ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

2018 წელს გაშენებული ვენახი ჯერ არ არის დამთავრებული (ანუ მსხმოიარე არ არის). მასზე გაწეული ხარჯები (შეწამვლა, სასუქი, დაკავებები და ა.შ.) წავა ვენახის თვითღირებულებაზე? თუ ესენი მიმდინარე ხარჯებია?

2020/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) „დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება“ – ხომ არ ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვქირაობ მძღოლს, ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ორგანიზებულ გადაყვანას სახლიდან სამუშაო ადგილზე და პირიქით, საშემოსავლო გადასახადი კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს? 2) თუ მძღოლი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონეა, მოგების გადასახადის ხარჯისაგან ხომ არ მათავისუფლებს?

2020/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს X-მა მისი 100% წილის მფლობელი ფიზიკური პირისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და ააშენა ამ მიწაზე საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობის ღირებულება დაჯდა რამდენიმე ასეული ათასი ლარი. თუ შპს X ამ სახლს, აშენების შემდეგ, მინიმალური იჯარის სანაცვლოდ გადასცემს ისევ ამ ფიზიკურ პირს – თავის პარტნიორს, შეძლებს თუ არა ეს შპს იმ დღგ-ის ჩათვლას, რაც სახლის მშენებლობიდან წარმოეშვა?

2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

კომპანიამ 2019 წელს იმპორტის გზით შეიძინა აქციზური საქონელი. დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პროდუქციის ნაწილი უკვე რეალიზებულია. რეალიზაცია მოხდა როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში. დღგ-ის გადამხდელად კომპანია დარეგისტრირდა 2020 წლის მარტის თვეში. მაინტერესებს, ნაშთად არსებულ საქონელზე გასული წლის სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა თუ განხორციელდება? ვგულისხმობ სსკ 174-ე მუხლის „ვ“ პრიმა პუნქტით დაწესებულ შეზღუდვას.

2020/05
დღგ
აქციზი
სხვა გადასახადები და სანქციები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-ს სურს მის მიერ წარმოებული 5000 ლიტრი ჭაჭის არყის გადაცემა უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის, სადეზინფექციო ხსნარის დასამზადებლად. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა რამე გადასახადით?

2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
აქციზი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

საქართველოს კომპანია ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს სხვა ქვეყნებში. თუ ეს კომპანია დარეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად, შეძლებს საქართველოში შეძენილ საქონელზე ან მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლას?

2020/04
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა