებლო კომპანია ვალდებულია საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის ნებართვის გაცემიდან სამი თვის ვადაში მოახდინოს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, როგორც მშენებარე. სამშენებლო კომპანია ასევე ვალდებულია, რეგისტრაციის განხორციელებიდან სამოცი დღის ვადაში განახორციელოს ფიზიკურ პირზე გადასაცემი ფართების იდენტიფიკაცია და მისი რეესტრში წინარე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია ფიზიკური პირისთვის...“
„პუნქტი 12.1. სამშენებლო კომპანიის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან ორი თვის ვადაში მშენებლობის არდაწყების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს აქვს უფლება ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს გარიგების საგნის დაბრუნება...“
„პუნქტი 12.5. თუ სამშენებლო კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღებიდან თორმეტი თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლის არანაკლებ 3 (სამი) სართულის აშენებას, ფიზიკურ პირს აქვს უფლება ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს გარიგების საგნის და განხორციელებული მშენებლობის სრულად დაბრუნება/საკუთრებაში აღრიცხვა...“
ჩვენ ვიცით, რომ ბარტერის დროს სამშენებლო მომსახურება დღგ-ით შეიძლება დაიბეგროს მომსახურების ბოლოს სრულად ან რაღაც ეტაპების მიხედვით. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხომ არ ჩაეთვლება სამშენებლო კომპანიას რამე ეტაპების შესრულებად და ხომ არ მოუწევს დღგ-ით დაბეგვრა ამ თითოეული პუნქტის მიხედვით, პროპორციულად?
1) შპს X-ს აქვს ვალები. ასევე ვალები აქვს შპს X-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს ბ.-ს. გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა/აკრძალვა შეიძლება დაედოს სხვა შპს Y-ის ქონებას/წილს?
2) შპს Z არის მისი მეუღლის, ნ.-ის საკუთრებაში. ნ.-ის ქონებასაც შეეხება ეს? ანუ გაითვალისწინება ოჯახის ქონება თუ პირადი ქონება მხოლოდ? არის ყადაღა/აკრძალვა/ინკასო ჩვეულებრივი და ასევე საგადასახადო და მათ, როგორც ვიცი, სხვადასხვა დატვირთვა აქვს.