ჩვენს შპს-ს (მე-4 კატეგორიის საწარმოა) ინტერნეტ-მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, კერძოდ, Shopify International Limited-ი. ეს მომსახურება ჩვენი ინტერნეტ საიტის ყოველთვიური მომსახურებაა. არ გვაქვს Shopify International Limited-ის რეზიდენტობის ცნობა. გთხოვთ გვიპასუხოთ:
1) რა გადასახადებით დაიბეგრება ჩვენი შპს ამ შემთხვევაში?
2) მომსახურების ღირებულება იჭრება ბანკიდან ავტომატურად, კერძოდ ინვოისი გამოწერილია 29 დოლარზე და თანხის ჩამოჭრა PayPal-ის მეშვეობით ხორციელდება 30.63 დოლარი. მოცემული შემთხვევის დროს, დასაბეგრი ბაზა საიდან იანგარიშება? გადახდის დანიშნულებაა Basic Shopify plan.
თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანია „ა“-ს ქვეიჯარით აღებული აქვს მიწა და მასზე მდგარი 4 კედელი თიზ-ში რეგისტრირებული სხვა კომპანიისგან (რომელსაც თავის მხრივ ეს სახელმწიფოსგან აქვს აღებული იჯარით). ამ ობიექტზე კომპანია „ა“-მ დახარჯა დაახლოებით 2 მილიონი ლარი და მეტიც, განავრცო და ააშენა საწარმო (შენობა და დანადგარები).
1) ასეთი ხარჯის გაწევა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“-სთვის ნებადართულია თუ არა ჩვენი კანონმდებლობით?
2) ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის ეს გაწეული დანახარჯები რა ტიპის ხარჯია კომპანია „ა“-სთვის?
3) ქვეიჯარაში გადახდილი თანხები ემატება თუ არა შენობის თვითღირებულებას მშენებლობის პროცესში (მიმდინარეობისას)?
4) რამე გადასახადი ხომ არ წარმოექმნება კომპანია „ა“-ს ამ ოპერაციის გამო?
ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.
რეზიდენტი კომპანია უწევს მომსახურებას არარეზიდენტ კომპანიას (საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები, რეექსპორტი). თანხის ჩარიცხვა ხდება (ოფშორიდან) ავანსის სახით ევროში. 01.01.2019 წ.-მდე ჩარიცხვა და ანგარიშსწორება ხდებოდა ევროში. ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა ინვოისის გამოწერა გაწეული მომსახურების მიხედვით. დამკვეთი თანხას ყოველთვის რიცხავდა ავანსის სახით ევროში, შესაბამისად ავანსის გადაფასება არ ხდებოდა.
01.01.2019 წ.-ის მდგომარეობით დაგროვილი ავანსი ირიცხებოდა 900000 ლარი, რომელიც პირობითად იყო 200000 ევრო=611940 ლარი (კურსის მიხედვით)+288060 ლარი.
კომპანიებმა გადაწყვიტეს 01.01.2019 წ.-ის შემდგომ ანგარიშსწორებანი გაეგრძელებინათ აშშ დოლარში. 01.01.2019 წ. მდგომარეობით არსებული ავანსი 200000 ევრო კროს-კურსით გადავიყვანეთ დოლარში, ხოლო დანარჩენი 288060 ლარი პირდაპირ გადავიყვანეთ დოლარში და დავსვით (დავამატეთ) როგორც მიღებული ავანსი. გვაინტერესებს, რამდენად სწორად აღვრიცხეთ ეს ტრანზაქცია?
1) თუ იურიდიულმა პირმა გასცა სესხი თანამშრომელზე (პირობითად 6000 ლარი 1 წლით), როგორ ხდება დაბეგვრა? უპროცენტო სესხი შეიძლება? თუ საბაზრო პროცენტით უნდა იყოს? საბაზრო არის 20% ახლა, როგორც ვიცი.
2) თუ არ არის თანამშრომელი და იურიდიულმა პირმა გასცა სესხი ფიზიკურ პირზე, აქ მაქსიმალურად სწორი როგორ იქნება? ვგულისხმობთ გადასახადების კუთხით.
როდესაც კომპანიას ვაწვდით პროდუქციას დეგუსტაციის მიზნით უსასყიდლოდ, რაზეც იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები მის მისამართზე, სადაც არ ჩანს, რომ ეს შპს-ს მივაწოდეთ, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება თუ საშემოსავლოთი?
ჩვენს საწარმოს ახალი სტატუსი მიენიჭა – ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი. გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი როგორ შეიძლება გავარკვიო? დღგ-ის გადამხდელად ხომ უნდა დავდგე, ეს ალბათ აუცილებელია და რასაც გადავიხდი დღგ-ს, მისი სრულად ჩათვლა შემეძლება?