კოვიდ-19-თან დაკავშირებით, როგორც ვიცით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რის გამო წავიდა თანამშრომელი სამსახურიდან – მაინც ექვემდებარება 200-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან. ასეა?
1) საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, დაქირავებულის 1000-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში (გთხოვთ განვიხილოთ ორივე შემთხვევა – დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის და არამონაწილეებისათვის), როგორ უნდა მოხდეს დამქირავებლის მიერ ბუღალტრული გატარებების ასახვა დამქირავებლის 150-ლარიანი შეღავათის?
2) ასევე გვაინტერესებს, უფლება აქვს თუ არა დაქირავებულს აღნიშნული შეღავათი გადაუხადოს დაქირავებულს?
საწარმოს საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ბალანსზე აღრიცხულია 18529 ლარად. 2020 წლის ივნისში გაყიდა 7941 კვ. მეტრი, რომელზეც ვენახია გაშენებული და ამ უკანასკნელის თვითღირებულება 6711.50 ლარს შეადგენს.
გთხოვთ მოგვცეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები გაყიდული მიწის ფართობზე და მასზე გაშენებულ ვენახზე.
გაუგებარია საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ა) დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს“.
შპს-ში გვყავს დეკრეტულ შვებულებაში გასული თანამშრომლები. ორივე დეკრეტულში გავიდა 2019 წელს. ერთს შვებულება უმთავრდება 2020 წლის მაისში, ხოლო მეორეს – 2020 წლის 14 ივნისს. არცერთი არ აპირებს მინიმუმ სამი თვით სამსახურში გამოსვლას და შეიძლება საერთოდაც შეუწყდეთ ხელშეკრულება.
მაინტერესებს, 200 ლარიანი კომპენსაცია რომელს ეკუთვნის: იმას, რომელსაც დეკრეტული შვებულება უმთავრდება მაისში, ანუ 1 ივნისამდე, თუ იმას, რომელსაც უმთავრდება 14 ივნისს?