ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

შეუძლია თუ არა არასაქართველოს მოქალაქეს მფლობელობაში ჰქონდეს მიწა, თუ მას შპს-ში 49% ან ნაკლები აქვს? დომინანტი პარტნიორი ჰქვია მას, ვინც ფლობს 51% ან მეტს, ხომ? რისი უფლება აქვს მას?

2020/06
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

1) საქველმოქმედო ორგანიზაციამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ქველმოქმედების მიზნით, დააფინანსა 20 მოქალაქის მგზავრობა. კერძოდ, შეიძინა ბილეთები კონკრეტული მოქალაქეების სახელზე. იბეგრება თუ არა ეს ორგანიზაცია იმ მოქალაქეების სახელზე შეძენილი ბილეთების საფასურიდან საშემოსავლო გადასახადით? 2) ასევე გვაინტერესებს სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ2 პუნქტის განმარტება. რას ნიშნავს ეს მუხლი?

2020/06
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) შეიძლება თუ არა, რომ სესხის ხელშეკრულებას ორივე მონაწილის მხრიდან აწერდეს ერთი და იგივე ფიზიკური პირი – ერთი მხრივ, როგორც შპს-ის დირექტორი, და მეორე მხრივ, როგორც ფიზიკური პირი, ვისაც შეაქვს თანხა შპს-ში სესხის სახით? ასეთ შემთხვევებში, რა პრაქტიკაა? 2) სესხის სახით კომპანიაში ერთმა დამფუძნებელმა შემოიტანა 50000 ლარი, მეორემ – 200000 ლარი. ორივე დამფუძნებელი – ფიზიკური პირია. შეუძლია თუ არა პირველ დამფუძნებელს, გაიტანოს ფული 70000 ლარი, ისე, რომ არ დაიბეგროს? თუ მხოლოდ 50000 ლარამდე შეუძლია?

2020/06
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

აპრილის თვიდან, თანამშრომელთა ნაწილი გავუშვით უხელფასო შვებულებაში, თუმცა მათ აქვთ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ანაზღაურებს. ამიტომ მათზე აპრილის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში განაცემი ფიქსირდება (დაზღვევის ყოველთვიური შენატანის ოდენობით). უნდა ჩავრთო თუ არა ეს თანამშრომლები შეღავათის მიმღებ პირთა სიაში, რომელიც შემოსავლების სამსახურში უნდა წარვადგინო?

2020/05
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
შრომითი
პასუხის ნახვა

გვაქვს ასეთი შემთხვევები: 1) აპრილში გავეცი მარტის ხელფასი, თუმცა აპრილის ხელფასის გაცემას არ ვაპირებ. რადგან აპრილის დეკლარაციაში განაცემი მიფიქსირდება, 200 ლარიანი შეღავათი აპრილის თვეზე არ ეკუთვნით? 2) აპრილში არ მიფიქსირდება გაცემა და მაისში ვაძლევ აპრილის ხელფასს. ანუ, აპრილის დეკლარაციაში ვერ მოხვდა და მოხვდა მაისის დეკლარაციაში. თვეზე 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით? არცერთი თვე არ „ჩაგვიგდია“, უბრალოდ ასე დაემთხვა, რომ მარტის ხელფასი მივეცი 31 მარტს და ამიტომ განაცემი არ დაფიქსირდა აპრილში.

2020/05
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

შეიძლება 1200 ლარი „ხელზე“ ასაღები ხელფასის მქონე დასაქმებული პირი განხილულ იქნას საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებულთა კატეგორიაში (ვგულისხმობთ იმათ, ვისზეც 750 ლარამდე ხელფასს არ ბეგრავთ საშესავლოთი)?

2020/05
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა