ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიისთვის არა-თიზი კომპანიისგან მიწოდებული მომსახურება იბეგრება თუ არა დღგ-ით?

2020/06
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

თიზ-ში რეგისტრირებული საწარმოს მიერ სესხის აღება დამფუძნებლისგან, რომელიც არ არის თიზ-ი, ან სხვა კომპანიისგან, რომელიც ასევე არ არის თიზ-ი (ორივე შემთხვევაში – არალიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან), ნებადართულია თუ არა?

2020/06
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ ჰესს (რეზიდენტი შპს), რომელიც მდებარეობს აჭარაში. ანაზღაურებებს გავცემთ როგორც შტატიან თანამშრომლებზე, ასევე ერთჯერადად დაქირავებულ პირებზე და უმეტეს შემთხვევებში ამ ადამიანებს აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ... გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა“. აქ აღნიშნული „საქმიანობით მიღებული შემოსავალი“ ნიშნავს თუ არა ხელფასის სახით, ან ერთჯერადად დაქირავებით მიღებულ შემოსავლებს?

2020/06
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

კოვიდ-19-თან დაკავშირებით, როგორც ვიცით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რის გამო წავიდა თანამშრომელი სამსახურიდან – მაინც ექვემდებარება 200-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან. ასეა?

2020/06
არასაგადასახადო თემა
შრომითი
პასუხის ნახვა

1) საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, დაქირავებულის 1000-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში (გთხოვთ განვიხილოთ ორივე შემთხვევა – დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის და არამონაწილეებისათვის), როგორ უნდა მოხდეს დამქირავებლის მიერ ბუღალტრული გატარებების ასახვა დამქირავებლის 150-ლარიანი შეღავათის? 2) ასევე გვაინტერესებს, უფლება აქვს თუ არა დაქირავებულს აღნიშნული შეღავათი გადაუხადოს დაქირავებულს?

2020/06
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი შპს (მე-4 კატეგორიის) საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის შეკეთება-რემონტს ახორციელებს, რომლითაც არ იცვლება შენობის თავდაპირველი იერსახე, მხოლოდ დეფექტები აღმოიფხვრება. შპს ყიდულობს სარემონტო მასალებს. მაინტერესებს, ეს მასალები მიმდინარე ხარჯია საწარმოსთვის? თუ, როგორც რემონტის ხარჯი, მივაკუთვნო კაპიტალიზებად ხარჯს და წლის ბოლოს დავარიცხო ცვეთა? მასალებს ვატარებ 1690 ანგარიშზე და როცა დასრულდება რემონტი, აქტის საფუძველზე გადავიტან ხარჯებზე, 7440 ანგარიშზე: დ-ტი 1690 კ-ტი 3110 მასალების შეძენა; დ-ტი 7440 კ-ტი 3130 დამხმარე მუშების ხელფასი პირობითად 750 ლარი; დ-ტი 3130 კ-ტი 3371 15= ხელფასიდან საპენსიოს დარიცხვა 2%; დ-ტი 7415 კ-ტი 3371 15= დამსაქმებელი აკავებს დარიცხული ხელფასის 2%-ს; დ-ტი 3130 კ-ტი 3320 150= საშემოსავლოს დარიცხვა. საშემოსავლოს შეღავათი 750 ლარზე – აღნიშნულ მომსახურებაზე გაითვალისწინება? რემონტის დასრულების შემდეგ: დ-ტი 7440 კ-ტი 1690. კაპიტალიზებადი ხარჯის დროს გთხოვთ მიმითითოთ ბუღალტრული გატარებები.

2020/06
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა