ძებნის შედეგად ნაპოვნია 1072 შედეგი

1) საქართველოს კომპანიის მიერ ნებისმიერი უცხოური კომპანიისათვის გაწეული მომსახურება არ იბეგრება დღგ-ით? 2) საქართველოს კომპანიის მიერ უცხოური კომპანიისთვის ვალის გადახდა – არ იბეგრება დღგ-ით? 3) თუ საქართველოს კომპანიამ (რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“) უცხოურ კომპანიას არ გადაუხადა ვალი და აღიარა მის წინაშე არსებული დავალიანების თანხა თავის შემოსავლად, ეს რამე გადასახადით დაიბეგრება?

2020/04
დღგ
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ისეთ ძირითად საშუალებებს, რომლებიც ბუღალტრულად გაცვეთილია და ისედაც აღარ მაქვს, რა ვუყო? მაგალითად, სპეცტანსაცმელი წინა წლებიდან.

2020/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფ შპს-ს. საქართველოში ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მივყიდეთ საქონელი საბაზრო ფასით, მხოლოდ განვადებით, წლიური 2% სარგებლით. ხომ არ წარმოშობს ეს რამე საკითხს მოგების გადასახადით დაბეგვრის კუთხით?

2020/04
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კომპანიას ჰყავს დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც ამავე დროს თავის დამქირავებელს იჯარით (ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე) გადასცემს დროებით მფლობელობაში საკუთრებაში არსებულ მსუბუქ ავტომობილს და ამავე ავტომობილის გამოყენებით ასრულებს თავის შრომით მოვალეობებს. შეიძლება თუ არა, რომ კომპანიამ და ამ თანამშრომელმა მოილაპარაკონ და დათქვან ასეთი რამ: 1) კომპანიას ავტომობილი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცემა მხოლოდ რაღაც განსაზღვრული დღეების განსაზღვრულ საათებში, ხოლო სხვა დროს ფაქტობრივი სარგებლობის უფლება ითვლება შეჩერებულად და მესაკუთრე უფლებამოსილია ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ? ანუ პრინციპულად ასეთი რამ შესაძლებლად მიგაჩნიათ? 2) ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის საათებში შესაბამისი საგზურების წარმოების საფუძველზე მართლზომიერი იქნება თუ არა გახარჯული საწვავის პირდაპირ ხარჯებში ჩამოწერა (დაუბეგრავად, გონივრულობის ფარგლებში)? 3) თუკი ფაქტობრივ სარგებლობაში ყოფნის საათები ემთხვევა ამავე დაქირავებული თანამშრომლის (ანუ ჩემს) სამუშაო საათებს და მხარეები აცხადებენ, რომ ამ დროის პერიოდში თანამშრომელი არაა დაკავებული პირადი საქმეებით – ეს გარემოება დაიცავს თუ არა კომპანიას ავტომობილის გამოყენებისათვის სექტემბრის თვიდან დაწესებული ე.წ. ახალი დაბეგვრისაგან – საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან? პასუხის გასაცემად, ვთქვათ, რომ დაქირავებულის სამუშაო საათები ფიქსირებულია და განსაზღვრულია კვირის კონკრეტული დღეების კონკრეტული დროის მონაკვეთით და სამუშაო საათებში პირადი მიზნებისათვის სარგებლობის დამადასტურებელი სხვა რაიმე მკაფიო გარემოებაც არ არსებობს. ვიცით, რომ ნორმა ახალია და ჯერ არც საგადასახადო პრაქტიკაა ცნობილი, თუმცა ჩვენ თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს.

2020/04
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
საწვავი
შრომითი
პასუხის ნახვა

ინდმეწარმეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ უხდის ბანკის პროცენტის თანხას (სესხის თანადაფინანსებას), ეს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში როგორ აისახება? სამინისტრო ჩვენ გვირიცხავს და მერე ბანკს ჩვენ ვუხდით.

2020/04
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

მზა პროდუქციას რომ ყუთში ვალაგებთ, ან კიდევ, მზა პროდუქციას ცელოფნით რომ ვფუთავთ, ესენი მიწოდების ხარჯებია თუ საქონლის თვითღირებულებაში შესატანი?

2020/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა