ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი
გვაქვს ასეთი შემთხვევები:
1) აპრილში გავეცი მარტის ხელფასი, თუმცა აპრილის ხელფასის გაცემას არ ვაპირებ. რადგან აპრილის დეკლარაციაში განაცემი მიფიქსირდება, 200 ლარიანი შეღავათი აპრილის თვეზე არ ეკუთვნით?
2) აპრილში არ მიფიქსირდება გაცემა და მაისში ვაძლევ აპრილის ხელფასს. ანუ, აპრილის დეკლარაციაში ვერ მოხვდა და მოხვდა მაისის დეკლარაციაში. თვეზე 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით? არცერთი თვე არ „ჩაგვიგდია“, უბრალოდ ასე დაემთხვა, რომ მარტის ხელფასი მივეცი 31 მარტს და ამიტომ განაცემი არ დაფიქსირდა აპრილში.
შეიძლება 1200 ლარი „ხელზე“ ასაღები ხელფასის მქონე დასაქმებული პირი განხილულ იქნას საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებულთა კატეგორიაში (ვგულისხმობთ იმათ, ვისზეც 750 ლარამდე ხელფასს არ ბეგრავთ საშესავლოთი)?
ფიზიკურმა პირმა საკუთარ მიწაზე მაღაზიის აშენებისთვის ნარდობის ხელშეკრულება გააფორმა, ჩვეულებრივ ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო ადრე შექმნილ შპს-სთან, რომელშიც ფლობს 50%-ს, ხოლო მეორე 50%-ს ფლობს მისი ძმა. ანაზღაურება უნდა მოხდეს მაღაზიის აშენების შემდეგ, რაც უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტით. გადახდა მოგვიწევს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შესაბამის თვეში.
ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო მასალების ყიდვა ევალება ორივე მხარეს.
გთხოვთ გვიპასუხოთ, საბოლოო ანგარიშსწორებამდე ხომ არ წარმოიშობა რაიმე გადასახადით დაბეგვრის საკითხი და დღგ-ის და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება?
2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
მშენებლობა
პასუხის ნახვა
მე-4 კატეგორიის საწარმოს არ აქვს ძირითადი საშუალებების გადაფასების ვალდებულება. საგადასახადო ორგანოს შეუძლია თუ არა გამოიყენოს სსკ 202-ე მუხლის მე-4 პუნქტი, თუ საწარმოს რომელიმე ქონება მთლიანად ამორტიზებულია, მაგრამ ძირითადი საშუალება სახეზეა და კვლავ გამოიყენება?
2020/05
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
ქარხანაში პროდუქციის წარმოებაზე დასაქმებული მუშები ხელფასს იღებენ გამომუშავების მიხედვით (თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეებისა და საათების მიხედვით). ახლა საგანგებო მდგომარეობის გამო წარმოება გაჩერებულია, რა თქმა უნდა. ასეთი ადამიანები მიიღებენ დახმარებას? ქარხანას არ გაუშვია ისინი არც შვებულებაში და არც სამსახურიდან. უბრალოდ, არ იყო პროდუქციის წარმოება და არ უმუშავიათ.
ვენახში ერთ მწკრივს აკლია მავთულის გაბმა და ამიტომ ჯერ ისევ დაუმთავრებელ ვენახად მაქვს აღრიცხული, ეს სწორია? იმ ერთ მწკრივზე მავთულს წელს გააბამენ ალბათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყოს. თუმცა, რაც უკვე 2018 წლიდან მაქვს ჩასმული ბოძები და მათზე გაბმული მავთული, მაგათ რომ ცვეთას არ ვარიცხავ, იმის გამო, რომ დაუმთავრებელი ვენახის ანგარიშზე მიზის, რამდენად სწორად ვიქცევი?
2020/05
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
სოფლის
მეურნეობა
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა