ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

მე-4 კატეგორიის საწარმოს არ აქვს ძირითადი საშუალებების გადაფასების ვალდებულება. საგადასახადო ორგანოს შეუძლია თუ არა გამოიყენოს სსკ 202-ე მუხლის მე-4 პუნქტი, თუ საწარმოს რომელიმე ქონება მთლიანად ამორტიზებულია, მაგრამ ძირითადი საშუალება სახეზეა და კვლავ გამოიყენება?

2020/05
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ქარხანაში პროდუქციის წარმოებაზე დასაქმებული მუშები ხელფასს იღებენ გამომუშავების მიხედვით (თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეებისა და საათების მიხედვით). ახლა საგანგებო მდგომარეობის გამო წარმოება გაჩერებულია, რა თქმა უნდა. ასეთი ადამიანები მიიღებენ დახმარებას? ქარხანას არ გაუშვია ისინი არც შვებულებაში და არც სამსახურიდან. უბრალოდ, არ იყო პროდუქციის წარმოება და არ უმუშავიათ.

2020/05
არასაგადასახადო თემა
შრომითი
პასუხის ნახვა

ვენახში ერთ მწკრივს აკლია მავთულის გაბმა და ამიტომ ჯერ ისევ დაუმთავრებელ ვენახად მაქვს აღრიცხული, ეს სწორია? იმ ერთ მწკრივზე მავთულს წელს გააბამენ ალბათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყოს. თუმცა, რაც უკვე 2018 წლიდან მაქვს ჩასმული ბოძები და მათზე გაბმული მავთული, მაგათ რომ ცვეთას არ ვარიცხავ, იმის გამო, რომ დაუმთავრებელი ვენახის ანგარიშზე მიზის, რამდენად სწორად ვიქცევი?

2020/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2018 წელს გაშენებული ვენახი ჯერ არ არის დამთავრებული (ანუ მსხმოიარე არ არის). მასზე გაწეული ხარჯები (შეწამვლა, სასუქი, დაკავებები და ა.შ.) წავა ვენახის თვითღირებულებაზე? თუ ესენი მიმდინარე ხარჯებია?

2020/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) „დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება“ – ხომ არ ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვქირაობ მძღოლს, ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ორგანიზებულ გადაყვანას სახლიდან სამუშაო ადგილზე და პირიქით, საშემოსავლო გადასახადი კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს? 2) თუ მძღოლი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონეა, მოგების გადასახადის ხარჯისაგან ხომ არ მათავისუფლებს?

2020/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს X-მა მისი 100% წილის მფლობელი ფიზიკური პირისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და ააშენა ამ მიწაზე საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობის ღირებულება დაჯდა რამდენიმე ასეული ათასი ლარი. თუ შპს X ამ სახლს, აშენების შემდეგ, მინიმალური იჯარის სანაცვლოდ გადასცემს ისევ ამ ფიზიკურ პირს – თავის პარტნიორს, შეძლებს თუ არა ეს შპს იმ დღგ-ის ჩათვლას, რაც სახლის მშენებლობიდან წარმოეშვა?

2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა