ძებნის შედეგად ნაპოვნია 1054 შედეგი

1) გთხოვთ განგვიმარტოთ, ბარტერის შემთხვევაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას როდის ვბეგრავთ შესრულებული სამუშაოს თვითღირებულებიდან და როდის – საბაზრო ფასიდან? 2) კომპანიებს შორის ბარტერის ხელშეკრულებაში რამდენად აუცილებელია ქონების ღირებულების ასახვა?

2020/06
არასაგადასახადო თემა
ბარტერი
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

დეველოპერმა დღგ-ის გადამხდელ შპს-სთან უნდა გააფორმოს შემდეგი შინაარსის ბარტერის ხელშეკრულება: დეველოპერი ბათუმში მდებარე მშენებარე კორპუსში X კვ.მ ფართის ბინებს (ე.წ. „ჰაერს“) გადასცემს აღნიშნულ შპს-ს მის საკუთრებაში, თბილისში ერთ-ერთ ლოკაციაზე მდებარე Y კვ.მ მიწის (მასზე არსებული პროექტთან ერთად) სანაცვლოდ. 1) კითხვაში ხსენებული ოპერაცია გრძელვადიან კონტრაქტში ხომ არ გადის? 2) ვინაიდან გაცვლა ხდება არა მხოლოდ მიწის, არამედ ამ მიწაზე არსებულ სამშენებლო პროექტთან ერთად, საგადასახადო კუთხით ეს ოპერაცია ხომ არ წარმოშობს დღგ-ით დაბეგვრას ზემოთ აღნიშნული შპს-ის მხრიდან? და თუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, მაშინ დეველოპერს ჩათვლის უფლება ექნება? 3) სსკ 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხომ არ მომიწევს გადაცემული ბინების (ე.წ. „ჰაერის“) საბაზრო ფასიდან დაბეგვრა? 4) დეველოპერმა, რომელსაც მშენებლობის 20% აქვს შესრულებული და 1 კვ.მ. ფართის თვითღირებულების გამოთვლა შეუძლებელია, საკუთრებაში გადაცემული ბინები რა თანხიდან უნდა დაბეგროს? საბაზრო ფასიდან, თუ შესაბამის ორგანოს უნდა მივმართოთ, რათა დასკვნა დაგვიდოს, თუ რა გვიჯდება 1 კვ.მ-ის თვითღირებულება და იმ ფასად ავიღოთ შემოსავალში?

2020/06
დღგ
ბარტერი
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“ ქვეიჯარით აღებულ თიზ-ში არსებულ ტერიტორიაზე აწარმოებს მშენებლობას, რისთვისაც მასალებს იძენს ძირითადად იმპორტით თურქეთიდან. კომპანია „ა“-ს არ ჰყავს არცერთი თანამშრომელი, გარდა დირექტორისა. მშენებლობას (მასალების გარდა სხვა დანარჩენი საჭიროებები, მუშახელი და ა.შ.) უკეთებს საქართველოს არა-თიზი და მისი დამფუძნებელი დღგ-ის გადამხდელი კომპანია „ბ“. 1) ეს ფაქტები და ოპერაციები როგორ დაიბეგრება ან/და რა საგადასახადო რისკებს შეიცავს, როგორც ერთი, ისე მეორე კომპანიის მხრიდან? 2) შესაბამისად თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“ სამშენებლო ოპერაციებისთვის საქვეანგარიშოდ თანხებს ურიცხავს მისი დამფუძნებელი კომპანია „ბ“-ს თანამშრომელს („პრარაბს“). ეს ფაქტიც რა რისკებს შეიცავს და ნებადართულია თუ არა ასეთი რამ?

2020/06
დღგ
მოგების გადასახადი
მშენებლობა
პასუხის ნახვა

თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიისთვის არა-თიზი კომპანიისგან მიწოდებული მომსახურება იბეგრება თუ არა დღგ-ით?

2020/06
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

თიზ-ში რეგისტრირებული საწარმოს მიერ სესხის აღება დამფუძნებლისგან, რომელიც არ არის თიზ-ი, ან სხვა კომპანიისგან, რომელიც ასევე არ არის თიზ-ი (ორივე შემთხვევაში – არალიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან), ნებადართულია თუ არა?

2020/06
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ ჰესს (რეზიდენტი შპს), რომელიც მდებარეობს აჭარაში. ანაზღაურებებს გავცემთ როგორც შტატიან თანამშრომლებზე, ასევე ერთჯერადად დაქირავებულ პირებზე და უმეტეს შემთხვევებში ამ ადამიანებს აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ... გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა“. აქ აღნიშნული „საქმიანობით მიღებული შემოსავალი“ ნიშნავს თუ არა ხელფასის სახით, ან ერთჯერადად დაქირავებით მიღებულ შემოსავლებს?

2020/06
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა