ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა დანიშნულება, რის გამოც საჯარო რეესტრში გადახდილი იქნა მიწის საკომპენსაციო თანხა 14 000 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავლის დანიშნულებით. ამ თანხაზე (14 000 ლარი) შეგვიძლია თუ არა დღგ-ის ჩათვლა?

2020/08
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შპს X-მა სახელმწიფოსგან 49 წლის ვადით მართვის უფლებით აიღო შპს Y და იკისრა ვალდებულება ყოველწლიურად განახორციელოს მასში 0000000 ლარის ოდენობის ინვესტიცია. 1) შპს X-ის მიერ 49-წლიანი მართვის უფლებით აღებულ შპს Y-ში, ვალდებულებით აღებული ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიცია რომელ ანგარიშზე უნდა აღირიცხოს? 2) შპს X-ის მიერ 49-წლიანი მართვის უფლებით აღებულ შპს Y-ში, ვალდებულების გარეშე ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიცია რომელ ანგარიშზე უნდა აღირიცხოს? შპს X ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით.

2020/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ორგანიზაციას აქვს ძირითადი საშუალებები, რომელთა სასარგებლო ვარგისიანობის ვადად განვსაზღვრეთ 5 წელი. ბოლო წელს რაც დარჩა ღირებულება, იმ ღირებულებით დავტოვეთ ბალანსზე და უკვე 3 წელია ამ ნაშთზე ვარიცხავთ ქონების გადასახადს. აგრეთვე, გვაქვს ისეთი ძირითადი საშუალებაც, რომლის სასარგებლო ღირებულება გაუტოლდა ნულს. ის არ დავტოვეთ ბოლო წელს არსებული ნაშთით ბალანსზე (როგორც პირველ შემთხვევაში), რადგან ფიზიკურად არ არსებობს და ჩამოწერილია აქტის საფუძველზე. გვაინტერესებს, რამდენად სწორად ვაწარმოებთ აღრიცხვას და საგადასახადო კუთხით რა რისკები გვაქვს?

2020/07
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

დეველოპერმა იყიდა 2000 მ3 მიწა 2017 წლის იანვარში და ასახა 2016 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, რომელიც წარდგენილ იქნა 2017 წლის 1 აპრილამდე. დეველოპერმა ააშენა კორპუსი და 2020 წლის თებერვალში გაყიდა ბინები, ჩამოწერა 500 მ3 მიწა (გაყიდული ფართის კუთვნილი პროპორციით) 71** ანგარიშზე. გვაინტერესებს, 2020 წლის 1 აპრილამდე წარდგენილ 2019 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, რა რაოდენობის მიწა უნდა დაგვედეკლარირებინა – 2000 მ3 თუ 1500 მ3?

2020/07
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწის ნაკვეთის მფლობელებს დაურიგა ვაუჩერები, რომელთა საშუალებით 1 ლიტრ დიზელს საბაზროზე 1 ლარით ნაკლებ ფასად იძენენ. უშუალოდ ჩვენი კომპანიის სახელზე რაც იყო, ის უკვე გავანაღდეთ. ანგარიშ-ფაქტურა გამოგვიწერეს გადახდილი ფასის შესაბამის ღირებულებაზე და აქ რამე პრობლემა არ დგას. ახლა ვაუჩერებს ვყიდულობთ გარეშე ფიზიკური პირებისგან (როგორც ჩანს. ფ/პ-ებს სრულად არ გამოუყენებიათ). მათი განაღდება ბენზინგასამართ სადგურებზე უპრობლემოდ ხდება, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურებს ვერ გვიწერენ, რადგან ვაუჩერი ჩვენი კომპანიის სახელზე არ არის. შესაბამისად, გვიჩანს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, მაგ. 300 ლარი და ვიცი, რომ ეს საწვავის შესაძენად დაიხარჯა, მაგრამ რადგან თანამშრომლის გავლით ხდება ამ თანხების ხარჯვა, ვთვლი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრად. უშუალოდ ვაუჩერში რას უხდიან ამ პირებს და საწვავში რას იხდიან, არ ვიცი. აღნიშნული თანხები რომ არ დაიბეგროს, გვინდა მიღება-ჩაბარების აქტები გავაფორმოთ ფ/პ-ებთან ჯამურ გადახდილ თანხაზე. ეს რამდენად არის შესაძლებელი?

2020/07
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

შპს-ს (მე-4 კატეგორიის საწარმოს) არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა გაუწია მომსახურება პირობითად 1000 ლარი. გადავიხადე საშემოსავლო 1000/0,90=1111,11*10%=111,11 ლარი, ასევე დღგ უკუდაბეგვრის წესით 1111,11*18%=200 ლარი. რამდენად სწორია ჩემ მიერ დაკავებული/დარიცხული გადასახადები? გთხოვთ, ბუღალტრული გატარებებიც მიუთითოთ.

2020/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა