რძის მწარმოებელ ფერმას ერთ-ერთი მყიდველი თვის ბოლოს ურიცხავს თანხას, რომელსაც ჰქვია ბონუსი. ეს თანხა ასე იანგარიშება: ყოველ ლიტრზე რიცხავს დამატებით ხუთ თეთრს იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მიწოდებული რძის ყოველდღიური ნორმა 2000 ლიტრს აჭარბებს. რისკი ხომ არ ჩნდება ამ თანხის დღგ-ით დაბეგვრისა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ეს რძის ფასია?
1) რა გადაწყვეტილებებზე არის საჭირო პარტნიორთა ხმების 100%, 75%, 51%? თუ ეს წესდებით რეგულირდება? შაბლონური (იუსტიციის) წესდებით როგორ არის გათვალისწინებული?
2) დირექტორს რა შესაძლებლობები/უფლებები აქვს კომპანიაში? თუ ეს მხოლოდ წესდებით რეგულირდება?
3) ხელშეკრულებას არაქართულ ენაზე აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულს?
4) სავალდებულოა თუ არა პარტნიორთა კრების ოქმის წელიწადში ერთხელ რეგისტრირება საჯარო რეესტრში?
შეუძლია თუ არა არასაქართველოს მოქალაქეს მფლობელობაში ჰქონდეს მიწა, თუ მას შპს-ში 49% ან ნაკლები აქვს? დომინანტი პარტნიორი ჰქვია მას, ვინც ფლობს 51% ან მეტს, ხომ? რისი უფლება აქვს მას?
1) საქველმოქმედო ორგანიზაციამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ქველმოქმედების მიზნით, დააფინანსა 20 მოქალაქის მგზავრობა. კერძოდ, შეიძინა ბილეთები კონკრეტული მოქალაქეების სახელზე.
იბეგრება თუ არა ეს ორგანიზაცია იმ მოქალაქეების სახელზე შეძენილი ბილეთების საფასურიდან საშემოსავლო გადასახადით?
2) ასევე გვაინტერესებს სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ2 პუნქტის განმარტება. რას ნიშნავს ეს მუხლი?
1) შეიძლება თუ არა, რომ სესხის ხელშეკრულებას ორივე მონაწილის მხრიდან აწერდეს ერთი და იგივე ფიზიკური პირი – ერთი მხრივ, როგორც შპს-ის დირექტორი, და მეორე მხრივ, როგორც ფიზიკური პირი, ვისაც შეაქვს თანხა შპს-ში სესხის სახით? ასეთ შემთხვევებში, რა პრაქტიკაა?
2) სესხის სახით კომპანიაში ერთმა დამფუძნებელმა შემოიტანა 50000 ლარი, მეორემ – 200000 ლარი. ორივე დამფუძნებელი – ფიზიკური პირია. შეუძლია თუ არა პირველ დამფუძნებელს, გაიტანოს ფული 70000 ლარი, ისე, რომ არ დაიბეგროს? თუ მხოლოდ 50000 ლარამდე შეუძლია?
აპრილის თვიდან, თანამშრომელთა ნაწილი გავუშვით უხელფასო შვებულებაში, თუმცა მათ აქვთ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ანაზღაურებს. ამიტომ მათზე აპრილის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში განაცემი ფიქსირდება (დაზღვევის ყოველთვიური შენატანის ოდენობით). უნდა ჩავრთო თუ არა ეს თანამშრომლები შეღავათის მიმღებ პირთა სიაში, რომელიც შემოსავლების სამსახურში უნდა წარვადგინო?