კომპანიამ 2019 წელს იმპორტის გზით შეიძინა აქციზური საქონელი. დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პროდუქციის ნაწილი უკვე რეალიზებულია. რეალიზაცია მოხდა როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში. დღგ-ის გადამხდელად კომპანია დარეგისტრირდა 2020 წლის მარტის თვეში. მაინტერესებს, ნაშთად არსებულ საქონელზე გასული წლის სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა თუ განხორციელდება? ვგულისხმობ სსკ 174-ე მუხლის „ვ“ პრიმა პუნქტით დაწესებულ შეზღუდვას.
შპს-ს სურს მის მიერ წარმოებული 5000 ლიტრი ჭაჭის არყის გადაცემა უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის, სადეზინფექციო ხსნარის დასამზადებლად. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა რამე გადასახადით?
საქართველოს კომპანია ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს სხვა ქვეყნებში. თუ ეს კომპანია დარეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად, შეძლებს საქართველოში შეძენილ საქონელზე ან მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლას?
1) საქართველოს კომპანიის მიერ ნებისმიერი უცხოური კომპანიისათვის გაწეული მომსახურება არ იბეგრება დღგ-ით?
2) საქართველოს კომპანიის მიერ უცხოური კომპანიისთვის ვალის გადახდა – არ იბეგრება დღგ-ით?
3) თუ საქართველოს კომპანიამ (რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“) უცხოურ კომპანიას არ გადაუხადა ვალი და აღიარა მის წინაშე არსებული დავალიანების თანხა თავის შემოსავლად, ეს რამე გადასახადით დაიბეგრება?
წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფ შპს-ს. საქართველოში ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მივყიდეთ საქონელი საბაზრო ფასით, მხოლოდ განვადებით, წლიური 2% სარგებლით. ხომ არ წარმოშობს ეს რამე საკითხს მოგების გადასახადით დაბეგვრის კუთხით?