ძებნის შედეგად ნაპოვნია 970 შედეგი

ჩვენი კომპანიის (დღგ-ის გადამხდელი ღვინის ქარხანა) მოწვევით საფრანგეთიდან ჩამოდის მეღვინე, მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ფიზიკური პირი მომავალშიც დროდადრო ჩამოვა ხოლმე, აპირებენ მასთან ხელშეკრულების გაფორმებასაც. ავიაბილეთები ჩვენ უნდა შევუძინოთ და რაიმე გადასახადით ხომ არ მოგვიწევს დაბეგვრა?

2025/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

როგორც მახსოვს, საწარმოს რეორგანიზაცისას დღგ-ით დაბეგვრა არ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, შპს-ს გამოეყოფა ახალი შპს და გამოყოფილ კომპანიაში გადადის პარტნიორთა ნაწილი, რომლებიც ხდებიან გამოყოფილი შპს-ის პარტნიორები. გამოყოფილ ახალ შპს-ს გადაეცემა მანამდე არსებული შპს-დან მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის და ნივთების ნაწილი. 1) რაიმე ხომ არ შეიცვალა გადაცემული ქონების დღგ-ით არდაბეგვრის ნაწილში? 2) და ასევე, ქონების გამოყოფისას უნდა მოხდეს მისი საბაზრო ღირებულებით შეფასება და ისე გადაცემა, თუ საბალანსოთიც შეიძლება? და თუ საბაზროთი უნდა გადაეცეს, გამოიწვევს თუ არა ეს დაბეგვრას და რა სახის დაბეგვრაა?

2025/03
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

შპს-ის (საზოგადოებრივი კვების ობიექტია) ტერიტორიაზე მოხდა ასეთი სიტუაცია: ბავშვს დაარტყა დენმა ელექტრობოძიდან. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. მოხდა პოლიციაში ამ სიტუაციის თაობაზე განცხადების შეტანა მშობლის მხრიდან, მაგრამ პროცესი არ გაგრძელებულა და მოხდა შეთანხმება ბავშვის მშობელთან, რომლის საფუძველზეც შპს-ს დაეკისრა გადასახდელად კომპენსაცია 40000 ლარის ოდენობით, როგორც „ინციდენტით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია“. ამასთან, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ბავშვის მხარე „უარს აცხადებს ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენაზე“ და თანახმაა, „რომ არც შპს და არც მისი ხელმძღვანელი პირები არ იქნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში“. როგორ დაიბეგრება ეს თანხა?

2025/02
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

დაუწყვილებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, რა სანქცია ელის მიმღებ-ჩამთვლელ მხარეს? შემოსავლების სამსახურის „ცხელ ხაზზე“ გვპასუხობენ, რომ გაგვიუქმებენ დღგ-ის ჩათვლებს. არ არსებობს შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ მომწოდებელზე? ან, რომელი მუხლით გაგვიუქმებენ?

2025/02
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

1) თუ თანამშრომელს პროდუქციას მივყიდით საბაზრო ფასზე დაბალი ფასით, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის? 2) თუ თანამშრომელს პროდუქციას ვაჩუქებთ, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის?

2025/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანიაში, მომსახურებას გვიწევს ფიზიკური პირი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ. ამ პირზე გაცემულია თანხები და დაბეგრილია საშემოსავლოთი, დაკავებულია საპენსიო დაზღვევის თანხებიც. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არის გატარებული როგორც მომსახურება 20%-იანი დაბეგვრით. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება სამშენებლო კომპანია? რა სახის გადასახადები დაეკისრება სამშენებლო კომპანიას? სწორია თუ არა საპენსიო დაზღვევის შენატანის დაკავება? ეს ფიზიკური პირი ისევ იმუშავებს ჩვენს კომპანიაში და როგორც მეუბნებიან, ჩვენთან უნდა დადეკლარირდეს მისი შემოსავალი. შეგვიძლია ისევ ასე გავაგრძელოთ მასთან ურთიერთობა?

2025/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა